ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
წამლისგან გამოწვეული კანისმიერი რეაქცია შეიძლება ნებისმიერ ადამიანს განუვითარდეს. კონკრეტული პრეპარატის ძირითადი რისკ ფაქტორები ან რეაქციები მოიცავს თანდაყოლილი ანგიოშეშუპების ანამნეზს (I ტიპის ალერგიული რეაქცია); ციტომეგალოვირუსის და ეფშტეინ-ბარის ვირუსულ ინფექციას ან ლიმფური სისტემის ავთვისებიან დაავადებებს (ამპიცილინით ან ამოქსიცილინით გამოწვეული გამონაყარი); აივ ინფიცირებას (სულფანილამიდების ან ქიმიურად მსგავსი პრეპარატებისადმი ალერგია); HLA-B*5701 პოლიმორფიზმს (აბაკავირით გამოწვეული კანის ალერგიული რეაქცია); HLA-B*1502 პოლიმორფიზმს (კარბამაზეპინით გამოწვეული კანის ალერგიული რეაქცია) და HLA-B*5801 პოლიმორფიზმს (ალოპურინოლით გამოწეული დერმატოლოგიური რეაქცია).
წამლის მიღების ანამნეზი
წამლის მიღება უახლოესი წუთების, ან საათების განმავლობაში(მწვავე ალერგიული რეაქცია) ან 2 კვირამდე პერიოდში წამლით გამოწვეულ დაზიანებაზე მიიუთითებს
ნებისმიერ პრეპარატს შეუძლია ალერგიული რეაქციის გამოწვევა; უფრო ხშირად ის ვითარდება ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებზე, არასელექტიურ არასტეროიდულ ანტიანთებით პრეპარატებზე, ანესთეზიის დროს გამოყენებად მიორელაქსანტებზე, სულფანილამიდებსა და სტრუქტურულად მსგავს წამლებზე, კონტრასტულ ნივთიერებებზე და ჟელატინებზე.
კანის დაზიანებები
წამლის გვერდით რეაქციების შედეგად შეიძლება კანის ნებისმიერი ტიპის დაზიანება განვითარდეს. სისტემური მედიკამენტების ხშირი გვერდითი კანისმიერი რეაქციები მოიცავს მაკულოპაპულურ რეაქციებს, ურტიკარიას და ანგიოედემას, კანის რიგ დაზიანებებს, როგორიცაა მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ასევე ფიქსირებულ მედიკამენტოზურ გამონაყარს. ეს ყველაფერი ერთად მოიცავს წამლით გამოწვეული პათოლოგიების უმრავლესობას. უფრო მძიმე რეაქცია, როგორიცაა ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და წამლისადმი ზემგრძნობელობის სინდრომი, შეიძლება, თავიდან წითელასმაგვარი გამონაყარის სახით გამოვლინდეს.
წამლით გამოწვეული დაზიანებების მაკროსკოპული მახასიათებლები არ განსხვავდება არაწამლისმიერი ანალოგიური დაზიანებებისგან.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ფენიტოინით გამოწვეული წამლისმიერი ეგზანთემაBrian L. Swick-ის საავტორო ფოტოგრაფია [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: ტიპიური დაზიანება ჭინჭრის ციების მწვავე, ან ქრონიკულ ფაზაში ვლინდებასტეფენ დრესკინის, MD., PhD პერსონალური კოლექციიდან [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ტუჩების ანგიოშეშუპება პაციენტთან, რომელსაც ასევე ჭინჭრის ციება აქვსსტეფენ დრესკინის, MD., PhD პერსონალური კოლექციიდან [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ხელისგულის სამიზნე დაზიანება მულტიფორმული ერითემის დროსნანეტ სილვერბერგის, MD., FAAD, FAAP, პერსონალური კოლექციიდან [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ბუშტუკოვანი მომრგვალო დაზიანებები ტორსზე, კარბამაზეპინით გამოწვეული სტივენ-ჯონსონის სინდრომიKhoo AB, Ali FR, Yiu ZZ, et al. კარბამაზეპინით გამოწვეული სტივენს-ჯონსონის სინდრომი. BMJ Case Rep. 2016;2016. pii: bcr2016214926. გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: სტივენს-ჯონსონის სინდრომი: ტერფებზე კანის შრის გაქრობაექიმ არეტა კოვალ-ვერნის პირადი კოლექციიდან [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზისის საწყისი ფაზა და ბუშტუკები, რომლის შემდეგაც სრული ეპიდერმული ნეკროზი ვითარდებაFerrandiz-Pulido C, Garcia-Patos V. A სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის მიმოხილვა ბავშვებში. Arch Dis Child. 2013;98:998-1003. გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: 5 წლის გოგონა ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზისით, რაც სამი საეჭვო პრეპარატითაა(პენიცილინი, იბუპროფენი და პარაცეტამოლი) გამოწვეულიFerrandiz-Pulido C, Garcia-Patos V. A სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის მიმოხილვა ბავშვებში. Arch Dis Child. 2013;98:998-1003. გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].
სხვადასხვანაირი დერმატოლოგიური რეაქცია წამლის მიღებიდან 5-15 წუთში
სხვადასხვანაირი დერმატოლოგიური რეაქცია წამლის მიღებიდან რამდენიმე საათში
იშვიათი
სხვადასხვანაირი დერმატოლოგიური რეაქცია წამლის მიღებიდან თვეების, ან წლების შემდეგ
წამლის ადრე მიღება და მისდამი განვითარებული რეაქცია
წარსულშუ განვითარებული ანალოგიური რეაქცია ამყარებს მიზეზობრივი კავშირის ალბათობას.
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
ქავილი
შეიძლება, წამლის გვერდითი მოვლენის სიმპტომი იყოს, რაც განურჩეველია არაწამლისმიერი დაზიანებების დროს განვითარებული ანალოგიური რეაქციისგან.
ასოცირებული არადერმატოლოგიური მონაცემები
წამლისმიერი დერმატოლოგიური რეაქციები შეიძლება დაკავშირებული იყოს სიმპტომების ფართო სპექტრთან, რეაქციის ტიპის მიხედვით. ეს რეაქციები მოიცავს: ანაფილაქტიურ რეაქციებს, მულტიფორმულ ერითემას (მათ შორის SJS [სტივენ-ჯონსონის სინდრომი] და TEN [ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი]), DRESS-ს (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით; ასევე ცნობილია წამლისადმი ზემგრძნობელობის სინდრომის სახელით), მწვავე გენერალიზებულ ეგზანთემურ პუსტულოზს და ფიქსირებულ წამლისმიერ გამონაყარს. შიძლება განვითარდეს ატოპიური სიმპტომები, როგორიცაა რინიტი, კონიუნქტივიტი და მსტვინავი სუნთქვა. შეიძლება ასევე გამოვლინდეს არასპეციფიკური სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და თავბრუსხვევა. DRESS დაკავშირებულია ცხელებასა და სულ მცირე ორი ლოკალიზაციის ლიმფადენოპათიასთან. წყლულები და ლორწოვანი გარსის დაზიანებები შეიძლება გამოვლინდეს ფიქსირებული წამლისმიერი რეაქციის და SJS/TEN ფონზე.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ტუჩის და ლორწოვანი გარსის დაწყლულება, კარბამაზეპინით გამოწვეული სტივენ-ჯონსონის სინდრომიKhoo AB, Ali FR, Yiu ZZ, et al. კარბამაზეპინით გამოწვეული სტივენს-ჯონსონის სინდრომი. BMJ Case Rep. 2016;2016. pii: bcr2016214926. გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: 17 წლის მამაკაცი პაციენტს დაესვა აზითრომიცინით გამოწვეული სტივენ-ჯონსონის სინდრომის დიაგნოზი. ტუჩებზე ეროზია და ფუფხი ენის დიფუზური დაწყლულებითFerrandiz-Pulido C, Garcia-Patos V. A სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის მიმოხილვა ბავშვებში. Arch Dis Child. 2013;98:998-1003. გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].
იშვიათი
ტკივილი
შეიძლება, წამლის გვერდითი მოვლენის სიმპტომი იყოს, რაც განურჩეველია არაწამლისმიერი დაზიანებების დროს განვითარებული ანალოგიური რეაქციისგან.
რისკფაქტორები
ძლიერი
ვირუსული ინფექცია
ამპიცილინითა და ამოქსიცილინით გამოწვეული გამონაყარის მომატებული რისკი აღენიშნებათ გარკვეული ვირუსული ინფექციით (CMV და EBV) დაავადებულ პაციენტებს.
HIV ინფექცია
ჰიპერსენსიტიური რეაქციის(წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით[DRESS]; ასევე წამლისადმი ალერგიული სინდრომის სახელითაა ცნობილი) მომატებული რისკი, მაგალითად სულფანილამიდებისა და მსგავს კომპონენტებისადმი.
HLA-B*5701 პოლიმორფიზმი
ახასიათებს აბაკავირით გამოწვეული კანის ალერგიული რეაქციების მომატებული რისკი. ამ პოლიმორფიზმს აქვს თითქმის 100%-იანი უარყოფითი პროგნოზული მნიშვნელობა, ხოლო სკრინინგი ამცირებს რისკს 10%-დან თითქმის 0%-მდე.[32]
HLA-B*1502 პოლიმორფიზმი
ჩინეთში ჰანის ტომის მსგავსი პოლიმორფიზმის მქონე პირები გამოირჩევიან კარბამაზეპინით გამოწვეული კანის ალერგიული რეაქციის მომატებული რისკით.[33]
HLA-B*5801 პოლიმორფიზმი
ჩინეთში ჰანის ტომის მსგავსი პოლიმორფიზმის მქონე პირები გამოირჩევიან ალოპურინოლით გამოწვეული კანის რეაქციის მომატებული რისკით.[33]
სუსტი
მდედრობითი სქესი.
ქალებს მამაკაცებზე ოდნავ ხშირად აღენიშნებათ წამლისმიერი გვერდითი რეაქციები.[34]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას