მკურნალობის ალგორითმი

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება

მწვავე

შიგა ტოქსინ-წარმომქმნელი Escherichia coli (STEC) HUS

Back
1-ლი რიგის –

იზოტონური კრისტალოიდები ინტრავენურად

შემთხვევათა უმეტესობაში ვლინდება დიარეა.

ზედმიწევნითი ყურადღება უნდა მიექცეს სითხის ბალანსს და შარდის გამოყოფის მონიტორინგს; სიფრთხილეა საჭირო გულ-ფილტვის გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად, რადგან ამ პაციენტებს ემუქრებათ ოლიგურიის განვითარების რისკი.[45][52] თირკმლის დაზიანების ალბათობის შესამცირებლად მნიშვნელოვანია კარგი ჰიდრატაციის უზრუნველყოფა.

რეკომენდებულია ანტიბიოტიკების, პერისტალტიკის დამთრგუნავი (ანტიდიარეული) აგენტების, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების თავიდან აცილება, როდესაც წარმდგენი სიმპტომი ბავშვებში არის სისხლიანი დიარეა. მიუხედავად იმისა, რომ არასაკმარისი მონაცემებია ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის მიმდინარეობაზე ოპიოიდების მოქმედების შესახებ, რეკომენდებულია ოპიოიდების სიფრთხილით გამოყენება.

ტრიმეტოპრიმ-სულფამეთოქსაზოლმა ვერ გამოავლინა მნიშვნელოვანი ეფექტი ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის მეორადი პროფილაქტიკის კუთხით შიგა ტოქსინის წარმომქმნელი შიგა ტოქსინის წარმომქმნელი Escherichia coli-ის მქონე პაციენტებში (ძალიან დაბალი ხარისხის მტკიცებულება).[30][56] ანტიბიოტიკების მიღება შიგა ტოქსინის წარმომქმნელი Escherichia coli-ით გამოწვეული ინფექციებისთვის არ არის რეკომენდებული ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის პოტენციურად გაზრდილი რისკის გამო, რაც ფიქსირდება ობსერვაციულ კვლევებში.[57][58]

პერისტალტიკის საწინააღმდეგო აგენტების გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის რისკი პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ შიგა ტოქსინის წარმომქმნელი Escherichia coli-ით გამოწვეული დიარეა; აგენტების გამოყენების შემთხვევაში ფიქსირდება კლინიკური მდგომარეობის გაუარესება, მათ შორის ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) გართულებები.[59][60][61]

თრომბოციტების ტრანსფუზია უკავშირდება კლინიკური მდგომარეობის გაუარესებას, შესაბამისად, უმჯობესია მოვერიდოთ, თუ არ არის აქტიური სისხლდენა.[62]

Back
პლიუს –

ერითროციტების ტრანსფუზია

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

ერითროციტების ტრანსფუზია უნდა განხორციელდეს (გაიდლაინების მიხედვით) კარდიოვასკულური ან რესპირატორული სიმპტომების, ასევე მძიმე ანემია (ჰემატოკრიტი <18%) გასაუმჯობესებლად.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ელექტროლიტებს, რადგან სისხლის გადასხმამ აქტიური ჰემოლიზის და თირკმლის დაზიანების პირობებში შეიძლება გამოიწვიოს მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში ჰიპერკალემია.

Back
პლიუს –

ანტიჰიპერტენზიულები

ჰიპერტენზია შეიძლება განვითარდეს მეორადად სისხლძარღვშიდა მოცულობის გაზრდის, ელექტროლიტური დისბალანსის და ფონური თრომბოზული მიკროანგიოპათიის შედეგად, რომელიც თირკმელს აზიანებს,

არტერიული წნევის კონტროლი უნდა განხორციელდეს თირკმლის დაზიანების და უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომის თავიდან ასაცილებლად.

რეკომენდებული აგენტები მოიცავს კალციუმის არხის ბლოკატორებს, ვაზოდილატატორებს და ბეტა-ბლოკატორებს.

მწვავე ფაზაში, როგორც წესი, რეკომენდებული არ არის ACE ინჰიბიტორები თირკმლის პერფუზიის დაქვეითების საშიშროებიდან გამომდინარე, მაგრამ მათი გამოყენება შეიძლება HUS მწვავე ფაზის ჩაცხრობის შემდეგ, თირკმლის ფუნქციის შესანარჩუნებლად.[54][55]

Back
პლიუს –

დიალიზი

დიალიზი ტარდება კლინიკური ჩვენების შემთხვევაში: მოცულობის გადატვირთვა, ოლიგოანურია, ურემიის ნიშნები და სიმპტომები, ჰიპერკალემია, პერსისტენტული მძიმე აციდოზი (ბიკარბონატი <10), ჰიპერტენზია მოცულობის გადატვირთვის მეორეულად, რომელიც ვერ კონტროლდება მედიკამენტური თერაპიით, ტრანსფუზიის საჭიროება მოცულობის გადატვირთვის და/ან ოლიგურიის მქონე პაციენტებში.[9]

გამოიყენება დიალიზის სხვადასხვა მოდალობები, მათ შორის პერიტონეული დიალიზი, ჰემოდიალიზი და მუდმივი ვენო-ვენური ჰემოფილტრაცია. მოდალობის არჩევანი განსხვავდება პაციენტის მდგომარეობის, ინსტიტუციური პოლიტიკის და ექიმის შეხედულებისამებრ.

Back
პლიუს –

თირკმლის ტრანსპლანტი

თირკმლის შეუქცევადი მწვავე დაზიანების მქონე პაციენტებში შეიძლება თირკმლის ტრანსპლანტაციის გათვალისწინება დიალიზის პერიოდის შემდეგ.[75] მნიშვნელოვანია პაციენტთა ამ ქვეტიპის საფუძვლიანად გამოკვლევა ატიპური HUS არსებობაზე.

STEC HUS და თირკმლის ბოლო სტადიის დაავადების მქონე პაციენტებში განმეორებითი დაავადების რისკი მერყეობს 0%-დან 10%-მდე.[76]

ატიპური HUS

Back
1-ლი რიგის –

ეკულიზუმაბი ან პლაზმის ჩანაცვლება

ეკულიზუმაბი, მონოკლონური ანტისხეული, რომელიც უკავშირდება C5 კომპლემენტის ცილას და ბლოკავს ტერმინალური კომპლემენტის აქტივაციას, დამტკიცებულია ატიპური ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის მართვისთვის ბავშვებში და მოზრდილებში. მცირე არარანდომიზებული, ერთჯგუფიანი კვლევების სისტემატური მიმოხილვები მიუთითებს, რომ ეკულიზუმაბი აუმჯობესებს თირკმელების ფუნქციას ატიპური ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის მქონე პაციენტებში.[70][71][72] ნაკლებად სავარაუდოა ატიპური ჰემოლიზურ-ურემიული სინდორმის მქონე პაციენტებში რანდომიზებული კონტროლირებული კვლევების ჩატარება; გარდა ხანგრძლივი მონიტორინგისა, საჭიროა შემდგომი ერთჯგუფიანი კვლევის დიზაინის გულდასმით შერჩევა.[70][72]

მენინგოკოკური პროფილაქტიკა საჭიროა, რადგან არსებობს ეკულიზუმაბით ნამკურნალებ პაციენტებში ინკაფსირებული მიკროორგანიზმებით ინფექციის რისკი. ეკულიზუმაბი უკუნაჩვენებია Neisseria meningitidis აულაგებელი ინფექციის მქონე პაციენტებში და მათში, ვინც ამჟამად არ არის ვაქცინირებული N meningitidis საწინააღმდეგოდ იმ შემთხვევების გარდა, როდესაც მკურნალობის გადადების რისკი აღემატება ინფექციის განვითარების რისკებს. პაციენტებს, რომელთაც ადრე ყოფილან ვაქცინირებულები, უნდა ჩაუტარდეთ N meningitidis საწინააღმდეგო ვაქცინაცია მინიმუმ 2 კვირით ადრე ეკულიზუმაბით მკურნალობის დაწყებამდე. ყველა პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ხელახალი ვაქცინაცია, ვაქცინაციის ადგილობრივი ამჟამინდელი გაიდლაინების შესაბამისად პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ კომპლემენტის ნაკლოვანება.

პლაზმის ჩანაცვლება მიზანშეწონილია მოზრდილებში (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თრომბოციტოპენიური პურპურა შესაძლებელია), გენეტიკური ტესტის შედეგების მოლოდინში.

პირველადი პარამეტრები

ეკულიზუმაბი: ბავშვები და მოზრდილები: დოზაზე მითითებისთვის მიიღეთ სპეციალისტის კონსულტაცია

Back
განიხილე –

იზოტონური კრისტალოიდები ინტრავენურად

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

ზედმიწევნითი ყურადღება უნდა მიექცეს სითხის ბალანსს და შარდის გამოყოფის მონიტორინგს; სიფრთხილეა საჭირო გულ-ფილტვის გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად, რადგან ამ პაციენტებს ემუქრებათ ოლიგურიის განვითარების რისკი.[45][52] თირკმლის დაზიანების ალბათობის შესამცირებლად მნიშვნელოვანია კარგი ჰიდრატაციის უზრუნველყოფა.

რეკომენდებულია ანტიბიოტიკების, პერისტალტიკის დამთრგუნავი (ანტიდიარეული) აგენტების, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების თავიდან აცილება, როდესაც წარმდგენი სიმპტომი ბავშვებში არის სისხლიანი დიარეა. მიუხედავად იმისა, რომ არასაკმარისი მონაცემებია ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის მიმდინარეობაზე ოპიოიდების მოქმედების შესახებ, რეკომენდებულია ოპიოიდების სიფრთხილით გამოყენება.

ტრიმეტოპრიმ-სულფამეთოქსაზოლმა ვერ გამოავლინა მნიშვნელოვანი ეფექტი ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის მეორადი პროფილაქტიკის კუთხით შიგა ტოქსინის წარმომქმნელი შიგა ტოქსინის წარმომქმნელი Escherichia coli-ის მქონე პაციენტებში (ძალიან დაბალი ხარისხის მტკიცებულება).[30][56] ანტიბიოტიკების მიღება შიგა ტოქსინის წარმომქმნელი Escherichia coli-ით გამოწვეული ინფექციებისთვის არ არის რეკომენდებული ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის პოტენციურად გაზრდილი რისკის გამო, რაც ფიქსირდება ობსერვაციულ კვლევებში.[57][58]

პერისტალტიკის საწინააღმდეგო აგენტების გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის რისკი პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ შიგა ტოქსინის წარმომქმნელი Escherichia coli-ით გამოწვეული დიარეა; აგენტების გამოყენების შემთხვევაში ფიქსირდება კლინიკური მდგომარეობის გაუარესება, მათ შორის ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) გართულებები.[59][60][61]

თრომბოციტების ტრანსფუზია უკავშირდება კლინიკური მდგომარეობის გაუარესებას, შესაბამისად, უმჯობესია მოვერიდოთ, თუ არ არის აქტიური სისხლდენა.[62]

Back
პლიუს –

ერითროციტების ტრანსფუზია

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

ერითროციტების ტრანსფუზია უნდა განხორციელდეს (გაიდლაინების მიხედვით) კარდიოვასკულური ან რესპირატორული სიმპტომების, ასევე მძიმე ანემია (ჰემატოკრიტი <18%) გასაუმჯობესებლად.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ელექტროლიტებს, რადგან სისხლის გადასხმამ აქტიური ჰემოლიზის და თირკმლის დაზიანების პირობებში შეიძლება გამოიწვიოს მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში ჰიპერკალემია.

Back
პლიუს –

ანტიჰიპერტენზიულები

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

ჰიპერტენზია შეიძლება განვითარდეს მეორადად სისხლძარღვშიდა მოცულობის გაზრდის, ელექტროლიტური დისბალანსის და ფონური თრომბოზული მიკროანგიოპათიის შედეგად, რომელიც თირკმელს აზიანებს,

არტერიული წნევის კონტროლი უნდა განხორციელდეს თირკმლის დაზიანების და უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომის თავიდან ასაცილებლად.

რეკომენდებული აგენტები მოიცავს კალციუმის არხის ბლოკატორებს, ვაზოდილატატორებს და ბეტა-ბლოკატორებს.

მწვავე ფაზაში, როგორც წესი, რეკომენდებული არ არის ACE ინჰიბიტორები თირკმლის პერფუზიის დაქვეითების საშიშროებიდან გამომდინარე, მაგრამ მათი გამოყენება შეიძლება HUS მწვავე ფაზის ჩაცხრობის შემდეგ, თირკმლის ფუნქციის შესანარჩუნებლად.[54][55]

Back
პლიუს –

დიალიზი

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

დიალიზი ტარდება კლინიკური ჩვენების შემთხვევაში: მოცულობის გადატვირთვა, ოლიგოანურია, ურემიის ნიშნები და სიმპტომები, ჰიპერკალემია, პერსისტენტული მძიმე აციდოზი (ბიკარბონატი <10), ჰიპერტენზია მოცულობის გადატვირთვის მეორეულად, რომელიც ვერ კონტროლდება მედიკამენტური თერაპიით, ტრანსფუზიის საჭიროება მოცულობის გადატვირთვის და/ან ოლიგურიის მქონე პაციენტებში.[9]

გამოიყენება დიალიზის სხვადასხვა მოდალობები, მათ შორის პერიტონეული დიალიზი, ჰემოდიალიზი და მუდმივი ვენო-ვენური ჰემოფილტრაცია. მოდალობის არჩევანი განსხვავდება პაციენტის მდგომარეობის, ინსტიტუციური პოლიტიკის და ექიმის შეხედულებისამებრ.

Back
პლიუს –

თირკმლის ტრანსპლანტი

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

თირკმლის შეუქცევადი მწვავე დაზიანების მქონე პაციენტებში შეიძლება თირკმლის ტრანსპლანტაციის გათვალისწინება.[75]

ეკულიზუმაბი შეიძლება საჭირო გახდეს თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომ, დაავადების რეციდივის პრევენციისთვის ალოტრანსპლანტატში.[70][71][73][74]

მეორადი HUS: არა Streptococcus pneumoniae გამო

Back
1-ლი რიგის –

გაითვალისწინეთ ეკულიზუმაბი ან პლაზმის ჩანაცვლება

მკურნალობის ვარიანტები ამ პირობებში კარგად არ არის შესწავლილი.

არსებობს ცნობები ეკულიზუმაბის და პლაზმის ინფუზიების გამოყენების შესახებ, მაგრამ რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევები არ არის ხელმისაწვდომი. პროგნოზი ამ პირობებში საეჭვოა.

თუ HUS მეორეულია მედიკამენტების მიმართ, მაშინ ეს მედიკამენტები უნდა შეწყდეს.

Back
პლიუს –

ერითროციტების ტრანსფუზია

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

ერითროციტების ტრანსფუზია უნდა განხორციელდეს (გაიდლაინების მიხედვით) კარდიოვასკულური ან რესპირატორული სიმპტომების, ასევე მძიმე ანემია (ჰემატოკრიტი <18%) გასაუმჯობესებლად.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ელექტროლიტებს, რადგან სისხლის გადასხმამ აქტიური ჰემოლიზის და თირკმლის დაზიანების პირობებში შეიძლება გამოიწვიოს მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში ჰიპერკალემია.

Back
პლიუს –

ანტიჰიპერტენზიულები

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

ჰიპერტენზია შეიძლება განვითარდეს მეორადად სისხლძარღვშიდა მოცულობის გაზრდის, ელექტროლიტური დისბალანსის და ფონური თრომბოზული მიკროანგიოპათიის შედეგად, რომელიც თირკმელს აზიანებს,

არტერიული წნევის კონტროლი უნდა განხორციელდეს თირკმლის დაზიანების და უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომის თავიდან ასაცილებლად.

რეკომენდებული აგენტები მოიცავს კალციუმის არხის ბლოკატორებს, ვაზოდილატატორებს და ბეტა-ბლოკატორებს.

მწვავე ფაზაში, როგორც წესი, რეკომენდებული არ არის ACE ინჰიბიტორები თირკმლის პერფუზიის დაქვეითების საშიშროებიდან გამომდინარე, მაგრამ მათი გამოყენება შეიძლება HUS მწვავე ფაზის ჩაცხრობის შემდეგ, თირკმლის ფუნქციის შესანარჩუნებლად.[54][55]

Back
პლიუს –

დიალიზი

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

დიალიზი ტარდება კლინიკური ჩვენების შემთხვევაში: მოცულობის გადატვირთვა, ოლიგოანურია, ურემიის ნიშნები და სიმპტომები, ჰიპერკალემია, პერსისტენტული მძიმე აციდოზი (ბიკარბონატი <10), ჰიპერტენზია მოცულობის გადატვირთვის მეორეულად, რომელიც ვერ კონტროლდება მედიკამენტური თერაპიით, ტრანსფუზიის საჭიროება მოცულობის გადატვირთვის და/ან ოლიგურიის მქონე პაციენტებში.[9]

გამოიყენება დიალიზის სხვადასხვა მოდალობები, მათ შორის პერიტონეული დიალიზი, ჰემოდიალიზი და მუდმივი ვენო-ვენური ჰემოფილტრაცია. მოდალობის არჩევანი განსხვავდება პაციენტის მდგომარეობის, ინსტიტუციური პოლიტიკის და ექიმის შეხედულებისამებრ.

Back
პლიუს –

თირკმლის ტრანსპლანტი

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

თირკმლის შეუქცევადი მწვავე დაზიანების მქონე პაციენტებში შეიძლება თირკმლის ტრანსპლანტაციის გათვალისწინება.

ეკულიზუმაბი შეიძლება საჭირო გახდეს თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომ, დაავადების რეციდივის პრევენციისთვის ალოტრანსპლანტატში.[70][71][73][74]

თირკმლის გადანერგვა შეიძლება არ იყოს სიცოცხლისუნარიანი ისეთი თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, როგორიცაა კიბო, რომელიც არ არის რემისიაში.

მეორადი HUS: S pneumoniae გამო

Back
1-ლი რიგის –

ანტიბიოტიკთერაპია

სტრეპტოკოკული ინფექციით დაავადებული პაციენტების მკურნალობა საჭიროა სათანადო ანტიბიოტიკების საშუალებით ანტიბიოტიკის მიმართ ლოკალური მგრძნობელობის გათვალისწინებით.

Streptococcus pneumoniae-თან დაკავშირებული HUS მქონე პაციენტებში პლაზმის ჩანაცვლება უკუნაჩვენებია, ვინაიდან ტომსენ-ფრიდენრაიხის ანტიგენის მიმართ ბუნებრივი ანტისხეულების შემცველი პლაზმის ინფუზიამ შესაძლოა გააუარესოს აგლუტინაცია.[16]

Back
პლიუს –

ერითროციტების ტრანსფუზია

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

ერითროციტების ტრანსფუზია უნდა განხორციელდეს (გაიდლაინების მიხედვით) კარდიოვასკულური ან რესპირატორული სიმპტომების, ასევე მძიმე ანემია (ჰემატოკრიტი <18%) გასაუმჯობესებლად.

ნარეცხი ერითროციტები უნდა გამოვიყენოთ Streptococcus pneumoniae-თან ასოცირებული HUS მქონე პაციენტებისთვის.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ელექტროლიტებს, რადგან სისხლის გადასხმამ აქტიური ჰემოლიზის და თირკმლის დაზიანების პირობებში შეიძლება გამოიწვიოს მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში ჰიპერკალემია.

Back
პლიუს –

ანტიჰიპერტენზიულები

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

ჰიპერტენზია შეიძლება განვითარდეს მეორადად სისხლძარღვშიდა მოცულობის გაზრდის, ელექტროლიტური დისბალანსის და ფონური თრომბოზული მიკროანგიოპათიის შედეგად, რომელიც თირკმელს აზიანებს,

არტერიული წნევის კონტროლი უნდა განხორციელდეს თირკმლის დაზიანების და უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომის თავიდან ასაცილებლად.

რეკომენდებული აგენტები მოიცავს კალციუმის არხის ბლოკატორებს, ვაზოდილატატორებს და ბეტა-ბლოკატორებს.

მწვავე ფაზაში, როგორც წესი, რეკომენდებული არ არის ACE ინჰიბიტორები თირკმლის პერფუზიის დაქვეითების საშიშროებიდან გამომდინარე, მაგრამ მათი გამოყენება შეიძლება HUS მწვავე ფაზის ჩაცხრობის შემდეგ, თირკმლის ფუნქციის შესანარჩუნებლად.[54][55]

Back
პლიუს –

დიალიზი

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

დიალიზი ტარდება კლინიკური ჩვენების შემთხვევაში: მოცულობის გადატვირთვა, ოლიგოანურია, ურემიის ნიშნები და სიმპტომები, ჰიპერკალემია, პერსისტენტული მძიმე აციდოზი (ბიკარბონატი <10), ჰიპერტენზია მოცულობის გადატვირთვის მეორეულად, რომელიც ვერ კონტროლდება მედიკამენტური თერაპიით, ტრანსფუზიის საჭიროება მოცულობის გადატვირთვის და/ან ოლიგურიის მქონე პაციენტებში.[9]

გამოიყენება დიალიზის სხვადასხვა მოდალობები, მათ შორის პერიტონეული დიალიზი, ჰემოდიალიზი და მუდმივი ვენო-ვენური ჰემოფილტრაცია. მოდალობის არჩევანი განსხვავდება პაციენტის მდგომარეობის, ინსტიტუციური პოლიტიკის და ექიმის შეხედულებისამებრ.

Back
პლიუს –

თირკმლის ტრანსპლანტი

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

თირკმლის შეუქცევადი მწვავე დაზიანების მქონე პაციენტებში შეიძლება თირკმლის ტრანსპლანტაციის გათვალისწინება.[75]

თირკმლის გადანერგვა შეიძლება არ იყოს სიცოცხლისუნარიანი ისეთი თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, როგორიცაა კიბო, რომელიც არ არის რემისიაში.

back arrow

აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას