პირველადი პრევენცია

HUS პრევენციის ეფექტური ზომები ფოკუსირებულია შიგა ტოქსინის წარმომქმნელი Escherichia coli გამოწვეული გასტროენტერიტის რისკის შემცირებაზე. ესენია:[30]

  • ხორცის ტესტირება E coli-ზე მწარმოებლების მიერ

  • საქონლის ფარშის დასხივება

  • საგანმანათლებლო ძალისხმევა საქონლის ფარშის საფუძვლიანად მომზადების სტიმულირებისთვის

  • საჭმლის მომზადების დროს ხელის დაბანა და სხვა სანიტარული ზომები

  • არაპასტერიზებული რძის და წვენის მოხმარების მორიდება

  • ბოსტნეულის რეცხვა

  • დაბინძურებული წყლის მოხმარების მორიდება სარეკრეაციო მოქმედებების დროს.

მეორეული პრევენცია

საჭიროა ენტეროჰემორაგიული Escherichia coli ინფექციის ტიპური პრეზენტაციის მქონე ბავშვების ჰოსპიტალიზაცია შეფასების და მკურნალობის დასაჩქარებლად. ეს შესაძლოა ამცირებდეს გართულებების და გადაცემის რისკს.[8][49]

სისტემური მიმოხილვების თანახმად, ანტიბიოტიკოთერაპიამ, ანტი-შიგა ტოქსინის ანტისხეულის შემცველმა ძროხის კოლოსტრუმმა, შიგა-ტოქსინის მიმმაგრებელმა აგენტმა (Synsorb Pk) და ურტოქსაზუმაბმა (მონოკლონური ანტისხეული შიგას წინააღმდეგ) ვერ გამოვლინა ეფექტი ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის პრევენციის კუთხით პაციენტებში, რომელთაც ჰქონდათ შიგა ტოქსინის წარმომქმნელი Escherichia coli -ით გამოწვეული დიარეა (ძალიან დაბალი ხარისხის მტკიცებულება).[30][56]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას