პირველადი პრევენცია
სიგარეტის მოწევის შეწყვეტა ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებაა როგორც პირველადი, ასევე მეორადი სპონტანური პნევმოთორაქსის პროფილაქტიკისთვის.[34]
მეორეული პრევენცია
რესპირატორული ინფექციების ადრეაული ამოცნობა და მკურნალობა, როგორიცაა ტუბერკულოზი და ჟიროვეცის პნევმოცისტური რესპირატორული ინფექცია შიდსის დროს, პნევმოთორაქსის მნიშვნელოვანი პროფილაქტიკური ზომაა.[93] დანიშნული მკურნალობისადმი დამყოლობამ შეიძლება ამ პაციენტებში მეორადი სპონტანური პნევმოთორაქსის რისკი შეამციროს. მოწევის შეწყვეტა ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია პნევმოთორაქსის რეციდივის რისკის შესამცირებლად.[24]
ზოგიერთ პაციენტთან შეიძლება დაინიშნოს ქირურგიული ჩარევა რეციდივის თავიდან ასაცილებლად. ვარიანტები მოიცავს ღია თორაკოტომიას ან ვიდეო თორაკოსკოპიას (VATS).[24]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას