ეპიდემიოლოგია

აშშ-ში 15 438 ჰოსპიტალიზებული პაციენტიდან 347-ს აღენიშნებოდა კანის 358 სხვადასხვა სახის რეაქცია, მთლიანობაში დერმატოლოგიურ გამოვლინებათა სიხშირე იყო 2.2%.[24] ყოველი მათგანი საშუალოდ 8 სხვადასხვა პრეპარატს ღებულობდა. გამონაყარი დაკავშირებული იყო 51 პრეპარატთან, და კანის ალერგიული რეაქციები ძირითადად გამოწვეული იყო ანტიბიოტიკების, სისხლის პროდუქტებისა და საინჰალაციო მუკოლიზური საშუალებების მიერ. ამოქსიცილინი( 51 რეაქცია ყოველ 1000 ნამკურნალებ პაციენტზე), ტრიმეთოპრიმ/ სულფამეტოქსაზოლი(კოტრიმოქსაზოლი; 34 რეაქცია ყოველ 1000 ნამკურნალებ პაციენტზე), ამპიცილინი (33 რეაქცია ყოველ 1000 ნამკურნალებ პაციენტზე), და ცეფალოსპორინები(13 რეაქცია ყოველ 1000 ნამკურნალებ პაციენტზე) ყველაზე ხშირი რეაქციებით გამოირჩეოდნენ. ფინურ კვლევაში წამლის აღრიცხული გვერდითი მოვლენების 30% კანის რეაქცია იყო.[25] აქედან დაახლოებით 46% იყო მაკულოპაპულური გამონაყარი, 23% - ურტიკარია, 10% - ფიქსირებული გამონაყარი და 5% - მულტიფორმული ერითემა. მექსიკაში პრეპარატის 35 გვერდითი დერმატოლოგიური რეაქცია (ACDR) (პრევალენტობა 0.7%) გამოვლინდა 4785 გაწერილ პაციენტში.[26] წამლები, რომელთა ფონზეც ACDR ყველაზე ხშირად ვითარდებოდა, იყო ამოქსიცილინი/ კლავულანის მჟავა, ამფოტერიცინი B და მეტიმაზოლი. ყველაზე ხშირი დერმატოზი იყო წითელასმაგვარი გამონაყარი (51.2%), ურტიკარია (12.2%) და მულტიფორმული ერითემა (4.9%). 35 შემთხვევიდან ექვსი გამოვლინდა იმ პაციენტებში, რომლებიც ჰოსპიტალიზებული იყვნენ წამლის მძიმე გვერდითი რეაქციის გამო (1.3/1000 პაციენტში). ერთი უშუალოდ ACDR-ით გამოწვეული გართულებებისგან გარდაიცვალა, რაც ACDR-ის გამო ჰოსპიტალიზებულთა 16.6%-ს და საერთო სიკვდილობის 0.02%-ს შეადგენს.

ბავშვებში მედიკამენტების კანისმიერი რეაქცია არის ყველაზე ხშირი ADR ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, საშუალო სიხშირით 2%-3%. 326 ბავშვზე ჩატარებულ კვლევაში კანისმიერი ADR განვითარდა L-ასპარაგინატის (16%), ამოქსიცილინის (8.3%), ტრიმეტოპრიმ/ სულფამეტოქსაზოლის (7.2%), კარბამაზეპინის(4.9%) და ლამოტრიჯინის (3.7%) ფონზე, რაც ყველა საეჭვო მედიკამენტის 40%-ს შეადგენდა.[27]

კონკრეტულ მედიკამენტზე სპეციფიკური რეაქციების სიხშირის დადგენა ძნელია, რადგანაც ზოგიერთ მათგანი შემთხვევით თუ აღირიცხება.[28] ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებზე ალერგიული რეაქცია ვითარდება პაციენტების დაახლოებით 3%-ში. იმ პირების შემთხვევაში, რომლებსაც პენიცილინზე I კლასის ალერგიული რეაქცია განუვითარდათ, მაღალია ცეფალოსპორინებთან ჯვარედინი რეაქციის ალბათობა; III კლასის რეაქციის დროს ჯვარედინი რეაქციის ალბათობა ნაკლებია.

ადგილობრივად მოქმედი წამლების ფონზე კონტაქტური დერმატიტის გამოვლინება კარგად არ არის ცნობილი, რადგანაც მათი უმრავლესობა სულ შემთხვევით აღირიცხება. ადგილობრივად მოქმედი სტეროიდების ფონზე კონტაქტური დერმატიტის გამოვლინების სიხშირე შეიძლება 6%-მდე იყოს.[29]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას