ახალი ტიპის მკურნალობა

ადამიანის ხსნადი რეკომბინანტული თრომბომოდულინი (ART-123)

თრომბომოდულინი თრომბინის რეცეპტორია, რომელიც ენდოთელიური უჯრედის ზედაპირზე გვხვდება. ადამიანის ხსნადი რეკომბინანტული თრომბომოდულინი (ART-123) არის თრომბომოდულინის აქტიური, უჯრედგარე ნაწილი. ის ამცირებს თრომბინის მიერ გამოწვეულ შედედებას და აძლიერებს C-ცილის აქტივაციას შედედების ადგილზე. ამ აგენტს ანთების საწინააღმდეგო თვისებების აქვს. რანდომიზებული კონტროლირებული კვლევების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სეფსისთან დაკავშირებული დისემინირებული სისხლძარღვშიგა კოაგულაციის მქონე პაციენტებში ადამიანის რეკომბინანტული თრომბომოდულინი ხელს უწყობს DIC-ის ალაგებას, ხოლო ანტითრომბინთან კომბიანციაში აუმჯობესებს თრომბოციტების რაოდენობას და D-დიმერის დონეს.[18][19] 

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას