დიფერენციული დიაგნოზები

სისტემური წითელი მგლურა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სისტემური წითელი მგლურა (SLE) ძირითადად ახალგაზრდა ქალებს ემართებათ; წამლით გამოწვეული მგლურა შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოს.

SLE ძირითადად აზიანებს თირკმელს, წამლით გამოწვეული მგლურა - იშვიათად.

კვლევები

სისხლის საერთო ანალიზი: ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია; იშვითად პანციტოპენია.(წამალი და ინფექცია სასურველია, გამოირიცხოს, როგორც მიზეზი.)

კომპლემენტის რეაქცია შრატში: ხშირად დაქვეითებული.

SLE დაკავშირებულია ორმაგძაფიანი დნმ-ს ანტისხეულებთან; წამლით გამოწვეული მგლურა დაკავშირებულია ერთძაფიანი დნმ-ს ანტისხეულებთან.

ავტოიმუნური ბლისტერული დაზიანებები

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ვულგარული პემფიგუსი და ლინეარული IgA დაავადება შეიძლება გახდეს მიზეზი ლორწოვანი გარსისა და კანის დაბებრვისა და შეიძლება, ძალიან გაძნელდეს სტივენ-ჯონსონის სინდრომის(SJS)/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზისგან(TEN) გარჩევა.

კვლევები

კანის ჰისტოლოგია და პირდაპირი იმუნოფლუორესცენტიული კვლევები გადამწყვეტია.

სტაფილოკოკური დათუთქული კანის სინდრომი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სტაფილოკოკური დათუთქული კანის სინდრომი (SSSS) ძირითადად ვითარდება ბავშვებში, მაშინ როცა ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN) უფრო ხშირია მოზრდილებში. ორივე მიზეზი იწვევს კანის დაწყლულებას/აქერცვლას. ამასთან, TEN-თან შედარებით, ეპიდერმისში აშრევების ხარისხი ბევრად მეტია SSSS არ არის დაკავშირებული ლორწოვანი გარსის გამოხატულ დაზიანებასთან და ხშირად პირის გარშემო ვლინდება.

კვლევები

კანის ჰისტოლოგიური კვლევით, TEN დროს ყველა შრის დანეკროზებას ვლინდება.

ინფექციები

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ინფექციის დროს შეიძლება, განვითარდეს სხვადასხვანაირი ეგზანთემა, ხშირად ცხელებით, რაც ძნელია გავარჩიოთ ალერგიული რეაქციისგან.

კვლევები

მიკრობიოლოგიური კულტივირება(ბაქტერია), PCR(ვირუსები).

ინფექცია ხშირად მწვავდება ანტიმოკრობული მკკურნალობის შეწყვეტისას და შეიძლება, გაუმჯობესდეს მკურნალობის განახლებისას.

ფსორიაზი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ძირითადად წარმოდგენილია ერითემატოზული, შემოფარგლული ქერცლოვანი პაპულებით და ფოლაქებით იდაყვებზზე, მუხლებზე, კიდურების გამშლელ ზედაპირებზე და თავის კანზე.

კვლევები

კანის ბიოფსია გვიჩვენებს პრაქტოლოლით გამოწვეულ ფსორიაზულ დაზიანებებს, რასაც ფიბროზი ახლავს, რაც ჩვეულებრივად ფსორიაზისთვის დამახასიათებელი არ არის.

წითელი ბრტყელი სირსველი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

კანის წითელი ბრტყელი სირსველი უმეტესად გამოვლინდება ინტენსიური ქავებადი დაზიანებებით მაჯის მომხრელ ზედაპირზე, წვივებზე, სხეულზე და კიდურებზე.

კვლევები

არაწამლისმიერი წითელი ბრტყელი სირსველის დროს დაზიანებული კანის ბიოფსიით და ჰისტოპათოლოგიური კვლევით ვლინდება ლიმფოჰისტოცისტური ინფილტრაცია და ნეკროზული კერატინოცისტები ჰიპერკერატოზითა და ჰიპერგრანულოზით.

წითელი ბრტყელი სირსველის დროს პარაკერატოზი, სპონგიოზი და ლაქებიანი ანთებითი ცვლილებები წამლით გამოწვეულ გენეზზე მეტყველებს.

სხვა არაწამლისმიერი გამონაყარი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ნებისმიერი წამლით გამოწვეული გამონაყრის დიფერენციული დიაგნოზის გატარება ხდება ყველა არაწამლისმიერი ფორმასთან, რომელსაც ის ჩამოჰგავს; ზოგჯერ, მაგალითად SLE, ფსორიაზის და წითელი ბრტყელი სირსველის დროს დამახასიათებელი ნიშნები გვეხმარება წამლით გამოწვეული არწამლისმიერი გამონაყარისგან განვასხვავოთ.

კვლევები

პერიფერიულ სისხლში ეოზინოფილია და ეოზინოფილური უჯრედოვანი ინფილტრაცია ნებისმიერ დაზიანებაში მიუთითებს წამლით გამოწვეულ შედეგზე.

ეგზანთემური რეაქციები ხშირია ინფექციის გამო; კონკრეტული დიაგნოზის დასმა შეიძლება, თუ მიზეზის გამომწვევი ორგანიზმის გამოვლენა მოხერხდება.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას