ხშირი წამლისმიერი რეაქციები კანზე
- მიმოხილვა
- თეორია
- დიაგნოზი
- მართვა
- მეთვალყურეობა
- წყაროები
მკურნალობის ალგორითმი
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება
სერიოზული დერმატოლოგიური გვერდითი მოვლენები
საეჭვო წამლის მოხსნა
საეჭვო პრეპარატის მოხსნა მნიშვნელოვანია.
ადრენალინი(ეპინეფრინი) + დამხმარე მოვლა
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
საშველად ხმობა და გადაუდებელი შემთხვევის მსგავსად მართვა.[52]Resuscitation Council UK. Emergency treatment of anaphylactic reactions: guidelines for healthcare providers. May 2021 [internet publication]. https://www.resus.org.uk/library/additional-guidance/guidance-anaphylaxis/emergency-treatment იხილეთ ანაფილაქსია (მკურნალობის ალგორითმი)
მხედველობაშია მისაღები შემდეგი ფაქტორები.
მწვავე ანაფილაქსიურ რეაქციას მკურნალობენ პაციენტის მწოლიარე მდგომარეობაში გადაყვანით, თუ ის ჰიპოტენზიურია, მჯდომარე მდგომარეობაში გადაყვანით, თუ მას სუნთქვის პრობლემა აქვს, ან გვერდზე მწოლიარე მდგომარეობაში გადაყვანით, თუ მას გონება დაკარგული აქვს.[52]Resuscitation Council UK. Emergency treatment of anaphylactic reactions: guidelines for healthcare providers. May 2021 [internet publication]. https://www.resus.org.uk/library/additional-guidance/guidance-anaphylaxis/emergency-treatment გამომწვევი მედიკამენტი უნდა მოიხსნას და რაც შეიძლება სწრაფად გაუკეთდეს კუნთებში ადრენალინი (ეპინეფრინი) საჭიროების შემთხვევაში 5-15 წუთში შეიძლება განმეორებით გაკეთდეს ადრენალინი კუნთებში; (გაიდლაინები განსხვავდება განმეორებითი დოზის შეყვანის ზუსტი დროის მიხედვით ,ამიტომ შეამოწმეთ ადგილობრივი პროტოკოლი.) ადრენალინის ინტრავენური შეყვანის აუცილებლობის დროს პროცედურის ჩატარება უნდა მოხდეს ექიმის მიერ,რომელსაც აქვს , ვაზოპრესორების გამოყენების და ტიტრაციის გამოცდილება.[52]Resuscitation Council UK. Emergency treatment of anaphylactic reactions: guidelines for healthcare providers. May 2021 [internet publication]. https://www.resus.org.uk/library/additional-guidance/guidance-anaphylaxis/emergency-treatment [53]Shaker MS, Wallace DV, Golden DBK, et al. Anaphylaxis-a 2020 practice parameter update, systematic review, and Grading of Recommendations, Assessment, Development and Evaluation (GRADE) analysis. J Allergy Clin Immunol. 2020 Apr;145(4):1082-123. https://www.jacionline.org/article/S0091-6749(20)30105-6/fulltext http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32001253?tool=bestpractice.com
მიიღეთ ABCDE მიდგომა და მიეცით მაღალი ნაკადის დამატებითი ჟანგბადი და ინტრავენური სითხეები (მაგ. ნორმალური ფიზიოლოგიური ხსნარი), თუ მითითებულია.[52]Resuscitation Council UK. Emergency treatment of anaphylactic reactions: guidelines for healthcare providers. May 2021 [internet publication]. https://www.resus.org.uk/library/additional-guidance/guidance-anaphylaxis/emergency-treatment [54]Muraro A, Worm M, Alviani C, et al. EAACI guidelines: anaphylaxis (2021 update). Allergy. 2022 Feb;77(2):357-77. https://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1111/all.15032 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/34343358?tool=bestpractice.com [55]Lieberman PL. Recognition and first-line treatment of anaphylaxis. Am J Med. 2014 Jan;127(1 suppl):S6-11. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24384138?tool=bestpractice.com გამოხატული სტრიდორის შემთხვევაში უნდა შევიყვანოთ ადრენალინი ინჰალატორით. თუ პაციენტს აქვს მუდმივი ბრონქოსპაზმი ადრენალინის მიუხედავად, ნაჩვენებია საინჰალაციო ბეტა-2 აგონისტი (მაგ. სალბუტამოლი).[52]Resuscitation Council UK. Emergency treatment of anaphylactic reactions: guidelines for healthcare providers. May 2021 [internet publication]. https://www.resus.org.uk/library/additional-guidance/guidance-anaphylaxis/emergency-treatment [54]Muraro A, Worm M, Alviani C, et al. EAACI guidelines: anaphylaxis (2021 update). Allergy. 2022 Feb;77(2):357-77. https://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1111/all.15032 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/34343358?tool=bestpractice.com [55]Lieberman PL. Recognition and first-line treatment of anaphylaxis. Am J Med. 2014 Jan;127(1 suppl):S6-11. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24384138?tool=bestpractice.com
შეიძლება განვითარდეს ბიფაზური რეაქციები.[52]Resuscitation Council UK. Emergency treatment of anaphylactic reactions: guidelines for healthcare providers. May 2021 [internet publication]. https://www.resus.org.uk/library/additional-guidance/guidance-anaphylaxis/emergency-treatment ბიფაზური ანაფილაქსიის პრევენციისთვის ანტიჰისტამინები და/ან კორტიკოსტეროიდები სანდო არ არის, მაგრამ შეიძლება მეორეული მკურნალობის სახით გამოვიყენოთ.[52]Resuscitation Council UK. Emergency treatment of anaphylactic reactions: guidelines for healthcare providers. May 2021 [internet publication]. https://www.resus.org.uk/library/additional-guidance/guidance-anaphylaxis/emergency-treatment [53]Shaker MS, Wallace DV, Golden DBK, et al. Anaphylaxis-a 2020 practice parameter update, systematic review, and Grading of Recommendations, Assessment, Development and Evaluation (GRADE) analysis. J Allergy Clin Immunol. 2020 Apr;145(4):1082-123. https://www.jacionline.org/article/S0091-6749(20)30105-6/fulltext http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32001253?tool=bestpractice.com
პირველადი პარამეტრები
ადრენალინი(ეპინეფრინი): დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.
ადგილობრივი გადახვევები + დამხმარე მართვა
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
საეჭვო პრეპარატის მოხსნა მნიშვნელოვანია. სტივენს-ჯონსონის სინდრომის/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის(SJS/TEN) მქონე პაციენტები უნდა შეფასდნენ ისევე, როგორც დამწვრობის მქონე პაციენტები. საჭიროა სასუნთქი გზების, სუნთქვის და სისხლის მიმოქცევის შეფასება. იხ კანის დამწვრობა (დიაგნოსტიკური მიდგომა).
მკურნალობა მოითხოვს მულტიდისციპლინური გუნდის ჩართულობას, რათა პაციენტებმა მიიღონ ჭრილობის ყოველდღიური ოპტიმალური მართვა, კვება, კრიტიკული მკურნალობა, ტკივილის მართვა და დამხმარე ტიპის მოვლა.[56]Seminario-Vidal L, Kroshinsky D, Malachowski SJ, et al. Society of Dermatology Hospitalists supportive care guidelines for the management of Stevens-Johnson syndrome/toxic epidermal necrolysis in adults. J Am Acad Dermatol. 2020 Jun;82(6):1553-67. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32151629?tool=bestpractice.com სტივენს-ჯონსონის სინდრომის/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის დიაგნოზის შემთხვევაში, რეკომენდებულია პაციენტის გადაყვანა დამწვრობის ცენტრში, ჭრილობების მოვლის სპეციალიზებულ ცენტრში ან დერმატოლოგიური ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.[56]Seminario-Vidal L, Kroshinsky D, Malachowski SJ, et al. Society of Dermatology Hospitalists supportive care guidelines for the management of Stevens-Johnson syndrome/toxic epidermal necrolysis in adults. J Am Acad Dermatol. 2020 Jun;82(6):1553-67. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32151629?tool=bestpractice.com [57]Creamer D, Walsh SA, Dziewulski P, et al. U.K. guidelines for the management of Stevens-Johnson syndrome/toxic epidermal necrolysis in adults 2016. Br J Dermatol. 2016 Jun;174(6):1194-227. https://academic.oup.com/bjd/article/174/6/1194/6617016
სათანადო მკურნალობა დამოკიდებულია კანის დაზიანების ხარისხზე იხილეთ სტივენ-ჯონსის სინდრომი და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (მართვის მიდგომა).
კორტიკოსტეროიდი
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
სისტემური მკურნალობა შეიძლება საჭირო გახდეს მძიმე შემთხვევებში, როგორიცაა ღვიძლის მძიმე დისფუნქცია. აგდილობრივი კორტიკოსტეროიდები(მაგ. ბეტამეტაზონი) შეიძლება, გამოვიყენოთ მსუბუქ შემთხვევებში.
სასურველია, რომ არ მოვხსნათ კორტიკოსტეროიდები ძალიან ადრე, რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს რეაქციის განმეორება.
პირველადი პარამეტრები
ადგილობრივად ბეტამეტაზონის ვალერატი: (0.1%) ბავშვებსა და მოზრდილებში: დამზოგველად მოვიხმაროთ დაზიანებულ ადგილებზე ერთჯერ დღეში 7-14 დღის განმავლობაში
ან
პრენდიზოლონი: ბავშვებში და ზრდასრულებში: 0,5-დან 1 მგ/კგ/დღეში პერორალურად, თანდათანობითი შემცირებით ეფექტის შესაბამისად
არამძიმე დერმატოლოგიური გვერდითი მოვლენები
საეჭვო წამლის მოხსნა
საეჭვო პრეპარატის მოხსნა მნიშვნელოვანია. ბევრ შემთხვევაში ამის შემდეგ დაზიანება გაიწოვება სპონტანურად, 1-2 კვირაში.
კორტიკოსტეროიდი
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები ხშირად გამოიყენება კანზე სიმპტომური გამონაყრის დროს(განსაკუთრებით ქავილის დროს). მსუბუქ შემთხვევებში ჰიდროკორტიზონი გამოიყენება. უფრო მძიმე შემთხვევებში ალტერნატივა ითვალისწინებს ბეტანეტაზონს, კლობეტაზოლს, ფლუოცინოლონს, ტრიამცინოლონს.
მდგრადი ხასიათის მძიმე რეაქციის დროს, რომლის დროსაც წამლის მოხსნა უშედეგოა, შეიძლება ორალურად პრედნიზოლონის გამოყენება.
სიმძიმე დამოკიდებულია რეაქციის ინტენსიურობაზე. მძიმე(ინტენსიური) თავის ტკივილი არ ითვლება სერიოზულად, და მსუბუქი არითმია(მაგ. პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია) კი შეიძლება სერიოზულად გართულდეს (ფატალური კარდიული არითმია).
მძიმე დერმატოლოგიური გვერდითი რეაქციის დროს ზიანდება კანის ფუნქცია და სტრუქტურა, მისი დანამატები, ან ლორწოვანი მემბრანები.
პირველადი პარამეტრები
ჰიდროკორტიზონი ადგილობრივად: (0.5%-1.0%) დავადოთ დაზიანებულ ადგილებზე ორჯერ დღეში
ან
ადგილობრივად ბეტამეტაზონის ვალერატი: (0.1.%) დავადოთ დაზიანებულ ადგილებზე ერთჯერ, ან ორჯერ დღეში
ან
ადგილობრივად კლობეტაზოლი: (0.05%) დავადოთ დაზიანებულ ადგილებზე ზომიერად, ორჯერ დღეში
ან
ადგილობრივად ფლუოცინოლონი: (0.025%) დავადოთ დაზიანებულ ადგილებზე ორჯერ დღეში
ან
ადგილობრივი ტრიამცინოლონი: (0.1.%) დავადოთ დაზიანებულ ადგილებზე ორჯერ დღეში
მეორეული ვარიანტები
პრენდიზოლონი: ბავშვებში: 1-2 მგ/კგ/დღეში პერორალურად, 3 კვირის განმავლობაში თანდათანობითი შემცირებით ეფექტის შესაბამისად; ზრდასრულებში: 30-60 მგ პერორალურად დღეში ერთხელ, 3 კვირის განმავლობაში თანდათანობითი შემცირებით ეფექტის შესაბამისად
ანტიჰისტამინები
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
წამლით გამოწვეული ურტიკარიის მკურნალობა გამომწვევი პრეპარატის მოხსნაა და საჭიროებისამებრ, ანტიჰისტამინური პრეპარატების მოკლე კურსის ჩატარებაც.
არასედაციური მოქმედების ანტიჰისტამინები (მაგ. ცეტრიზინი, ლორატანიდი, ფექსოფენადინი, ან მიზოლასტინი) უმჯობესია დღის განმავლობაში; თუ ღამის სიმპტომები პრობლემურია, ღამით შეიძლება სედატიური ანტიჰისტამინები (ჰიდროქსიზინი) გამოვიყენოთ.
პირველადი პარამეტრები
ცეტრიზინი: 10 მგ პერორულად დღეში ერთხელ
ან
ლორატადინი: 10 მგ პერორულად დღეში ერთხელ
ან
ფექსოფენადინი: 180 მგ პერორულად დღეში ერთხელ
ან
მიზოლასტინი: 10 მგ პერორულად დღეში ერთხელ
ან
ჰიდროქსიზინი: 25 მგ პერორულად დღეში ერთხელ, ღამით
მწვავე ეპიზოდის შემდეგ
გამომწვევი პრეპარატისთვის თავის არიდება, შეძლებისამებრ
შეძლებისამებრ გამომწვევი პრეპარატისთვის თავის არიდება მნიშვნელოვანია.
ადრენალინის(ეპინეფრინის) თავისით გამოყენება + ქმედების გეგმა
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
წამლის ყველა გვერდითი მოვლენა გულდასმით უნდა აღირიცხოს და პაციენტს სრული ინფორმაცია მიეწოდოს. შესაძლო მომავალი ანაფილაქტიური რეაქციის გათვალისწინებით პაციენტი სასურველია, აღჭურვილი იყოსადრენალინის(ეპინეფრინის) 2 ავტომატური ინჯექტორით.[53]Shaker MS, Wallace DV, Golden DBK, et al. Anaphylaxis-a 2020 practice parameter update, systematic review, and Grading of Recommendations, Assessment, Development and Evaluation (GRADE) analysis. J Allergy Clin Immunol. 2020 Apr;145(4):1082-123. https://www.jacionline.org/article/S0091-6749(20)30105-6/fulltext http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32001253?tool=bestpractice.com
ადრენალინის(ეპინეფრინის) მიღების შემდეგ პაციენტი სასურველია, მოთავსდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში დაკვირვებისა და საჭიროებისამებრ დასტაბილურებამდე შემდგომი მკურნალობისთვის.
პირველადი პარამეტრები
ადრენალინი(ეპინეფრინი): <30 კგ სხეულის წონის მქონე ბავშვებში: 0.15 მგ კუნთებში ერთჯერადი დოზით, შესაძლებელია 10-20 წუთში დოზის გამეორება; >30 კგ სხეულის წონის მქონე ბავშვებში და ზრდასრულებში: 0.3 მგ კუნთებში ერთჯერადი დოზით, შესაძლებელია 10-20 წუთში დოზის გამეორება
წამლის დესენსიბილიზაცია
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
წამლისმიერი ალერგიული რეაქციის მქონე პაციენტებს შეუძლიათ, თავიდან აირიდონ მომავალშუ რეაქციები პრეპარატის მიღებისგან თავის შეკავებით. იშვიათად ხდება საჭირო დესენსიბილაციის მცდელობა; სასურველია, არც ვცადოთ, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ პრეპარატის შემდგომი გამოყენების სარგებლიანობა გადაწონის დესენსიბილაციის შესაძლო რისკს და როცა სხვა ალტერნატიული მკურნალობა არ არსებობს.
ალტერნატიული თერაპიისა და დესენსიბილიზაციის რეკომენდაციები ხელმისაწვდომია კონკრეტული წამლებისა და მედიკამენტების კლასებისთვის (მაგ. ანტიბიოტიკები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები [NSAIDs], ქიმიოთერაპია, იმუნური სისტემის ინჰიპიტორები, ბიოლოგიური აგენტები)[42]Khan DA, Banerji A, Blumenthal KG, et al. Drug allergy: a 2022 practice parameter update. J Allergy Clin Immunol. 2022 Dec;150(6):1333-93. https://www.jacionline.org/article/S0091-6749(22)01186-1/fulltext [43]Haanen J, Obeid M, Spain L, et al. Management of toxicities from immunotherapy: ESMO clinical practice guideline for diagnosis, treatment and follow-up. Ann Oncol. 2022 Dec;33(12):1217-38. https://www.annalsofoncology.org/article/S0923-7534(22)04187-4/fulltext [44]Jeimy S, Ben-Shoshan M, Abrams EM, et al. Practical guide for evaluation and management of beta-lactam allergy: position statement from the canadian society of allergy and clinical immunology. Allergy Asthma Clin Immunol. 2020 Nov 10;16(1):95. https://aacijournal.biomedcentral.com/articles/10.1186/s13223-020-00494-2 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/33292466?tool=bestpractice.com
აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას