კვლევები
გასათვალისწინებელი კვლევები
სისხლში(მთლიანი სისხლი, შრატი, პლაზმა) წამლის შემცველობა
ტესტი
შეიძლება, სასარგებლო იყოს, როცა სისხლში (მთლიანი სისხლი, პლაზმა, ან შრატი) ჩვეულებრივ სამიზნე კონცენტრაციაზე მეტი შემცველობა დგინდება.
შედეგი
ჩვეულებრივ სამიზნე კონცენტრაციაზე მეტი შემცველობა აძლიერებს ეჭვს წამლისმიერ გენეზზე
შრატში ტრიპტაზის შემცველობა(ანაფილაქსია)
ტესტი
ორი ანალიზი კეთდება, ერთი რეაქციის განვითარებიდან დაახლოებით 1 საათში და მეორე 24 საათში, რათა დადგინდეს საწყისი კონცენტრაცია.
შედეგი
მომატებულია როგორც IgE, ისე არა-IgE გამოწვეული მასტოიდური უჯრედების დეგრანულაციის ფონზე განვითარებული ანაფილაქტიური რეაქციიდან პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში.
კომპლემენტის აქტივაციის კვლევა
ტესტი
C4 გამოკვლევა სასურველია იზოლირებული ანგიოშეშუპების(არა ჭინჭრის ციება) გამოვლენისას. თუ C4 კონცენტრაცია დაბალია, C1-ესთერაზის დონე სასურველია, გავზომოთ. ზოგჯერ C1-ესთერაზის ფუნქციის გაზომვაა საჭირო, თუ ენზიმის შემცველობა დაბალი არ არის, მაგრამ ინაქტიურია.
C1 ესთერაზის დონე შეიძლება, დაბალი იყოს თანდაყოლილი ანგიოშეშუპების და ავტოიმუნური დარღვევების დროს. C4 შემცველობა შეიძლება ნორმალური იყოს ბრადიკინინით გამოწვეული ანგიოშეშუპების დროს.
შედეგი
C4 დაბალი შემცველობა კომპლემენტური გზის სერიოზული პრობლემის მაჩვენებელია, როგორიცაა შეძენილი, ან თანდაყოლილი C1-ესტერაზის ინჰიბიტორის უკმარისობა
დაზიანებების ბიოფსიის ჰისტოლოგიური მონაცემები
ტესტი
სინჯის აღება ხდება დაზიანებული ადგილიდან და გარშემო ნორმალური კანის უბნიდან.
წამლით გამოწვეულ ზოგიერთ გამონაყარს დამახასიათებელი ჰისტოლოგიური აგებულება აქვს, სხვები კი განურჩევეელია არაწამლისმიერი დაზიანებებისგან.
შედეგი
ეოზინოფილური პოლიმორფულნუკლეური ლეიკოციტებით ინფილტრაცია შეიძლება, წამლით გამოწვეულ დაზიანებაზე მიუთითებდეს
სისხლის საერთო ანალიზი (FBC) ლეიკოციტური ფორმულით
ტესტი
ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია და იშვიათად პანციტოპენია შეიძლება, წამლის გვერდითი მოვლენებით იყოს გამოწვეული, მაგრამ ეოზინოფილია წამლისმიერი ალერგიის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.
შედეგი
სისხლის საერთო ანალიზი იმთავრესად ნორმის ფარგლებშია წამლით გამოწვეული მგლურას დროს; პერიფერიულ სისხლში ეოზინოფილიის გამო შეიძლება, ვივარაუდოთ წამლისმიერ ალერგიაზე.
ანტიჰისტონური ანტისხეულები ერთძაფიანი დნმ მიმართ(მგლურას მსგავსი სინდრომი)
ტესტი
სისტემური წითელი მგლურა დაკავშირევულია ორმაგძაფიან დნმ-ს ანტისხეულებთან; წამლით გამოწვეული მგლურა დაკავშირებულია ანტიჰისტონურ ანტისხეულებთან.
შედეგი
წამლით გამოწვეული მგლურა დაკავშირებულია ჰისტონების საწინააღმეგო ანტისხეულებთან
კანის სინჯები(სკარიფიკაციული ტესტები, ინტრადერმული სინჯები, კეროვანი ტესტები)
ტესტი
სასურველია, ჩატარდეს სპეციალისტის კონსულტაცია. კანის სინჯები შეიძლება, დაგვეხმაროს ალერგიული რეაქციის გამომწვევი წამლის დადგენაში; ძირითადად სასარგებლოა კონტაქტური დერმატიტის დროს.
კანის ტესტები ასევე შეიძლება იყოს სასარგებლო დამხმარე საშუალება დაგვიანებული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების მიზეზობრიობისა და ჯვარედინი რეაქტიულობის დასადგენად.[42] თუმცა კანის სინჯები შეზღუდულია დაბალი მგრძნობელობის გამო და შედეგების ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს სიფრთხილით,განსაკუთრებით მძიმე რეაქციების ფონზე არასრულყოფილი უარყოფითი შედეგების მნიშვნელობის გათვალისწინებით. რეციდივის რისკის გამო, კანის ტესტები DRESS-ზე უნდა გადაიდოს მწვავე რეაქციის შემდეგ მინიმუმ 6 თვით და/ან კორტიკოსტეროიდების შეწყვეტიდან 1 თვით.[42]
შედეგი
გამომწვევი პრეპარატის იდენტიფიცირება ალერგიული რეაქციის შემდეგ
ახალი ტესტები
წამლისთვის დამახასიათებელი IgE
ტესტი
შეიძლება, სასარგებლო იყოს, კერძოდ უარყოფითი კანის სინჯების, ან სიცოცხლისთვის საშიში მძიმე რეაქციის(მაგ. ანაფილაქტიური რეაქცია ბეტა ლაქტამურ ანტიბიოტიკებზე) დროს. სასურველია, ჩატარდეს სპეციალისტის კონსულტაცია.[50]
შედეგი
წამლისთვის დამახასიათებელი IgE დადებითი ტესტი მტკიცედ ასაბუთებს ანაფილაქსიის არსებობას წამლის განმეორებითი გამოყენებისას; ამასთან, ცრუ დადებითი შედეგი ამ კვლევის ხშირი პრობლემაა. კვლევისს შედეგები სასურველია, შეფასდეს მხოლოდ პაციენტის ანამნეზურ და კლინიკურ მონაცემებთან ერთად
ბაზოფილური აქტივაციის ტესტი
ტესტი
შეიძლება, სასარგებლო იყოს, კერძოდ უარყოფითი კანის სინჯების, ან სიცოცხლისთვის საშიში მძიმე რეაქციის(მაგ. ანაფილაქტიური რეაქცია ბეტა ლაქტამურ ანტიბიოტიკებზე) დროს. სასურველია, ჩატარდეს სპეციალისტის კონსულტაცია. სადღეისოდ მიჩნეულია უფრო მეცნიერულ კვლევად.
შედეგი
წამლით გამოწვეული ბაზოფილური აქტივაცია; ტესტის შედეგები სასურველია, შეფასდეს მხოლოდ პაციენტის ანამნეზური და კლინიკური მონაცემების გათვალისწინებით
ლიმფოციტების პროლიფერაციის გამოკვლევა (LPA/LTT)
ტესტი
შეიძლება, სასარგებლო იყოს, კერძოდ უარყოფითი კანის სინჯების, ან სიცოცხლისთვის საშიში მძიმე რეაქციის(მაგ. ანაფილაქტიური რეაქცია ბეტა ლაქტამურ ანტიბიოტიკებზე) დროს. სასურველია, ჩატარდეს სპეციალისტის კონსულტაცია. სადღეისოდ მიჩნეულია უფრო მეცნიერულ კვლევად.
შედეგი
წამლით გამოწვეული T უჯრედების in vitro პროლიფერაცია 2-ზე მეტი სტიმულაციის ინდექსით ფართოდაა მიღებული, როგორც სასარგებლო ზღვრული მონაცემი ტესტის პოზიტიურობის დასადგენად. კვლევის შედეგები სასურველია, შეფასდეს მხოლოდ პაციენტის ანამნეზურ და კლინიკურ მონაცემებთან ერთად
ანზიმთან დაკავშირებული იმუნოსპოტური კვლევა(ELISPOT ტესტი)
ტესტი
შეიძლება, სასარგებლო იყოს, კერძოდ უარყოფითი კანის სინჯების, ან სიცოცხლისთვის საშიში მძიმე რეაქციის(მაგ. ანაფილაქტიური რეაქცია ბეტა ლაქტამურ ანტიბიოტიკებზე) დროს. სასურველია, ჩატარდეს სპეციალისტის კონსულტაცია. სადღეისოდ მიჩნეულია უფრო მეცნიერულ კვლევად.
შედეგი
წამლით გამოწვეული ციტოკინების მატების გამოვლენა მათი საწყისი გამოთავისუფლების ხარისხთან შედარებით მინიმალური ზღვრული მონაცემია ტესტის დადებითად შესაფასებლად; კვლევის შედეგები სასურველია, შეფასდეს მხოლოდ პაციენტის ანამნეზურ და კლინიკურ მონაცემებთან ერთად
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას