კრიტერიუმები

თრომბოზისა და ჰემოსტაზის საერთაშორისო საზოგადოების (ISTH) მიერ შემუშავებული ალგორითმი დისემინირებული სისხლძარღვშიგა კოაგულაციის სამართავად[4]

რისკის შეფასება: არის თუ არა ცნობილი ფონური დაავადება? თუ პასუხი დადებითია, რეკომენდებულია ალგორითმის მიხედვით მოქმედება.

საჭიროა გლობალური კოაგულოგრამა: თრომბოციტების რაოდენობა, ფიბრინის ხსნადი მონომერები/ფიბრინის დეგრადაციის პროდუქტები, პროთრომბინის დრო და ფიბრინოგენი. თითოეულ ჩამოთვლილ ტესტს ენიჭება სპეციფიკური ქულა, რომელიც პათოლოგიის სიმძიმეს ასახავს:

თრომბოციტების რაოდენობა:

  • >100 x 10⁹/ლ (>100 x 10³/მიკროლიტრი) = 0

  • <100 x 10⁹/ლ (<100 x 10³/მიკროლიტრი) = 1

  • <50 x 10⁹/ლ (<50 x 10³/მიკროლიტრი) = 2.

მომატებულია ფიბრინთან დაკავშირებული მარკერები, როგორიცაა ფიბრინის ხსნადი მონომერები და ფიბრინის დეგრადაციის პროდუქტები.

  • მატება არ არის = 0

  • საშუალო მატება = 2

  • ძლიერი მატება = 3

გახანგრძლივებული პროთრომბინის დრო

  • <3 წამი = 0

  • >3 წამზე, მაგრამ <6 წამზე = 1

  • >6 წამი = 2.

ფიბრინოგენის დონე:

  • 2.94 მიკრომოლი/ლ (1 გ/ლ ან 100 მგ/დლ) = 0

  • <2.94 მიკრომოლი/ლ (<1 გ/ლ ან <100 მგ/დლ) = 1.

ქულის გამოთვლა: ჯამში ≥5 ქულა მიუთითებს მძიმე დისემინირებულ სისხლძარღვშიგა შედედებაზე. ქულის გამოთვლა ყოველდღიურად ხელახლაა რეკომენდებული.

ჯამში <5 ქულა მიუთითებს არაგამოხატულ დისემინირებულ სისხლძარღვშიგა შედედებაზე. ტესტები უნდა გამეორდეს შემდეგი 1-2 დღის განმავლობაში.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას