შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი

70 წლის მამაკაცმა მომართა ოჯახის ექიმს სწორი ნაწლავიდან სისხლდენის ჩივილით. მისი გადმოცემით, განავალთან შერეულია სისხლი და ნაწლავური ნორმალური ჩვევა შეიცვალა, ნაწლავთა მოქმედება ჩვეულზე უფრო ხშირია. პაციენტი აგრეთვე უჩივის მუცლის მარცხენამხრივ სპაზმურ ტკივილსა და წონის კლებას. იგი ჩივილებამდე კარგად გრძნობდა თავს, კარგ ფორმაში იყო და არ აღნიშნავს კუჭ-ნაწლავის დაავადების ოჯახური ისტორიას. მუცელი გასინჯვით - ნორმის ფარგლებშია, ციფრული რექტალური კვლევა - ნორმაა.

სხვა გამოვლინებები

პაციენტს დიაგნოზი შესაძლოა დაუდგინდეს შორსწასული დაავადების გვიანდელ ეტაპზე, ვინაიდან, ხშირად, კოლორექტული კიბოს სიმპტომები არასპეციფიკურია. დაავადების გამოსავლენი ყველაზე ხშირი სიმპტომები და ნიშნებია სწორი ნაწლავიდან სისხლდენა, ნაწლავთა მოქმედების მუდმივი ცვლილებები და ანემია. უფრო შორსწასული სიმსივნების შემთხვევაში გამოხატულია მადის დაქვეითება, წონის კლება და მუცლის ტკივილი. არასპეციფიკური სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია ადრეულ კოლორექტალურ კიბოსთან, შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა დაავადების პროცესში.

ინგლისსა და უელსშში, კოლორექტულ სიმსივნეზე ეჭვის გამო, გამოკვლევისთვის სასწრაფოდ რეფერირებული პაციენტების მხოლოდ 10.3%-ში დადგინდა კიბოს დიაგნოზი.[3] ეროვნული რეფერალური გაიდლაინების თანახმად, აღნიშნულ პაციენტებს აღენიშნებოდთ კოლორექტული კიბოს მაღალი რისკის დამახასიათებელი სიმპტომები.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას