განხილვები პაციენტთან
ალეგიის გამომწვევი წამლისთვის თავის არიდება მნიშვნელოვანია.
პაციენტს სასურველია, ავუხსნათ, რა ზომების მიღებაა უკეთესი შესაძლო მომავალი ანაფილაქტიური რეაქციის როს: მაგალითად, გადაუდებლად გამოიყენოს ადრენალინი (ეპინეფრინი) და მიიღოს ანტიჰისტამინურები, გამოიძახოს სასწრაფო დახმარება, ან უახლოეს უბედური შემთხვევისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებას მიაკითხოს(ადრენალინის შემდგომი დაკვირვებისთვის, თუნდაც თავს უკეთ გრძნობდეს). პაციენტები საწყისი რეაქციის შემდგომი 4-6 საათის განმავლობაში შემდგომი ბიფაზური რეაციის რისკის ქვეშ რჩებიან. პაციენტებს უნდა ვურჩიოთ სამედიცინო სამაჯურის ტარება.
ასევე ხელმისაწვდომია მობილური აპლიკაციები, რათა დაეხმაროს პაციენტებს თვალყური ადევნონ ალერგიას, რაც ხელს შეუწყობს სამომავლო კომუნიკაციას ჯანდაცვის პროფესიონალებთან.[59]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას