ეპიდემიოლოგია
მცირე კვლევებისა და ინგლისისა და საფრანგეთის ორი ეროვნული მონაცემთა ბაზის ანალიზზე დაყრდნობით პირველადი სპონტანური პნევმოთორაქსის (PSP) საერთო ინსიდენტობა წელიწადში 17-დან 24-მდე იყო მამაკაცებთან და 1-დან 6-მდე ქალებთან.[7][8] ყოველწლიურად აშშ-ში 50,000 -ზე მეტი ტრავმასთან ასოცირებული პნევმოთორაქსი ფიქსირდება, ამასთან გულმკერდის ტრავმის მქონე პირებს შორის ის შემთხვევათა 50% -თან ვითარდება. პნევმოთორაქსი გულმკერდის საგულისხმო ტრამვის სიხშირით მეორე ყველაზე ხშირი მანიფესტაციაა ნეკნის მოტეხილობის შემდეგ.[9][10][11]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას