მონიტორინგი
პლევრული გამონაჟონის შემთხვევათა უმეტესობის მკურნალობის შემდეგ, მიზეზის ცოდნის შემთხვევაში, საჭირო არ არის რუტინული მეთვალყურეობა. თუ პაციენტი კვლავ სიმპტომური გახდება, საჭიროა გულმკერდის რენტგენი.
თუ პაციენტს გართულებული პარაპნევმონიური გამონაჟონები აქვს, პლევრა მნიშვნელოვნად სქელდება ინფექციის მკურნალობის შემდეგ. ამ პაციენტებს უნდა უტარდებოდეს გულმკერდის ორგანოების სერიული რენტგენი და თუ პლევრის გასქელება ნარუნდება 6 თვის განმავლობაში და პაციენტის ცხოვრების ხარისხი შეზღუდულია ქოშინის გამო, მაშინ შეიძლება განიხილებოდეს დეკორტიკაციის საკითხი.[7]
არადიაგნოსტირებული პლევრული ეფუზიების დროს საჭიროა მონიტორინგი, სანამ გამონაჟონი არ ალაგდება. შემდგომ მონიტორინგი 2 წელი გრძელდება, პოტენციური ავთვისებიანი მდგომარეობის საკონტროლოდ. თუ გამონაჟონი ზომაში იზრდება, მოწოდებულია უფრო აგრესიული დიაგნოსტიკური პროცედურები, მაგ. თორაკოსკოპია.
ექსუდატების მქონე პაციენტების დაახლოებით 10%-ს, სრული გამოკვლევის, პლევრის ბიოფსიისა და თორაკოსკოპიის მიუხედავად, არ ექნება დასკვნითი დიაგნოზი.[115][116] ერთი კვლევის მიხედვით, 2 წლის შემდეგ განმეორებითი შეფასებისას, აღნიშნული პაციენტების 8.3%-ს შემდგომში დაუდგინდა ავთვისებიანი დაავადება.[117]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას