ეპიდემიოლოგია
მრავალი სხვადასხვა მდგომარეობა იწვევს დისემინირებულ სისხლძარღვშიგა კოაცულაციას. შესაბამისად, ზოგადი ინციდენტობის გამოთვლა რთულია. ასაკი და სქესი კარგი პროგნოზული ფაქტორი არ არის. სიკვდილობა შეიძლება მაღალი იყოს; ტრავმული პაციენტების ერთ-ერთ პროსპექტიულ შემთხვევა-კონტროლის კვლევაში DIC-ის არსებობამ მნიშვნელოვნად გაზარდა ჯამური სიკვდილობა (59% vs. 13.8% პაციენტებში DIC-ის გარეშე; P=0.0009).[5] რადგანაც მრავალი ფონური დაავადების გლობალური ინციდენტობა მაღალია (მაგ. ტრავმა და სეფსისი), დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედების ინციდენტობის კლება მომავალში ნაკლებ სავარაუდოა.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას