ეპიდემიოლოგია
აშშ-ში ყოველწლიურად დაახლოებით 1.5 მილიონ ადამიანს უვითარდება პლევრული გამონაჟონი. პლევრული გამონაჟონის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი აშშ-ში გულის შეგუბებითი უკმარისობაა, რომლის წლიური ინციდენტობა 500,000-ია. პნევმონია მეორე ადგილზეა, ინციდენტობა 300 000-ს აღწევს.[4] პნევმონიით ჰოსპიტალიზებული პაციენტების დაახლოებით 40%-ს აქვს ასოცირებული პარაპნევმონიური გამონაჟონი.[4] ავთვისებიანი დაავადება სიხშირით მესამე გამომწვევი მოვლენაა, რომლის ინციდენტობა შეადგენს 200,000-ს;[4] თუმცა, ეს უკანასნელი >50 წლის პაციენტებში პლევრული გამონაჟონის გამომწვევ მიზეზებში მეორე ადგილზეა.[5] ფილტვის ემბოლია, ვირუსული დაავადება, კორონარული არტერიის შუნტირება და ციროზი ასევე ხშირი მიზეზებია. მცირე ზომის პლევრული გამონაჟონი ვლინდება ფილტვის ემბოლიის მქონე პაციენტთა 40%-ში. ციროზის მქონე პაციენტების 5%-ს აღენიშნება ასოცირებული პლევრული გამონაჟონი.[6]
ტუბერკულოზი განვითარებად ქვეყნებში პლევრული გამონაჟონის მნიშვნელოვანი მიზეზია და უნდა გავითვალისწინოთ მაღალი ინციდენტობის რეგიონებში, ენდემურ რეგიონებში მოგზაურებსა და იმუნოკომპრომისულ პაციენტებში.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას