შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

1 წლის ბიჭს აწუხებს უეცრად დაწყებული ცხელება და ღებინება. გამოვლენილი ნიშნებია: გაღიზიანება, ტაქიკარდია, სიფერმკრთალე, ცივი კიდურები, გავრცობილი გამონაყარი კანზე, პეტექიები მუცელზე, მენინგეალური გარსების გაღიზიანების ნიშნები. სისხლის ანალიზზე ვლინდება ლეიკოციტოზი, გამოხატულად დაქვეითებული თრომბოციტების რაოდენობა, მომატებული პროთრომბინის დრო (PT) / ნაწილობრივი პროთრომბინის დრო (PTT), შემცირებული ფიბრინოგენი, ფიბრინის დეგრადაციის პროდუქტების მომატებული კონცენტრაცია, გაზრდილი შარდოვანას დონე და მეტაბოლური აციდოზი. თავზურგტვინის სითხეში გამოვლინდა გრამ-უარყოფითი კოკები. დადასტურდა მენინგოკოკების არსებობა. დაქვეითებულია C რეაქტიული ცილის აქტივობა.

შემთხვევის ანამნეზი #2

45 წლის მამაკაცს მწვავედ დაეწყო პანკრეატიტი. მას აწუხებს ეპისტაქსისი, მომატებულია PT/PTT და შემცირებულია თრომბოციტების რაოდენობა. შემდგომ კოაგულოგრამაზე გამოვლინდა თრომბინის დროის გახანგრძლივება, ფიბრინოგენის შემცირება, დადებითი D-დიმერები და ფიბრინის დეგრადაციის პროდუქტების კონცენტრაციის მატება. სისხლის კულტურა უარყოფითია.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას