დიფერენციული დიაგნოზები
ღვიძლის მძიმე უკმარისობა
ნიშნები / სიმპტომები
ყველაზე ხშირი დიფერენციული დიაგნოზი და დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედების დადასტურებული ფონური მიზეზი.[1][2]
თრომბოზის ნიშნებისა და სიმპტომების არარსებობა პაციენტში, რომელსაც დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედება არ აქვს.
კვლევები
ღვიძლის ფუნქციური სინჯები: მომატებულია; დამოკიდებულია ეტიოლოგიაზე.
საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება >1.5.
დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედებისგან სადიფერენციაციოდ დაგვეხმარება ფიბრინის დეგრადაციის პროდუქტები, D-დიმერის ტესტი, თრომბოციტების რაოდენობა.
ფიბრინის დეგრადაციის პროდუქტები: ნორმაშია; D-დიმერის ტესტი: უარყოფითია.
ჰეპარინით განპირობებული თრომბოციტოპენია
ნიშნები / სიმპტომები
ანამნეზში ჰეპარინის გამოყენება და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება + დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედების მაპროვოცირებელი ფაქტორების არარსებობა
კვლევები
ჰეპარინის აგრეგაციის კვლევა: თრომბოციტების დაგროვება ჰეპარინზე ექსპოზიციისას (გამოწვეულია თრომბოციტების მე-4 ფაქტორის წინააღმდეგ ანტისხეულებით).
სისხლის საერთო ანალიზი: თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება; ფიბრინის დაშლის პროდუქტები: ნორმა; D-დიმერის ტესტი: უარყოფითი.
იდიოპათიური ელვისებრი პურპურა
ნიშნები / სიმპტომები
კანის პურპურა. დაზიანებების საზღვრები კარგადაა გამოხატული.
ძირითადად დაკავშირებულია სეფსისთან და დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედების ფონური მიზეზია.
იდიოპათიური ვარიანტი ხშირად მხოლოდ კანზეა გავრცელებული.
კვლევები
ფიბრინის დაშლის პროდუქტებისა (FDP) და D-დიმერის დახმარებით შეიძლება დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედების გამორიცხვა, თუმცა მრავალ პაციენტს განუვითარდება ეს მდგომარეობა.
ფიბრინის დეგრადაციის პროდუქტები: ნორმაშია; D-დიმერის ტესტი: უარყოფითია.
K ვიტამინის დეფიციტი
ნიშნები / სიმპტომები
ვლინდება სისხლდენის სიმპტომები და ნიშნები, მაგრამ თრომბოზის სიმპტომები და ნიშნები არ აღინიშნება.
ასოცირებულია ცუდ კვებასთან (მაგ. ბულემიური ანორექსია, ალკოჰოლიზმი) და აბსორბციაზე მოქმედ მდგომარეობებთან (მაგ. ცისტური ფიბროზი, ნაწლავის ანთებითი დაავადება, პირველადი ბილიური ციროზი).
კვლევები
K ვიტამინის დონე: შემცირებულია.
საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება: მომატებულია
ფიბრინის დაშლის პროდუქტები: ნორმაშია; D-დიმერის ტესტი: უარყოფითია.
HELLP (ჰემოლიზის, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატების და თრომბოციტოპენიის) სინდრომი
ნიშნები / სიმპტომები
ძირითადად გვხვდება ორსულ ქალებში, ჩასახვიდან 28 კვირაზე; შეიძლება შეგვხვდეს მშობიარობის შემდგომ.
ძირითადი კლინიკური სურათი: მშობიარობასთან ასოცირებული მძიმე ჰიპერტენზია, ღვიძლის ფერმენტების მომატება და თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება.
დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედების ფონური მდგომარეობა, თუმცა თრომბოზის ნიშნებისა და სიმპტომების არარსებობა.
კვლევები
სისხლის საერთო ანალიზი: შეიძლება გამოვლინდეს თრომბოციტების დაქვეითებული რაოდენობა, ანემია.
ღვიძლის ფუნქციური სინჯები: ალანინ ამინოტრანსფერაზას და ასპარტატ ამინოტრანსფერაზას დონის მომატება
ფიბრინის დაშლის პროდუქტები: ნორმა; D-დიმერის ტესტი: უარყოფითია (გარდა იმ შემთხვევისა, თუ დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედება პროგრესირდა).
კუმბსის ტესტი: დადებითია.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას