პირველადი პრევენცია

წამლით გამოწვეული კანის დაზიანების პრევენცია წამლის შეწყვეტაა. ანამნეზში წამლისადმი ალერგიის გამოვლენა დანიშნულების მიცემამდე მეტად მნიშვნელოვანია.

მეორეული პრევენცია

წამლის ყველა გვერდითი მოვლენა საჭიროა, გულდასმით აღირიცხოს და პაციენტს სრული ინფორმაცია მიეწოდოს.[59]​პაციენტებს, რომლებსაც ადრე მძიმე ფორმის მწვავე ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდათ, სასურველია დაურიგდეთ ადრენალინის (ეპინეფრინის) ინჯექტორი გადაუდებელი მდგომარეობისთვის და აუხსნან მისი სწორად გამოყენების წესი. დავრწმუნდეთ, რომ ინფორმაცია წამლისმიერი ალერგიის სტატუსის შესახებ (რეაქციის განვითარების თარიღი; წამლის დასახელება [ქიმიური და ჯენერიკული]; მიღების გზა; დროის ინტერვალი პირველად მიღებულ დოზასა და შემთხვევას შორის; სიმპტომების ხასიათი და სიმძიმე) განახლებულია და შეტანილია გაწერის საბუთებში და სამედიცინო ისტორიაში. ფოტოების ბმულები,უკვე ჩატარებული ტესტირების შედეგები და მენეჯმენტის რეკომენდაციები (მაგ. უსაფრთხო ალტერნატივები ან დესენსიბილიზაციის განხილვა) ასევე უნდა იყოს შეტანილი ჯანმრთელობის ჩანაწერებში, სადაც ეს შესაძლებელია.[59]​პაციენტებს უნდა ვურჩიოთ სამედიცინო სამაჯურის ტარება. ასევე ხელმისაწვდომია მობილური აპლიკაციები, რათა დაეხმაროს პაციენტებს თვალყური ადევნონ ალერგიას, რაც ხელს შეუწყობს სამომავლო კომუნიკაციას ჯანდაცვის პროფესიონალებთან.[59]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას