განხილვები პაციენტთან
პირველადი სპონტანური პნევმოთორაქსის მქონე პაციენტებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მომავალში მათ აქვთ იპსილატერალური და კონტრალატერალური პნევმოთორაქსის განვითარების უფრო მაღალი რისკი, ვიდრე ზოგადად პოპულაციას. მათ ასევე უნდა იცოდნენ, რომ ყოველი რეციდივი ზრდის შემდგომი იფსილატერალური პნევმოთორაქსის რისკს და პლევროდეზით მკურნალობა შეიძლება უშედეგო იყოს. შესაბამისად, ამ პაციენტებს უნდა მიეცეთ მითითება, სიმპტომების გამეორების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.
მეორადი სპონტანური პნევმოთორაქსის მქონე პაციენტებმა ასევე უნდა იცოდნენ, რომ ყოველი რეციდივი ზრდის შემდგომი იფსილატერალური პნევმოთორაქსის რისკს. მათ ასევე უნდა იცოდნენ, რომ ფილტვის ფონურმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს კონტრალატერალური პნევმოთორაქსი და პლევროდეზით მკურნალობა შეიძლება წარუმატებელი აღმოჩნდეს. პაციენტებს უნდა მიეცეთ მითითება, სიმპტომების გამეორების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.
სიგარეტის მოწევა ზრდის რეციდივის რისკს. შესაბამისად, პაციენტებს უნდა ვურჩიოთ მოწევაზე თავის დანებება.
პაციენტებს უნდა ავუხსნათ ბარომეტრული წნევის უეცარ ცვლილებასთან დაკავშირებული საფრთხეები, რასაც ადგილი აქვს დიდ სიმაღლეზე ასვლისას ან წყალქვეშ ყვინთვისას. წარსულში პნევმოთორაქსის მქონე პაციენტებს სამუდამოდ უნდა აეკრძალოთ წყალქვეშ ყვინთვა მკაცრი პროფილაქტიკური ზომების გარეშე. პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, რომ არ იფრინონ პნევმოთორაქსის სრული ალაგებიდან მინიმუმ 1 კვირის განმავლობაში.[92] თუმცა, რეციდივის რისკი პაციენტში, რომელსაც ჰქონდა მეორადი სპონტანური პნევმოთორაქსი, მნიშვნელოვნად არ მცირდება 1 წლის გასვლამდე. პაციენტებს უნდა მიეცეთ მითითება, რომ მკაცრი პროფილაქტიკური პროცედურების გარეშე თავი შეიკავონ ფრენისგან და ამით შეამცირონ რეციდივის რისკი.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას