კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
გულმკერდის რენტგენი
ტესტი
პლევრული აირის 50 მლ-ზე ნაკლები მოცულობა შეიძლება ვერტიკალურ პოზიციაში გამოჩნდეს. მწოლიარე პაციენტებში პნევმოთორაქსის ვიზუალიზაციისთვის პლევრის ღრუში სულ მცირე 100 მლ აირის მოცულობაა საჭირო.[46][Figure caption and citation for the preceding image starts]: გულმკერდის წინა-უკანა რენტგენოგრამა, რომელზეც ჩანს მარჯვენამხრივი პნევმოთორაქსიექიმ რაილანდ პ. ბირდის კოლექციიდან [Citation ends].
ვისცერული პლევრის ხაზის არსებობა, ფილტვების ატელექტაზი და მოცულობის დაკარგვა შეიძლება ex vacuo პნევმოთორაქსზე მიუთითებდეს.[45]
შედეგი
ტიპიურად ჩანს ვისცერალური პლევრის ხაზი; ფილტვის ფონური დაავადების არსებობის შემთხვევაში შეიძლება გამოჩნდეს სხვა პათოლოგიებიც, როგორიცაა ემფიზემა, ფილტვის მოცულობითი წარმონაქმნები და ფილტვის ინფილტრატები
გულმკერდის ულტრაბგერითი გამოკვლევა
ტესტი
ტრავმის ან გულმკერდის ბლაგვი დაზიანების მქონე პაციენტებთან გულმკერდის ულტრაბგერითი კვლევა საწყისი არჩევის ტესტი გახდა სწრაფი შედეგებისა და ერთგამოსახულებიან გულმკერდის რენტგენოგრაფიასთან (CXR) შედარებით უპირატესობის გამო.[42] Cochrane-ის ერთი მიმოხილვის მიხედვით გულმკერდის ულტრაბგერითი კვლევის სენსიტიურობა 91% და სპეციფიურობა 99%-ია (CXR-ის 47%-იან სენსიტიურობასთან და 100%-იან სპეციფიურობასთან შედარებით) ტრავმის მქონე პაციენტებთან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში. ავტორებმა დაასკვნეს, რომ გულმკერდის ულტრაბგერა უმჯობესია ვიდრე მწოლიარე მდგომარეობაში ჩატარებული CXR დამოუკიდებლად ტრავმის ტიპზე, გულმკერდის ულტრასონოგრაფიის ოპერატორის ტიპზე ან გულმკერდის ულტრაბგერითი გამოკვლევის ტიპზე, და მათ რეკომენდაცია გაუწიეს, რომ გულმკერდის ულტრაბგერა შევიდეს ტრავმის პროტოკოლებში (მაგ., ტრამვის მქონე პაციენტების სიცოცხლის მოწინავე მხარდაჭერის [ATLS] დოკუმენტში).[43]
შედეგი
ფილტვის გაცურების არარსებობა
გასათვალისწინებელი კვლევები
გულმკერდის CT
ტესტი
კომპიუტერული ტომოგრაფია უფრო მგრძნობიარე კვლევაა გულმკერდის რადიოგრაფიულ ან ულტრაბგერით კვლევებთან შედარებით პნევმოთორაქსის დიაგნოსტირებისთვის. იგი ხშირად გამოიყენება მრავლობითი ტრავმული დაზიანებების მქონე პაციენტებში ან უცნობი წარმოშობის საეჭვო პნევმოთორაქსის დროს.[44]
ფონური რესპირატორული დაავადების მქონე პაციენტებში სეიძლება ასევე საჭირო იყოს CT სკანირება. CT სკანირება ძალიან სასარგებლოა პნევმოთორაქსის ბულოზური ემფიზებისგან განსასხვავებლად.[41][45]
შედეგი
მკაფიოდ ჩანს ვისცერალური პლევრის ხაზი; შესაძლებელია ფილტვის ატელექტაზების, გულმკერდის იფსილატერალური მხარის გაფართოების ნახვა; მეორადი სპონტანური პნევმოთორაქსის დროს შესაძლებელია ფქოდ-ის მქონე პაციენტებში ემფიზების იდენტიფიცირება, კიბოს მქონე პაციენტებში - მოცულობითი წარმონაქმნების, ხოლო პნევმონიის ან ტუბერკულოზის მქონე პაციენტებში - ფილტვის ინფილტრატების; ასევე ex vacuo პნევმოთორაქსის შემთხვევაში ენდობრონქიული ობსტრუქციის ნახვა
ბრონქოსკოპია
ტესტი
შეიძლება სასარგებლო იყოს ex vacuo პნევმოთორაქსის შემთხვევებში.[45]
შედეგი
ენდობრონქიული ობსტრუქციის პირდაპირი ვიზუალიზაცია
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას