ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
ძირითადი რისკფაქტორებია: გულის შეგუბებითი უკმარისობა, პნევმონია და ავთვისებიანი მდგომარეობები.
ქოშინი
პაციენტი შეიძლება უჩიოდეს სუნთქვის უკმარისობას როცა გამონაჟონი დაიკავებს სივრცეს გულმკერდის ღრუში და შეამცირებს ფილტვის მოცულობას.
ძალიან დიდი ზომის გამონაჟონის შემთხვევაში სითხე აწვება გარშემო მდებარე ფილტვს, რაც ხელს უშლის მის გაბერვას.
პერკუსიის დროს ყრუ ხმა
გულმკერდის პერკუსიით ვლინდება, რომ გამონაჟონის საპროექციო ველზე ხმიანობა მოყრუებულია, ხოლო ჰაერით სავსე ველებში- რეზონანსული.
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
გულმკერდი პლევრიტული ტკივილიგულმკერდის პლევრიტული ტკივილი
ხშირად ვლინდება ტკივილი, რომელიც ჩასუნთქვისას ძლიერდება და შეიძლება დამძიმდეს ხველის ან მოძრაობის შემთხვევაში.
ხველა
პროდუქტიული ხველა შეიძლება გამოვლინდეს, თუ გამონაჟონი პნევმონიითაა გამოწვეული. თუმცა, მხოლოდ სითხის დაგროვება და პლევრის ზედაპირების გაღიზიანებაც შესაძლოა არაპროდუქტიული ხველის მიზეზი იყოს.
სუნტქვითი ხმიანობა შესუსტებულია ან არ ისმის
ხმიანობა დასუსტებულია ან არ გვხვდება გამონაჟონის საპროექციო ველზე.
დაქვეითებული ან გამქრალი ტაქტილური ვიბრაცია
ხმის ტალღები კარგად გადაეცემა ჰაერით სავსე ფილტვში. როდესაც პაციენტი საუბრობს, აღნიშნული ხმა აღიქმება გულმკერდზე მოთავსებულ ექიმის ხელზე. როდესაც გამონაჟონის გამო ვლინდება თხიერი ბარიერი, ხმის ტალღები არ გადაეცემა კარგად და ვიბრაცია ვერ შეიგრძნობა.[59]
რისკფაქტორები
ძლიერი
გულის შეგუბებითი უკმარისობა
პლევრული გამონაჟონის ყველაზე ხშირი მიზეზია და ხშირად მეორდება გულის უკმარისობის დეკომპენსაციის ეპიზოდების დროს.[4]
პნევმონია
როდესაც გამონაჟონის პნევმონიითაა გამოწვეული, მას პარაპნევმონიური გამონაჟონი ჰქვია.
პლევრული გამონაჟონის მეორე ყველაზე ხშირი მიზეზია, გვხვდება პნევმონიით ჰოსპიტალიზებული პაციენტების 40%-ში.[4]
ავთვისებიანი მდგომარეობა
უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული კორონარული არტერიების შუნტირების ოპერაცია
კორონარული შუნტირების შემდეგ 10%-მდე პაციენტებში გვხვდება პლევრული გამონაჟონი, რომელიც ჰემითორაქსის >25%-ს იკავებს.[8]
სუსტი
ფილტვის ემბოლია
აშშ-ში პლევრული გამონაჟონის მესამე ყველაზე ხშირი მიზეზია.[12]
ახლახანს გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი სინდრომის, იგივე დრესლერის სინდრომის, მქონე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ ცხელება, პლევროპერიკარდიტი და ფილტვის ინფილტრატები.
ფილტვის პროფესიული დაავადება
ექსპოზიცია ბერილიუმზე შეიძლება აღინიშნოს ფლუორესცენტულ ნათურებთან ან მეტალის დანადგარებთან მუშაობისას.
ექსპოზიცია აზბესტთან ხშირია გემების შეკეთებაზე მომუშავე პირებში.
ექსპოზიცია სილიკატებზე გვხვდება მაღაროელებსა და შუშაზე მომუშავეებში.
რევმატოიდური ართრიტი
რევმატოიდულ პლევრიტზე ეჭვი უნდა მიიტანოთ თუ რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტს გამონაჟონი აქვს.
სისტემური წითელი მგლურა
მგლურას მქონე პაციენტებს აღენიშნებათ ფილტვის ემბოლიისა და პლევრული გამონაჟონის უფრო მაღალი რისკი. მგლურას პლევრიტმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს პლევრული გამონაჟონი.
თირკმლის უკმარისობა
ურემიამ შეიძლება გამოიწვიოს პლევრული გამონაჟონი.
მედიკამენტური პლევრული ეფუზია
ამ პრობლემის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული პრეპარატებია: ტიროზინკინაზას ინჰიბიტორები, ნიტროფურანტოინი, დანტროლენი, ერგოტის ალკალოიდები (მაგ., შაკიკის საწინააღმდეგო რამდენიმე პრეპარატი), ვალპროატი, პროპილთიურაცილი და იზოტრეტინოინი.
საკვერცხის სტიმულაციის ბოლოდროინდელი მკურნალობა.
საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (OHSS) წარმოადგენს საკვერცხეების სტიმულაციისთვის ეგზოგენური გონადოტროპინების გამოყენების გართულებას ექსტრაკორპორალური განაყოფიერების (ინ ვიტრო-IVF) და უნაყოფობის სხვა მეთოდებით მკურნალობის დროს. ახასიათებს კაპილარების განვლადობის მომატება, რაც იწვევს სისხლძარღვის შიდა სითხის ინტერსტიციურ სივრცეში გადასვლას, განსაკუთრებით მუცლის ღრუში. პლევრალური გამონაჟონი ჩვეულებრივ ხდება ასციტთან ერთად, მაგრამ დაფიქსირდა პლევრის გამონაჟონის იზოლირებული შემთხვევებიც.[10]
ქილოთორაქსი
შეიძლება ჩამოყალიბდეს ტრავმის ან გულმკერდის ქირურგიის შემდეგ, ასევე კარცინომის ან ლიმფომის გამო. იშვიათ შემთხვევებში თანდაყოლილია.[13]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას