დიფერენციული დიაგნოზები
ნაწლავების გაღიზიანების სინდრომი
ნიშნები / სიმპტომები
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის (IBS) კლინიკური დიაგნოზი ემყარება რომის IV კრიტერიუმებს. მუცლის მორეციდივე ტკივილი, საშუალოდ, მინიმუმ 1 დღე/კვირაში ბოლო 3 თვის განმავლობაში, ასოცირებული ორ ან მეტ კრიტერიუმთან (შესრულებულია ბოლო 3 თვის განმავლობაში სიმპტომების გამოვლენით დიაგნოზამდე მინიმუმ 6 თვით ადრე): დაკავშირებულია დეფეკაციასთან; დაკავშირებულია განავლის სიხშირის ცვლილებასთან; ასოცირდება განავლის გარეგნობის ცვლილებასთან.[118]
კვლევები
IBS-თვის სპეციფიკური დიაგნოსტიკური ტესტი არ არსებობს.
პაციენტებს, რომლებიც IBS-ის კლინიკურ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, თუმცა რაიმე საგანგაშო ნიშანი არ აღენიშნებათ, ორგანული დაავადების არსებობის ძალიან დაბალი ალბათობა აქვთ. კოლონოსკოპია ან მსხვილი ნაწლავის ვიზუალიზაცია რეკომენდირებულია 50 წელზე მეტი ასაკის პაციენტებისთვის, კოლორექტალური კიბოს მაღალი წინასწარი ტესტირების ალბათობის გამო.[119]
წყლულოვანი კოლიტი
ნიშნები / სიმპტომები
კოლორექტალურ კიბოსთან შედარებით, წყლულოვანი კოლიტი ჩნდება უფრო ახალგაზრდა ასაკში (30-40 წელი).[120]
ნაწლავის ანთებითი დაავადების მქონე პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ წყლიანი დიარეა.
წყლულოვანი კოლიტის დროს პაციენტებს აღენიშნებათ კოლორექტული კიბოს უფრო მაღალი რისკი, ამიტომ საჭიროა კოლონოსკოპიური სკრინინგი და მეთვალყურეობა.[121]
კვლევები
კოლონოსკოპიით ვლინდება სწორი ნაწლავის ჩართულობა, უწყვეტი, თანაბარი სიმძიმის დაზიანებები, სისხლძარღვოვანი ნიშნულების გაქრობა, დიფუზური ერითემა, გრანულური ლორწოვანი, თეძოს ნაწლავის ნორმალური დისტალური ნაწილი (ან პანკოლიტის დროს ოდნავი რეტროგრადული ილეიტი).
კრონის დაავადება
ნიშნები / სიმპტომები
კოლორექტალურ კიბოსთან შედარებით, კრონის დაავადება ვითარდება უფრო ახალგაზრდა ასაკში (20-30 წელი) გვხვდება.[120]
ნაწლავის ანთებითი დაავადების მქონე პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ წყლიანი დიარეა.
კრონის დაავადების დროს პაციენტებს აღენიშნებათ კოლორექტული კიბოს უფრო მაღალი რისკი, ამიტომ საჭიროა კოლონოსკოპიური სკრინინგი და მეთვალყურეობა.[121]
კვლევები
კოლონოსკოპია, თეძოს ნაწლავის თანდართული ინტუბაციით, კრონის დაავადების დამადასტურებელი ტესტია. გამოკვლევისას ვლინდება ლორწოვანის ანთება და განივად ან სიგრძივად განლაგებული ცალკეული, ღრმა ზედაპირული წყლულები, რომლებიც ლორწოვანს ქვაფენილის შესახედაობას აძლევს. დაზიანებები არ გრძელდება, არის წყვეტილი არეები ნორმალური ნაწლავის შეხედულებითს(გამოტოვებითი დაზიანებები).
ჰემოროიდები
ნიშნები / სიმპტომები
იწვევს ნათელ წითელ რექტალურ სისხლდენას, რაც განცალკევებულია განავლისგან. არ აღინიშნება დისკომფორტი მუცელში ან ტკივილი, ნაწლავთა მოქმედების ცვლილებები ან წონაში კლება.
კვლევები
კოლონოსკოპია ან მსხვილი ნაწლავის ვიზუალიზაცია რეკომენდირებულია პაციენტებში, რომელთაც აქვთ მუცლის სიმპტომები, რექტალური სისხლდენის გარდა და 50 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში. ასევე რეკომენდირებულია პაციენტებში, რომლეთანაც კლინიკური პროქტოლოგიური შეფასებით ვერ ხერხდება სისხლდენის ანალური წყაროს გამოვლენას.
ანალური ნაპრალი
ნიშნები / სიმპტომები
ძლიერი ტკივილი დეფეკაციისას. ქაღალდზე ხშირად აღინიშნება სისხლი. არ აღინიშნება დისკომფორტი მუცელში ან ტკივილი, ნაწლავთა მოქმედების ცვლილებები ან წონაში კლება.
კვლევები
კოლონოსკოპია ან მსხვილი ნაწლავის ვიზუალიზაცია რეკომენდირებულია პაციენტებში, რომელთაც აქვთ მუცლის სიმპტომები, რექტალური სისხლდენის გარდა და 50 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში.
დივერტიკულური დაავადება
ნიშნები / სიმპტომები
დივერტიკულური სტრიქტურა ან ანთებითი მასა კლინიკურად შეიძლება არ განსხვავდებოდეს კოლორექტული კიბოსგან.
კვლევები
კოლონოსკოპია რეკომენდებულია სტირქტურის შესაფასებლად, თუმცა უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც მწვავე ანთებითი პროცესები აღენიშნებათ.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას