დიფერენციული დიაგნოზები
თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა
ნიშნები / სიმპტომები
ფონ ვილებრანდის გამხლეჩი ენზიმის, ADAMTS13-ის დაბალი დონეები ხშირია პაიენტებში, რომლებსაც აქვთ თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურის დამახასიათებელი კლინიკური სურათი.[42]
კვლევები
ADAMTS13-ის უფრო ხშირად არის დაბალი თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურის დროს, ჰემოლიზურ-ურემიულ სინდრომთან შედარებით.[41]
ავთვისებიანი არტერიალური ჰიპერტენზია
სისტემური წითელი მგლურა (SLE)
ნიშნები / სიმპტომები
სისტემურ წითელ მგლურასა და თრომბოზულ თრომბოციტოპენიულ პუპურპურას/ჰემოლიზურ-ურემიულ სინდრომს შორის ბევრი გადამფარავი მახასიათებელი არსებობს და, ვინაიდან შესაძლებელია თანაარსებობა, მათი ერთმანეთისგან გარჩევა, როგორც წესი, შეუძლებელია.[44]
კვლევები
ფონური მდგომარეობის სეროლოგიური ანალიზები შესაძლოა დადებითი იყოს, თუმცა ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის მიზეზის სადიფერენციაციო ტესტები არ არსეობს.
კატასტროფული ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი
კვლევები
დიაგნოზის დადგენაში შესაძლოა დაგვეხმაროს ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების განსაზღვრა. თუმცა მიუხედავად ანალიზის დადებითობისა, რეკომენდებულია პლაზმის ჩანაცვლება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ დაავადების მძიმე ფორმის გამოვლინებები.[46]
დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედება (DIC)
ნიშნები / სიმპტომები
დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედებით დაავადებულ პაციენტებს უფრო ხშირად უვლინდებათ სისხლდენით მიმდინარე გამოვლინებები და აღენიშნებათ უფრო აშკარა გამომწვევი მიზეზები, როგორიცაა სეფსისი.
კვლევები
დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების მქონე პაციენტის პერიფერიული სისხლის ნაცხზე, როგორც წესი, უფრო მცირე რაოდენობით შისტოციტებს ვხვდებით. კოაგულაციის პარამეტრები უმეტეს შემთხვევაში დარღვეულია დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების მქონე პაციენტებში, რასაც არ ვხვდებით თრომბოტული თრომბოციტოპენიური პურპურისა და ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის დროს.
პრეეკლამფსია
ნიშნები / სიმპტომები
მშობიარობის წინა ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში აღმოცენებული თრომბოციტოპენიის სხვადასხვაგვარი მიზეზის ერთმანეთისგან გარჩევა შესაძლოა იყოს ძალიან რთული.[34][47] ჰემოლიზურ-ურემიულ სინდრომს ახასიათებს მშობიარობის შემდგომი გამოვლინება, რაც განასხვავებს მას პრეეკლამფსიისგან.
კვლევები
თრომბოციტული თრომბოციტოპენიური პურპურა (TTP)/ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის (HUS) დროს პერიფერიული სისხლის ნაცხზე პრეეკლამფსიასთან შედარებით უფრო მეტი შისტოციტი გვხვდება.
HELLP სინდრომი
ნიშნები / სიმპტომები
ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი ვლინდება მშობიარობის შემდგომ, რაც წარმოადგენს განმასხვავებელ ფაქტორს HELLP (ჰემოლიზი, ღვიძლის ენზიმების მომატებული დონე და თრომბოციტების დაქვეითბა) სინდრომისგან.
კვლევები
თრომბოციტული თრომბოციტოპენიური პურპურა (TTP)/ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის (HUS) დროს პერიფერიული სისხლის ნაცხზე პრეეკლამფსიასთან შედარებით უფრო მეტი შისტოციტი გვხვდება.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას