კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

გულმკერდის წინა-უკანა და ლატერალური რენტგენოგრაფია

ტესტი
შედეგი
ტესტი

ნაჩვენებია დისპნოეს მქონე ნებისმიერ პაციენტში. გულმკერდის წინა-უკანა რენტგენი და ლატერალური რენტგენი (ამჟამად უფრო და უფრო იშვიათად კეთდება) აღნიშნული მდგომარეობის დროს პირველი კვლევაა. რენტგენზე შეიძლება დადასტურდეს პლევრული გამონაჟონის კლინიკური ეჭვი ან შემთხვევით გამოვლინდეს ეს მდგომარეობა. შემდგომში უმეტესად საჭიროა პლევრის ულტრაბგერითი გამოკვლევა.[12][17]

50 მლ გამონაჟონიც კი შეიძლება გამოვლინდეს ლატერალურ რენტგენზე, ხოლო წინა-უკანა რენტგენზე გამოჩნდება რამდენიმე ასეული მილილიტრიანი გამონაჟონი.[2]

შეიძლება გამოვლინდეს გამონაჟონი სიმპტომების გამოჩენამდე.[Figure caption and citation for the preceding image starts]: მარცხენამხრივი პლევრული გამონაჟონიFrom the collection of Dr R Light [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@6f21df79

შედეგი

ნეკნ-დიაფრაგმის კუთხეების დაბლაგვება

პლევრის ულტრაბგერა

ტესტი
შედეგი
ტესტი

გამოგვადგება სითხის ადგილმდებარეობის დასადგენად, რაც უნდა ვიცოდეთ თორაკოცენტეზისთვის, განსაკუთრებით თუ გამონაჟონი შემოსაზღვრული ან პატარაა.

შეუძლია აღმოაჩინოს ტიხრები პლევრის ღრუში.

შეუძლია მოგვაწოდოს ინფორმაცია გამონაჟონის ბუნების შესახებ, როგორიცაა ექოგენური შემღვრევა ექსუდატების დროს.

პლევრული გამონაჟონის აღმოსაჩენად უფრო მგრძნობიარე და სპეციფიკურია, ვიდრე გულმკერდის რენტგენი. იგი ჩვეულებრივ გამოიყენება ტესტის სახით, სამედიცინო დახმარების გაწევის ადგილზე (POC ტესტი), ჩარევის/ინტერვენციის მიმართულების განსაზღვრისათვის და არის სარწმუნო მტკიცებულებები იმისა, რომ ეს აუმჯობესებს უსაფრთხოების ხარისხს და შეიძლება გამოყენებული იქნეს მენეჯმენტის გადაწყვეტილებების მისაღებად.[20][24][25][26][17]

შეუძლია 5-10 მლ სითხის აღმოჩენა.[60]

შედეგი

სითხე პლევრულ სივრცეში

LDH და ცილა პლევრულ სითხესა და შრატში

ტესტი
შედეგი
ტესტი

მიუთითებს ექსუდატზე, თუ პლევრასა და შრატში ცილის თანაფარდობა არის >0.5, LDH-ის თანაფარდობა (პლევრა:შრატი) არის >0.6, ან პლევრული LDH შრატის ნორმის ზედა ზღვარზე ორ მესამედჯერ მეტია.[12]

ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთი ან მეტი უნდა დაკმაყოფილდეს ექსუდატის სადიაგნოსტიკოდ. აღნიშნული ნიშნების არარსებობის შემთხვევაში, გამონაჟონი სავარაუდოდ ტრანსუდატია.

აღნიშნული კრიტერიუმები მაღალმგრძნობიარეა სითხის ექსუდაციური ბუნების დასადგენად.[2] განსაზღვრავს შემდგომში საჭირო ტესტებს.

შედეგი

მიუთითებს ექსუდატზე, თუ პლევრასა და შრატში ცილის თანაფარდობა არის >0.5, LDH-ის თანაფარდობა (პლევრა:შრატი) არის >0.6, ან პლევრული LDH შრატის ნორმის ზედა ზღვარზე ორ მესამედჯერ მეტია.

ერითროციტების რაოდენობა პლევრულ სითხეში

ტესტი
შედეგი
ტესტი

გვხვდება ავთვისებიანი პროცესის, ტრავმის, პარაპნევმონიური გამონაჟონისა და ფილტვის ემბოლიის დროს.

ნიმუშების უმეტესობაში გარკვეული რაოდენობით ერითროციტები მოხვდება.CV F სითხე ანტიკოაგულანტის შემცველი კონტეინერით უნდა გაიგზავნოს უჯრედების რაოდენობრივ ანალიზზე, რათა თავიდან ავიცილოთ კოლტები და უზუსტობა.

თუ სითხე სისხლიანია, რეკომენდებულია ჰემატოკრიტის (Hct) განსაზღვრა. Hct <1% უმნიშვნელოა. პერიფერიულად Hct მაჩვენებელი >50% მიუთითებს ჰემოთორაქსზე.[2]

შედეგი

>100,000 ერითროციტი/მმ³ ავთვისებიანი პროცესის, ტრავმის, პარაპნევმონიური გამონაჟონისა და ფილტვის ემბოლიის დროს

პლევრულ სითხეში სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა და დიფერენციაცია

ტესტი
შედეგი
ტესტი

პლევრული სითხე უნდა გაიგზავნოს ანტიკოაგულანტის შემცველი კონტეინერით.

ლიმფოციტებით მდიდარი სითხე (>50% ლიმფოციტები) შეიძლება მიუთითებდეს ავთვისებიან მდგომარეობაზე ან ტუბერკულოზზე.[12] თუმცა, გამონაჟონების უმეტესობა, ეტიოლოგიის მიუხედავად, ქრონიკული მიმდინარეობის შემთხვევაში, ლიმფოციტური იქნება.

თუ ლიმფოციტები >90%, ლიმფომა და ტუბერკულოზი ორი ყველაზე შესაძლო დიაგნოზია.[2][12]

ლიმფოციტებით მდიდარია ქილოთორაქსის სითხეც.

ეოზინოფილები >10% არასპეციფიკურია.

შედეგი

ლეიკოციტოზი

პლევრული სითხის ციტოლოგია

ტესტი
შედეგი
ტესტი

ციტოლოგია დადებითია ავთვისებიანი პლევრული გამონაჟონის შემთხვევათა >60%-ში.[50][61]​ 25-დან 50 მლ პლევრის სითხე უნდა იყოს წარმოდგენილი ციტოლოგიური ანალიზისთვის. თუ ხელმისაწვდომია მხოლოდ მცირე მოცულობები, ისინი შეიძლება გაიგზავნოს, მაგრამ კლინიცისტებმა უნდა იცოდნენ მგრძნობელობის შემცირებულის შესახებ.[7]

შედეგი

ანომალიური უჯრედები გვხვდება ავთვისებიანი გამონაჟონის დროს

პლევრული სითხის კულტურა

ტესტი
შედეგი
ტესტი

რუტინული კულტურა არ გამოგვადგება და ხარჯთეფექტური არ არის, თუმცა, თუ ეჭვია პარაპნევმონიურ გამონაჟონზე ან გამოხატულია ჩირქი, ეს გამოსადეგი კვლევაა.[38]

პლევრული სითხე, სტანდარტული კულტურის პარალელურად, უნდა დაითესოს აერობებისთვისა და ანაერობებისთვის განკუთვნილ სისხლის კულტურის საკვლევ ბოთლებშიც, რადგანაც ეს ზრდის მიკრობების გამოვლენის ალბათობას.[40]

შედეგი

დადებითი მიკრობული ზრდა პარაპნევმონიური გამონაჟონის ან ემპიემის შემთხვევაში

პლევრული სითხის pH

ტესტი
შედეგი
ტესტი

შედეგები არ იქნება ზუსტი თუ pH არ განისაზღვრა ABG (არტერიული სისხლის აირების) დანადგარზე.

ზოგადად, დაბალი pH, მაღალი LDH და დაბალი გლუკოზა მიუთითებს გართულებულ პარაპნევმონიურ გამონაჟონზე, რევმატოიდულ ართრიტზე ან შორსწასულ ავთვისებიან პროცესზე.

პლევრული სითხე pH-ის გასაზომად უნდა შეგროვდეს ანაერობულად ჰეპარინით და გაიგზავნოს სისხლის აირების ანალიზატორზე.[41] (შეეცადეთ ანალიზატორში არ მოახვედროთ მღვრიე სითხე ან ჩირქი. აღსანიშნავია, რომ სისხლის აირების ანალიზატორების დამამზადებლებმა შესაძლოა უარი თქვან საგარანტიო მომსახურებაზე თუ სისხლის გარდა რაიმე სითხეს ჩადებთ მოწყობილობაში).

შედეგი

<7.20 გართულებული პარაპნევმონიური გამონაჟონის, რევმატოიდული ართრიტის ან შორსწასული ავთვისებიანი პროცესის დროს

გლუკოზა პლევრულ სითხეში

ტესტი
შედეგი
ტესტი

პლევრაში გლუკოზა შესაძლოა რთული საინტერპრეტაციო იყოს ჰიპერგლიკემიის მქონე პაციენტებში.

დაბალი გლუკოზა გვხვდება ემპიემის, რევმატოიდული ართრიტის, ტუბერკულოზისა და ავთვისებიანი პროცესის დროს.

ემპიემის ან რევმატოიდული ართრიტის შედეგად განვითარებული გამონაჟონების თითქმის 100% ავლენს გლუკოზის დაბალ შემცველობას.[12]

შედეგი

<3.3 მმოლ/ლ (60 მგ/დლ) ემპიემის, რევმატოიდული ართრიტის, ტუბერკულოზისა და ავთვისებიანი პროცესის დროს

ცილის გრადიენტი

ტესტი
შედეგი
ტესტი

თუ შრატისა და პლევრის ცილის გრადიენტი ≥31 გ/ლ (3.1 გ/დლ), სავარაუდოა ტრანსუდატი.[2] განსაზღვრავს შემდგომში საჭირო ტესტებს. აღნიშნული მიდგომა გამოსადეგია შარდმდენებით თერაპიის კონტექსტში, ლაითის კრიტერუმების შემდეგ თანმიმდევრულად ჩატარების შემთხვევაში, თუმცა ფართოდ არ გამოიყენება.[34][62]

შედეგი

გამოიანგარიშეთ შრატისა და პლევრის გრადიენტი; თუ შრატისა და პლევრის ცილის გრადიენტი ≥31 გ/ლ (≥3.1 გ/დლ), სავარაუდოა ტრანსუდატი

FBC

ტესტი
შედეგი
ტესტი

მიუთითებს ფონურ ინფექციაზე, მაგ. პნევმონიაზე.

შედეგი

სისხლის თეთრი უჯრედების მომატებული რაოდენობა ინფექციური პროცესის დროს

CRP

ტესტი
შედეგი
ტესტი

C-რეაქტიული ცილა უმეტესად მომატებული იქნება მწვავე ბაქტერიული ინფექციის დროს, ხოლო მომატების ხარისხი შეიძლება ინფექციის სიმძიმის პროპორციული იყოს.

შედეგი

ნორმაშია ან მომატებულია მწვავე ბაქტერიული ინფექციის დროს

სისხლის კულტურა

ტესტი
შედეგი
ტესტი

ნაჩვენებია, თუ კლინიკური გამოვლინება ან გულმკერდის რენტგენი მიუთითებს პნევმონიაზე.

შედეგი

ვლინდება მიკროორგანიზმი

ნახველის შეღებვა გრამის წესით და ბაქტერიოლოგიური კულტურა

ტესტი
შედეგი
ტესტი

ნაჩვენებია, თუ კლინიკური გამოვლინება ან გულმკერდის რენტგენი მიუთითებს პნევმონიაზე.

შედეგი

პათოლოგიური მიკროორგანიზმების აღმოჩენა

N-ტერმინული ტვინის ნატრიურეზული პრო-ჰორმონი (NT-proBNP)• პლევრულ სითხეში

ტესტი
შედეგი
ტესტი

ნაჩვენებია თუ ეჭვია გულის შეგუბებით უკმარისობასთან დაკავშირებულ გამონაჟონზე.

არსებობს მონაცემები, რომ პლევრაში N-ტერმინალის pro-თავის ტვინის ნატრიურეტული პეპტიდის საშუალებით შესაძლებელია გულის შეგუბებით უკმარისობასთან დაკავშირებული გამონაჟონების დიაგნოსტიკა და დიფერენცირება სხვა მიზეზებისაგან.[35] ხშირად გამოიყენება ლაბორატორიული ლიმიტი- 1500 პიკოგრამი/მლ-ზე.[36]

პლევრული სითხის NT-pro-BNP გასათვალისწინებელია პლევრალური გამონაჟონის მქონე პაციენტებში CHF ეჭვის დროს, თუმცა ის არ აღემატება შრატში NT-pro-BNP, ამიტომ არ უნდა იქნას გამოყენებული რუტინულად.[7][35]​​

შედეგი

მომატებულია გულის შეგუბებითი უკმარისობის დროს

გასათვალისწინებელი კვლევები

ქოლესტეროლი პლევრულ სითხეში

ტესტი
შედეგი
ტესტი

პლევრულ სითხეში ქოლესტეროლის ანალიზი გამოიყენება ექსუდატებისა და ტრანსუდატების გასარჩევად, თუმცა არა რუტინულად.[31]

ჩატარდა მეტა-ანალიზი ტრანსუდატისა და ექსუდატის განსხვავების საუკეთესო გზების აღმოსაჩენად. ექსუდატის დიაგნოზი ყველაზე სწორი მაშინ იყო, როცა პლევრის B28 სითხის ქოლესტეროლი > 1.4 მმოლ/ლ (>55 მგ/დლ), ან ან პლევრის სითხეში ქოლესტეროლისა და შრატში ქოლესტეროლის თანაფარდობა >0.3.[3]

შედეგი

>1.4 მმოლ/ლ (>55 მგ/დლ) მიუთითებს ექსუდატზე

გულმკერდის CT

ტესტი
შედეგი
ტესტი

ასევე შესაძლებელია დამატებითი პათოლოგიების დიაგნოსტიკა, როგორიცაა წარმონაქმნები ფილტვში, ან პლევრის გასქელება, რაც დამატებით კვლევებს საჭიროებს.[12][49][63]

შედეგი

სითხის შრეები ან შემოფარგლული მასები, პლევრის გასქელება გულმკერდის CT გამოსადეგია გამონაჟონის ზომისა და ადგილმდებარეობის, ასევე გროვების აღმოსაჩენად.

გულმკერდის MRI

ტესტი
შედეგი
ტესტი

მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა გვაძლევს რბილი ქსოვილების უკეთეს სურათს, ვიდრე კომპიუტერული ტომოგრაფია, ამიტომ შეიძლება დავინახოთ სიმსივნური ინვაზია გულმკერდის კედელში ან დიაფრაგმაში. შესაძლებელია კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი გამონაჟონების დიფერენცირება (სიგნალის ინტენსივობის ცვლილების მიხედვით).[50]

თუმცა, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა (MRI) არ არის რუტინულად რეკომენდებული პლევრული გამონაჟონის გამოსაკვლევად. პირველი რიგის შრეობრივი რადიოლოგიური კვლევა კომპიუტერული ტომოგრაფია უნდა იყოს.​[17][50]

შედეგი

სიმსივნის მიერ გულმკერდის კედლის ან დიაფრაგმის ინვაზია

სპირალური CT

ტესტი
შედეგი
ტესტი

შესაძლოა აღმოაჩინოს პლევრული გამონაჟონის ალტერნატიული მიზეზიც.[12]

თუ მიზეზი ვერ განისაზღვრა, უნდა გამოირიცხოს ფილტვის ემბოლია ფილტვის რადიოლოგიური კვლევებით, როგორიცაა სპირალური CT. ფილტვის ემბოლიით გამოწვეული გამონაჟონი უმეტესად მცირე ზომის, ცალმხრივი ექსუდატია.[51]

შედეგი

ვარიაბელურია; თრომბის არსებობა ფილტვის სისხლის მიმოქცევაში ფილტვის ემბოლიის დროს

ამილაზა პლევრულ სითხეში

ტესტი
შედეგი
ტესტი

კეთდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პანკრეატიტზე ან საყლაპავის დაავადებაზე (მათ შორის გაგლეჯა), როგორც გამონაჟონის გამომწვევ მიზეზზე, ეჭვი მაღალია, თუმცა შესაძლოა კიბოს დროსაც იყოს მომატებული.[32]

შედეგი

ნორმაშია ან მომატებულია პანკრეატიტის, საყლაპავის დაავადებების (მათ შორის გაგლეჯის) და კიბოს დროს

ადენოზინ დეამინაზას დონე პლევრულ სითხეში

ტესტი
შედეგი
ტესტი

კეთდება თუ ეჭვია ტუბერკულოზურ გამონაჟონზე.[42]

ეჭვის მიზეზი შეიძლება იყოს ფაქტორები, როგორიცაა ტუბერკულოზზე კანის დადებითი სინჯი (მანტუს სინჯი), გამა ინტერფერონის გამოთავისუფლების დადებითი ტესტი, ციხეში ყოფნა, მოგზაურობა ენდემურ რეგიონში, იმუნოკომპრომისული მდგომარეობა (მაგ. აივ ინფექცია) და აპიკალური ღრუები გულმკერდის რენტგენზე.

თუ პლევრულ სითხეში ადენოზინ დეამინაზას დონე >40 ერთ/ლ, ტუბერკულოზური პლევრიტის დიაგნოზისთვის ტესტის მგრძნობელობა 90-100%-ია, ხოლო სპეციფიკურობა 85-95%.[12]

შედეგი

მომატებული (>40 ერთ/ლ) ტუბერკულოზის დროს

პლევრული სითხის ლიპიდური ანალიზი

ტესტი
შედეგი
ტესტი

ნაჩვენებია თუ ეჭვია ქილოთორაქსზე. ლიმფის (სტერილური, უსუნო, ტუტე, რძისებრი სითხე) ემპიემისგან გარჩევა ზოგჯერ რთულია, თუმცა ქილოთორაქსზე ეჭვის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს პლევრული სითხის ლიპიდური ანალიზი.

მიკროსკოპულად ქილომიკრონების აღმოჩენა ადასტურებს ქილოთორაქსს და ტრიგლიცერიდების მაღალი დონე, ძირითადად >1.24 მმოლ/ლ (110 მგ/დლ) დიაგნოსტიკურია.[37] ქილოთორაქსი შეგვიძლია გამოვრიცხოთ თუ ტრიგლიცერიდების დონე არის <0.56 მმოლ/ლ (50 მგ/დლ).[16] ლიპოპროტეინების ანალიზი შეიძლება ჩავთვალოთ დამადასტურებელ ანალიზად, თუმცა იგი იშვიათადაა ხელმისაწვდომი და კიდევ უფრო იშვიათად გამოიყენება.

თუ პლევრულ სითხეში ქოლესტეროლის დონე უფრო მაღალია, ვიდრე იმავე დროს აღებულ შრატში, სავარაუდოა ფსევდოქილოთორაქსი, რომელსაც ახასიათებს ეფუზიის არსებობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში(≥5 წელი), ხოლო პლევრა ამ დროს შესქელებული და ფიბროზულია. ფსევდოქილოთორაქსის დროს ხშირია ქოლესტეროლის კრისტალებიც.[64]

პლევრულ სითხეში ქოლესტეროლის ანალიზი გამოიყენება ექსუდატებისა და ტრანსუდატების გასარჩევად, თუმცა არა რუტინულად.[31][32]

შედეგი

ტრიგლიცერიდები >1.2 მმოლ/ლ (110 მგ/დლ)

პლევრის სითხის ანტიბირთვული ანტისხეულების (ANA) ანალიზი

ტესტი
შედეგი
ტესტი

საჭიროა თუ მგლურას პლევრიტზე არის ეჭვი.[7]

შედეგი

წითელი მგლურას უჯრედების არსებობა

თორაკოსკოპია

ტესტი
შედეგი
ტესტი

დიაგნოსტიკური მიზნებისთვის თორაკოსკოპიის ჩატარება უნდა განვიხილოთ, თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება, გამონაჟონის მიზეზი უცნობია, არსებობს ეჭვი ტუბერკულოზზე ან ციტოლოგია უარყოფითია პლევრულ ავთვისებიან მდგომარეობაზე ეჭვის დროს.[12]

თორაკოსკოპიას ტრადიციულად ქირურგები ატარებენ, თუმცა სამედიცინო რიგიდული ან ნახევრადრიგიდული თორაკოსკოპია უსაფრთხო, მარტივი და ზუსტი ალტერნატივაა.[53]

არადიაგნოსტირებული ექსუდაციური გამონაჟონების დროს ნახევრადრიგიდული თორაკოსკოპიის გამოყენებასთან (თორაკოცენტეზის შემდეგ, პლევრის "ბრმა" ბიოფსიით ან მის გარეშე) დაკავშირებით ჩატარებული ერთი მეტა-ანალიზის მიხედვით, მგრძნობელობა არის 91%, ხოლო სპეციფიკურობა-100%.[54]

შედეგი

პლევრის და ფილტვის ზედაპირის პათოლოგიის ვიზუალიზაცია

ბრონქოსკოპია

ტესტი
შედეგი
ტესტი

ბრონქოსკოპია რუტინულად არ არის ნაჩვენები პლევრული გამონაჟონის გამოსაკვლევად.

თუმცა, თუ ექსუდატის მიზეზი ვერ დგინდება, ბრონქოსკოპია შეიძლება გამოვიყენოთ მცირე ზომის, ავთვისებიანი ენდობრონქული დაზიანებების გამოსარიცხად.

ბრონქოსკოპია უნდა ჩატარდეს პლევრული სითხის დრენაჟის შემდეგ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ოპტიმალური დიაგნოსტიკური პირობები.

შედეგი

ვარიაბელურია; ავთვისებიანი გამონაჟონის დროს შეიძლება გამოვლინდეს ენდობრონქული დაზიანებები

პლევრის ბიოფსია

ტესტი
შედეგი
ტესტი

პლევრის დახურული ბიოფსია გამოიყენება ულტრაბგერის და/ან კომპიუტერული ტომოგრაფიის შემდეგ და ულტრაბგერის ან ტომოგრაფიის თანხლებით უდიაგნოზო ექსუდაციური გამონაჟონის დროს, როცა ეჭვია ტუბერკულოზზე ან ავთვისებიან მდგომარეობაზე. აღნიშნული პროცედურა შეიძლება ჩატარდეს თორაკოსკოპიამდე, ან იმ შემთხვევაში, თუ თორაკოსკოპია ხელმისაწვდომი არ არის. ევროპის რესპირატორული საზოგადოება (ERS) და კარდიო-თორაკალური ქირურგიის ევროპული ასოციაცია (EACTS) ვარაუდობენ, რომ ბიოფსია არის საბოლოო ტესტი ავთვისებიანი პლევრის გამონაჟონის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაგეგმვისთვის.[55]​ პლევრის ბიოფსიები არ უნდა ჩატარდეს გამოსახულების კონტროლის გარეშე.[7]

შედეგი

ჰისტოლოგიური ანალიზით შესაძლოა გამოვლინდეს ავთვისებიანი მდგომარეობა ან ტუბერკულოზი

პლევრული სითხის გამა ინტერფერონი და პლევრული სითხის ნიმუშის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია რეალურ დროში

ტესტი
შედეგი
ტესტი

პლევრულ სითხეში გამა ინტერფერონის გაზომვა მგრძნობიარე და სპეციფიკური ტესტია ტუბერკულოზური პლევრიტისთვის და შეიძლება კლინიკურადაც გამოსადეგი იყოს.[46][45]​​ T-უჯრედოვანი გამა ინტერფერონის კვლევები (IGRA) სისხლში ან პლევრის სითხეში არ არის საკმარისად მგრძნობიარე ან სპეციფიკური, რომ იყოს კლინიკურად გამოსადეგი ტუბერკულოზური (TB) პლევრიტის დიაგნოსტირებისთვის.[48]

შედეგი

უარყოფითია ან დადებითია ტუბერკულოზის დროს

პროკალციტონინი

ტესტი
შედეგი
ტესტი

პროკალციტონინი ამჟამად გამოიყენება როგორც ბიომარკერი ბაქტერიული ინფექციების დიაგნოსტიკისთვის.[56][57][58]​ პროკალციტონინის უფრო მაღალი დონე გვხვდება მძიმე ბაქტერიული ინფექციების შემთხვევაში.[56][58]

მას შეიძლება ქონდეს ფუნქციაა განსაზღვროს, როდის უნდა იქნას გამოყენებული ანტიბიოტიკები ქვედა სასუნთქი გზების ინფექციის სამკურნალოდ; თუმცა ეს გაურკვეველია.

სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების მქონე ადამიანებში ანტიბიოტიკების მკურნალობის დაწყების და გაგრძელების განსაზღვრისთვის პროკალციტონინის გამოყენების შესახებ კოხრეინის მიმოხილვამ დაადგინა, რომ ის ამცირებს სიკვდილიანობის რისკს და მივყავართ ანტიბიოტიკების გამოყენების შემცირებასთან და ანტიბიოტიკების გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების რისკს შემცირებასთან ყველა პაციენტში.[56] კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვამდე საჭიროა მეტი კვლევის ჩატარება.

1656 პაციენტის ერთერთ კვლევაში, 826 რანდომიზებულად გადანაწილდა ჯგუფში, სადაც ანტიბიოტიკების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ეფუძნებოდა პროკალციტონინის ანალიზის შედეგებს (830 პაციენტს უტარდებოდა ჩვეულებრივი მკურნალობა).[57] ანალიზის შედეგებმა არ გამოიწვია ანტიბიოტიკების გამოყენების შემცირება. არ იყო მნიშვნელოვანი განსხვავება პროკალციტონინის ჯგუფსა და ჩვეულებრივ მკურნალობის ჯგუფს შორის ანტიბიოტიკების მიღების დღეების რაოდენობის მიხედვით (საშუალოდ 4.2 და 4.3 დღე შესაბამისად; განსხვავება -0.05 დღე; 95% CI -0.6-დან +0.5; P = 0.87) ან არასასურველი შედეგების მქონე პაციენტების წილი (11.7% [96 პაციენტი] და 13.1% [109 პაციენტი]; განსხვავება -1.5 პროცენტული პუნქტი; 95% CI, -4.6-დან +1.7-მდე; P <0.001 for non-inferiority) 30 დღის განმავლობაში.

შედეგი

პროკალციტონინის უფრო მაღალი დონე გამოვლინდა მძიმე ბაქტერიული ინფექციების დროს.

ახალი ტესტები

სიმსივნური მარკერები პლევრულ სითხეში

ტესტი
შედეგი
ტესტი

პლევრის სითხის ციტოლოგია უნდა იქნას გამოყენებული, როგორც საწყისი დიაგნოსტიკური ტესტი პაციენტებში, რომლებსაც აქვთ პლევრის მეორადი ავთვისებიანი სიმსივნე. ნეგატიურმა ციტოლოგიამ უნდა გამოიწვიოს შემდგომი გამოკვლევის განხილვა.[7] ​პლევრის სითხეში სიმსივნური მარკერები, როგორიცაა ნახშირწყლების ანტიგენი (CA) 15-3, CA 19-9 და CYFRA 21-1, არ უნდა იქნას გამოყენებული მეორადი პლევრის ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოსტიკისთვის.[7] ისინი ძალიან სპეციფიკურია, მაგრამ არასაკმარისად მგრძნობიარეა პლევრის მეტასტაზური დაავადების დიაგნოსტიკისთვის. თუმცა, ამ მარკერების კომბინაცია უფრო მგრძნობიარედ ითვლება.[65] ჯერჯერობით უცნობია, აღნიშნული მარკერების განსაზღვრა სტანდარტულ ციტოლოგიას ჩაანაცვლებს თუ მის პარალელურად ჩატარდება.[66]

ერთი სისტემური მიმოხილვის და მეტა-ანალიზის თანახმად, სისხლძარღვოვანი ენდოთელიუმის ზრდის ფაქტორის (VEGF) დონე პლევრულ სითხეში მნიშვნელოვნად იზრდება ავთვისებიანი გამონაჟონის შემთხვევაში, შედარებით კეთილთვისებიან გამონაჟონთან.[67]

მეზოთელინი, გლიკოპროტეინი, მომატებულია მეზოთელიომის მქონე პაციენტების სისხლსა და პლევრულ სითხეში.[68] თუმცა, საჭიროა დამატებითი კვლევები მანამ, სანამ მეზოთელინის განსაზღვრა დაემატება რუტინულ რეკომენდაციებს უდიაგნოზო პლევრული გამონაჟონის შესაფასებლად.

შედეგი

დადებითი შედეგებით შეიძლება გამოვლინდეს ნეოპლაზიური პროცესი

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას