ახალი ტიპის მკურნალობა

რავულიზუმაბი

რავულიზუმაბი, ხანგრძლივი მოქმედების მონოკლონური ანტისხეულების კომპლემენტის ინჰიბიტორი, დამტკიცებულია ატიპური ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის მქონე ბავშვებისა და მოზრდილების სამკურნალოდ, რომლებსაც არასდროს უმკურნალიათ კომპლემენტის ინჰიბიტორით ან მიიღეს ეკულიზუმაბი მინიმუმ 3 თვის განმავლობაში და აქვთ ეკულიზუმაბზე პასუხის განვითარების მტკიცებულება. .[77][78] მიმდინარეობს მცირე, ერთჯგუფიანი, მე-3 ფაზის ღია ეტიკიკეტის კვლევები, რათა შეფასდეს რავულიზუმაბის ეფექტურობა ატიპური ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში.[79][80] რავულიზუმაბი უკუნაჩვენებია Neisseria meningitidis აულაგებელი ინფექციის მქონე პაციენტებში და მათში, ვინც ამჟამად არ არის ვაქცინირებული N meningitidis საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც მკურნალობის გადადების რისკი აღემატება ინფექციის განვითარების რისკებს. პაციენტებს, რომელთაც ადრე ყოფილან ვაქცინირებულები, უნდა ჩაუტარდეთ N meningitidis საწინააღმდეგო ვაქცინაცია მინიმუმ 2 კვირით ადრე რავულიზუმაბით მკურნალობის დაწყებამდე.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას