კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
თრომბოციტების რაოდენობა
ტესტი
ჭარბი ხარჯვის გამო. თრომბოციტების რაოდენობა განისაზღვრება თავდაპირველი შეფასებისას და შემდგომი დაკვირვების მიზნით.
შედეგი
დაქვეითებული
პროთრომბინის დრო (PT)
ტესტი
კოაგულაციის გარე და საერთო გზების საზომი. გახანგრძლივებულია დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედების მქონე პაციენტთა 50-70%-ში.
PT განისაზღვრება საწყის ეტაპზე და შემდგომი დაკვირვების მიზნით.
შედეგი
ხშირად გახანგრძლივებულია
ფიბრინოგენი
ტესტი
ჭარბი ხარჯვის გამო. ფიბრინოგენი განისაზღვრება საწყის ეტაპზე და შემდგომი დაკვირვების მიზნით.
შედეგი
დაქვეითებული
D-დიმერი/ფიბრინის დეგრადაციის პროდუქტები
აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო
რადიოლოგიური და სხვა გამოკვლევები
ტესტი
დამოკიდებულია ფონურ დაავადებაზე და თრომბოზისა და ჰემორაგიის გავრცელებაზე.
შედეგი
ცვალებადია
გასათვალისწინებელი კვლევები
თრომბინის დრო
ტესტი
აფასებს ფიბრინოგენის ფიბრინად გარდაქმნას.
არ არის აუცილებელი დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედების სადიაგნოსტიკოდ; არ უნდა ჩატარდეს რუტინულად.
შედეგი
გახანგრძლივებულია
V, VIII, X და XIII ფაქტორები
ტესტი
შემცირებულია ჭარბი ხარჯვის გამო.
თუ ეჭვია კოაგულაციის ფაქტორების სპეციფიკურ ან მრავლობით დეფიციტზე, კოაგულაციის ფაქტორების განსაზღვრა გვეხმარება სპეციფიკური ჩანაცვლებითი თერაპიის შესარჩევად.
შედეგი
დაქვეითებული
ახალი ტესტები
ანთებითი ციტოკინები
ტესტი
ანთებისბიომარკერები - მათ შორის ინტერლეიკინ (IL) 1β, IL-6, IL-8, IL-10, ინტერფერონ γ, სისხლძარღვოვანი ენდოთელიუმის ზრდის ფაქტორი, სიმსივნის ნეკროზული ფაქტორი α, მონოციტური ჰემოატრაქტული ცილა 1 და ეპიდერმული ზრდის ფაქტორი - მნიშვნელოვნად მომატებულია სისხლში სეფსისთან დაკავშირებული DIC-ის დროს.[11]
ამჟამად, არ არსებობს არც ერთი ბიომარკერი, რომელიც დაადასტურებდა DIC-ის დიაგნოზს სეფსისი მქონე პაციენტებში.
შედეგი
მოამტებულია
D-დიმერი (მონოკლონური ანტისხეულის ტესტი)
ტესტი
აღმოაჩენს ნეოანტიგენებს, რომლებიც წარმოიქმნება პლაზმინის მიერ ჯვარედინად დაკავშირებული ფიბრინის ლიზისის შედეგად. D-დიმერის საწყისი მონოკლონური ტესტი ეფუძნებოდა ლატექსის ბურთულების აგლუტინაციას მონოკლონური ანტისხეულებით. დისემინირებული სისხლძარღვშიგა კოაგულაციის მონიტორინგის მიზნით შემდგომში შემუშავდა რაოდენობრივი და ავტომატური ანალიზები სამედიცინო მომსახურების გაწევის ადგილას.[12]
შედეგი
მოამტებულია
ანტითრომბინი III
ტესტი
რეტროსპექტიული მონაცემები საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ სეფსისთან დაკავშირებული გამოხატული DIC-ის მქონე პაციენტებს ანტითრომბინ III-ის მნიშვნელოვნად უფრო დაბალი დონე აქვთ, ვიდრე იმ პაციენტებს, რომელთა სეფსისი არაგამოხატული DIC-ით ან DIC-ის გარეშე მიმდინარეობს.[13]
შედეგი
დაქვეითებული
ფიბრინოპეპტიდი A (FPA)
ტესტი
ფიბრინოგენის დაშლის პროდუქტი, აღნიშნავს თრომბინის აქტივობას.[14]
შედეგი
მოამტებულია
პროთრომბინის 1-ლი და მე-2 ფრაგმენტი
ტესტი
Xa ფაქტორის წარმოქმნის მტკიცებულება.[15]
შედეგი
მოამტებულია
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას