მკურნალობის ალგორითმი

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება

მწვავე

სისხლდენის დაბალი რისკი

Back
1-ლი რიგის – 

ფონური დაავადების მკურნალობა

ძირითადი დაავადების აქტიური მკურნალობა, რომელიც მიზნად ისახავს გამომწვევი ფაქტორის აღმოფხვრას, არის მკურნალობის ყველაზე ეფექტური მიდგომა და უნდა იქნას გამოყენებული ყველა პაციენტზე.

დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედების რისკის შეფასება შეიძლება გამოვიყენოთ სისხლდენის რისკის შეფასების ალტერნატიულ მეთოდად. უნდა გაკეთდეს კოაგულაციის გლობალური ტესტები: თრომბოციტების რაოდენობა, D-დიმერი/ფიბრინის დაშლის პროდუქტები, პროთრომბინის დრო და ფიბრინოგენი. თითოეულ აღნიშნულ ტესტს ენიჭება სპეციფიკური ქულა, რომელიც პათოლოგიის სიმძიმეს ასახავს.

ჯამში ≥5 ქულა მიუთითებს მძიმე დისემინირებულ სისხლძარღვშიგა შედედებაზე. რეკომენდებულია ქულების ყოველდღიური განმეორებითი შეფასება.

ჯამში <5 ქულა მიუთითებს არაგამოხატულ დისემინირებულ სისხლძარღვშიგა შედედებაზე. ტესტები უნდა გამეორდეს შემდეგი 1-2 დღის განმავლობაში.

სისხლდენის მაღალი რისკი ან აქტიური სისხლდენა

Back
1-ლი რიგის – 

ფონური დაავადების მკურნალობა

ძირითადი დაავადების აქტიური მკურნალობა, რომელიც მიზნად ისახავს გამომწვევი ფაქტორის აღმოფხვრას, არის მკურნალობის ყველაზე ეფექტური მიდგომა და უნდა იქნას გამოყენებული ყველა პაციენტზე.

დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედების მქონე პაციენტი ითვლება სისხლდენის მაღალი რისკის ქვეშ თუ ნაპოვნია სისხლდენის ზოგადი რისკი, პაციენტი აპირებს ინვაზიური პროცედურის ჩატარებას ან დოკუმენტირებულია თრომბოციტების და/ან კოაგულაციის ფაქტორების დეფიციტი.

დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედების რისკის შეფასება შეიძლება გამოვიყენოთ სისხლდენის რისკის შეფასების ალტერნატიულ მეთოდად. უნდა გაკეთდეს კოაგულაციის გლობალური ტესტები: თრომბოციტების რაოდენობა, D-დიმერი/ფიბრინის დაშლის პროდუქტები, პროთრომბინის დრო და ფიბრინოგენი. თითოეულ აღნიშნულ ტესტს ენიჭება სპეციფიკური ქულა, რომელიც პათოლოგიის სიმძიმეს ასახავს.

ჯამში ≥5 ქულა მიუთითებს მძიმე დისემინირებულ სისხლძარღვშიგა შედედებაზე. რეკომენდებულია ქულების ყოველდღიური განმეორებითი შეფასება.

ჯამში <5 ქულა მიუთითებს არაგამოხატულ დისემინირებულ სისხლძარღვშიგა შედედებაზე. ტესტები უნდა გამეორდეს შემდეგი 1-2 დღის განმავლობაში.

Back
პლიუს – 

თრომბოციტები + კოაგულაციის ფაქტორები და კოაგულაციის ინჰიბიტორები

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

თრომბოციტების გადასხმა უნდა გავითვალისწინოთ თუ თრომბოციტების რაოდენობა <20 x 10⁹/ლ (<20 x 10³/მიკროლიტრი) ან <50 x 10⁹/ლ (<50 x 10³/მიკროლიტრი) აქტიური სისხლდენის ფონზე.[10]

ახლადგაყინული პლაზმა უპირატესია კოაგულაციის ფაქტორებისა და ინჰიბიტორების შესავსებად მძიმე სისხლდენის დროს, როცა ფიბრინოგენის დონე <2.94 მიკრომოლი/ლ-ზე (<100 მგ/დლ).[2] მეორე რიგის ალტერნატივაა კრიოპრეციპიტატი ან ფიბრინოგენის კონცენტრატები.

ნებისმიერი ტიპის სისხლის გზით გადამცემი დაავადება (ჰეპატიტი, აივ) და ფებრილური რეაქცია ყოველთვის წარმოადგენს რისკს ადამიანის სისხლის პროდუქტების გამოყენებისას.

თრომბოციტების, ახლადგაყინული პლაზმის, კრიოპრეციპიტატების ან ფიბრინოგენის კონცენტრატების სწრაფ ინფუზიას შეიძლება მოჰყვეს ჰიპოტენზია.

მიმდინარე

ქრონიკული დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედება

Back
1-ლი რიგის – 

ფონური დაავადების მკურნალობა

ძირითადი დაავადების აქტიური მკურნალობა, რომელიც მიზნად ისახავს გამომწვევი ფაქტორის აღმოფხვრას, არის მკურნალობის ყველაზე ეფექტური მიდგომა და უნდა იქნას გამოყენებული ყველა პაციენტზე.

Back
განიხილე – 

ჰეპარინი

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

შეიძლება ნაჩვენები იყოს თრომბოზის გამოხატული ნიშნების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი სისხლდენის გარეშე, განსაკუთრებით ქრონიკული დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედების დროს.[2][7][10]

ჰეპარინი არ არის რეკომენდებული სისხლდენის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, რადგან მან შეიძლება გააუარესოს DIC-თან დაკავშირებული სისხლდენის პრობლემები.[7]

ჰეპარინით თერაპია ხელს უწყობს ანტითრომბინ III-ის აქტივობას და აინჰიბირებს ფიბრინოგენის გარდაქმნას ფიბრინად.

პირველადი პარამეტრები

ჰეპარინი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

Back
განიხილე – 

ანტიფიბრინოლიზური აგენტები

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

ჰიპერფიბრინოლიზისი შეიძლება განვითარდეს მწვავე პრომიელოციტური ლეიკემიის და კიბოს სხვა ფორმების დროს. ანტიფიბრინოლიზური აგენტები, როგორიცაა ამინოკაპრონის მჟავა და ტრანექსამის მჟავა, ყოველთვის ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ, რადგანაც ისინი აინჰიბირებენ ფიბრინოლიზურ გზებს, რაც თრომბოზის სიმპტომებსა და ნიშნებს ამძიმებს. ისინი ზოგჯერ გამოიყენება მძიმე რეფრაქტორული სისხლდენის მქონე პაციენტებში, რომლებიც ჩანაცვლებით თერაპიაზე რეზისტენტობას ავლენენ ან ჰიპერფიბრინოლიზის მქონე პაციენტებში, რომლებსაც მწვავე პრომიელოციტური ლეიკემია და კიბოს სხვა ფორმები აქვთ.[1][2][10][17]

ტრანექსამის მჟავა შეიძლება გამოვიყენოთ ამინოკაპრონის მჟავის ალტერნატივად. დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედების დროს გამოსაყენებლად არცერთი მათგანი არ არის დამტკიცებული; შესაბამისად, ანტიფიბრინოლიზური აგენტების გამოყენებამდე უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექსპერტთან.

პირველადი პარამეტრები

ამინოკაპრონის მჟავა: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

ან

ტრანექსამის მჟავა: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

back arrow

აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას