პირველადი პრევენცია

შეტყობინებულია რამდენიმე ჩარევა კოლორექტალური კიბოს რისკის შესამცირებლად.

ასპირინი

ასპირინის, როგორც კოლორექტალური კიბოს პროფილაქტიკური წამლის შესახებ გაიდლაინები განსხვავებულია.

აშშ-ს პრევენციული სერვისების სამუშაო ჯგუფმა გამოაქვეყნა სისტემატური მიმოხილვა და ინსტრუქცია ასპირინის გამოყენების შესახებ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და კოლორექტალური კიბოს თავიდან ასაცილებლად. ასპირინი აღარ არის რეკომენდირებული, როგორც კოლორექტალური კიბოს პროფილაქტიკური მკურნალობა, ვინაიდან არ არსებობს მაღალი ხარისხის მტკიცებულება, რომ ის ამცირებდეს კოლორექტალური კიბოს სიხშირეს ან სიკვდილიანობას.[60]

გასტროენტეროლოგთა ამერიკული კოლეჯი რეკომენდაციას უწევს ასპირინის დაბალ დოზებს 50-69 წლის მოზრდილებში მომდევნო10 წლის განმავლობაში გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკით ≥10%, რომლებიც არ არიან სისხლდენის გაზრდილი რისკის ქვეშ და სურთ მიიღონ ასპირინი მინიმუმ 10 წელი კოლორექტალური კიბოს რისკის შესამცირებლად.[61]

გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობისა და ზრუნვის ბრწყინვალების ეროვნული ინსტიტუტი რეკომენდაციას უწევს ყოველდღიურ ასპირინს (2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში) კოლორექტალური კიბოს პრევენციისთვის ლინჩის სინდრომის მქონე ადამიანებში (მემკვიდრეობითი არაპოლიპოზური კოლორექტალური კიბო).[62][63]

მიმდინარეობს კვლევა ასპირინის კლინიკურ გამოყენებასთან დაკავშირებით კოლორექტალური კიბოს პირველადი პროფილაქტიკისთვის საშუალო და გაზრდილი რისკის მქონე პაციენტების პოპულაციაში.[64][65][66][67][68]

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (NSAID)

მილიონზე მეტი ადამიანის მომცველი ერთი სისტემატური მიმოხილვით, დადგინდა, რომ არაასპირინული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების რეგულარულმა გამოყენებამ შეამცირა კოლორექტალური კიბო 40 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში.[69] მნიშვნელოვანი დამცველობითი ეფექტები გამოვლინდა დისტალური მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების მხრივ ქალებში მაღალი დოზებით და თეთრკანიანებში.[69]

რანდომული კონტროლირებადი კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ციკლოოქსიგენაზას (COX-2) ინჰიბიტორები ამცირებს ადენომას ხელახლა განვითარების სიხშირეს, რამაც შეიძლება შემდგომში გავლენა იქონიოს სიმსივნის განვითარებაზეც.[70]

დიეტა/დიეტური დანამატები

დიეტური კალციუმის დამატება (1200 მგ) ამცირებს პოლიპების რეციდივის სიხშირეს.[71] ერთი დოზის პასუხის მეტა-ანალიზით დადგინდა, რომ ვიტამინი B2-ის მიღება პირიქით დაკავშირებულია კოლორექტალური კიბოს რისკთან.[72]

თევზის და გრძელჯაჭვიანი n-3 პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების მოხმარება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ დონეზე ასოცირდება კოლორექტალური კიბოს რისკის შემცირებასთან.[73]

კიბოს ეროვნული საყოველთაო ქსელის რჩევით, D ვიტამინის დაბალი დონე ასოცირდება კიბოს გაზრდილ რისკთან, და სავარაუდოა, რომ დანამატების მიღება ამ ვიტამინის დეფიციტის მქონე პირებში შეიძლება სარგებლიანი იყოს. ასევე გვირჩევს, რომ ზოგადად, მკვებავი ნივთიერებები უნდა იქნას მიღებული ბუნებრივი საკვები წყაროებიდან და არა მხოლოდ დიეტური დანამატებიდან.[29]

კოლონოსკოპიული პოლიპექტომია

ადენომატოზური პოლიპის კოლონოსკოპით მოშორება ამცირებს კოლორექტული კიბოს სიკვდილობას.[74]

მოწევისთვის თავის დანებება

სიგარეტის გრძელვადიანი მოწევა დაკავშირებულია კოლორექტალური კიბოს გაზრდილ სიხშირესა და სიკვდილიანობასთან. რისკის შემცირება შეინიშნება მოწევის ადრეული შეწყვეტისას; მკაცრად რეკომენდირებულია მოწევის შეწყვეტა.[29][30][31]

ალკოჰოლის შემცირება

ალკოჰოლის ზომიერი და ჭარბი მოხმარება ასოცირდება კოლორექტალური კიბოს გაზრდილ რისკთან, შესაბამისად, ალკოჰოლის მიღების შემცირება შეიძლება სარგებლიანი იყოს პაციენტების ამ ჯგუფში.[29] 61 დამოუკიდებელი კვლევის ერთმა მეტა-ანალიზმა (27 კოჰორტა და 34 შემთხვევის საკონტროლო კვლევა) გამოიკვლია ალკოჰოლის (მსუბუქი, ზომიერი ან მაღალი) და კოლორექტალური კიბოს რისკის კავშირი. არამსმელებთან ან იშვიათად მსმელებთან შედარებით, სასმლის ზომირი (2-3 სასმელი/დღეში, 12,6-49,9 გრამი ეთანოლის ექვივალენტური) და ჭარბი(≥4 სასმელი/დღეში, ≥50 გრამი ეთანოლის ექვივალენტი) მოხმარება ასოცირებული იყო კოლორექტალური კიბოს გაზრდილ რისკთან, შესაბამისად 21%-ით და 52%-ით.[32]

წითელი და დამუშავებული ხორცის მოხმარების შემცირება

ექსპერტთა საერთაშორისო პანელმა ჩამოაყალიბა სამუშაო ჯგუფი კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოსთვის და შეაფასა 800-ზე მეტი ეპიდემიოლოგიური კვლევა, რომლებიც იკვლევდნენ კიბოს კავშირს წითელი და დამუშავებული ხორცის მოხმარებასთან. მათ დაადგინეს, რომ დამუშავებული ხორცის მოხმარება არის მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკის ფაქტორი. დადგინდა, რომ წითელი ხორცი არის „შესაძლო კანცეროგენული“ ადამიანებისთვის.[59]

მეორეული პრევენცია

ასპირინი

ერთი სისტემატური მიმოხილვით გამოვლინდა, რომ ასპირინის დაბალი დოზა ამცირებს მორეციდივე ადენომის რისკს პაციენტებში წარსულში კოლორექტალური კიბოთი ან ადენომით.[301] მოწინავე ადენომებზე ეფექტი არადამაჯერებელი იყო.

ასპირინის რეგულარული გამოყენება დიაგნოსტიკის შემდგომ ასოცირდება მუტაციურ-PIK3CA კოლორექტალური კიბოს მქონე პაციენტებში ხანგრძლივ გადარჩენასთან.[302]

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (NSAID)

ერთი სისტემატური მიმოხილვით გამოვლინდა, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ყველაზე ეფექტური აგენტებია შორს წასული მეტაქრონული ნეოპლაზიის პროფილაქტიკისთვის წინმსწრებად კოლორექტალური კიბოს მქონე პაციენტებში.[303]

მეტაანალიზის შედეგები მიუთითებს, რომ COX-2 ინჰიბიტორები შეიძლება ეფექტური იყოს მორეციდივე ადენომის რისკის შესამცირებლად პაციენტებში კოლორექტალური კიბოს ან ადენომის წარსული ისტორიით.[301] თუმცა, რეკურენტული ადენომის გაზრდილი რისკის ტენდენცია დაფიქსირდა COX-2 ინჰიბიტორის მოხსნიდან 2 წლის შემდეგ.

არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა შეიძლება გააუმჯობესონ გადარჩენა ადამიანებში KRAS ველური ტიპის სიმსივნეებით.[304]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას