სკრინინგი

უსიმპტომო პოპულაციააში სეფსისზე სკრინინგი არ არის სასარგებლო. თუმცა, ნაჩვენები იყოი, რომ ორსულობის დროს დედის კოლონიზაციაზე სკრინინგი B ჯგუფის სტრეპტოკოკებით (GBS) ზოგიერთ პირობებში აქვეითებს GBS ტვირთს ახალშობილებში.[87]

GBS სკრინინგი ორსულობის დროს

B კგუფის სტრეპტოკოკი (GBS - Group B Streptococcus) ორსულობაში GBS-ის სკრინინგი საკამათოა და არ ხდება მისი პრაქტიკაში გამოყენება განვითარებული მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. მაგალითად, არ არსებობს სკრინინგ პროგრამა დიდ ბრიტანეთში, იქედან გამომდინარე რომ მიაჩნიათ სკრინინგ ტესტები ვერ ადგენს GBS-ის მატარებლებს, რომელთა ბავშვებსაც ექნებათ ინვაზიური GBS დაავადება.

2002 წელს შემოღებულ იქნა GBS-ით გამოწვეული ადრეული ნეონატალური სეფსისის (EOS) პრევენციის აშშ გაიდლაინები, რომლებითაც რეკომენდებულია ყველა ორსული ქალის უნივერსალურ სკრინინგი ორსულობის 35-37 კვირაზე. სკრინინგის მიზანი იყო GBS-ის ახალშობილისთვის (0 დღიდან 1 კვირამდე) გადაცემის რისკის მქონე ქალების გამოვლენა; ამ ქალებს ინტრანატალურად უნდა მიეღოთ ანტიბიოტიკები. ამ პროგრამის შემოღების შემდეგ მიღწეულ იქნა GBS-ით გამოწვეული EOS მკვეთრი შემცირება.[88] გაიდლაინებისა და სკრინინგ პროგრამის ეფექტების რეგულარული გადახედვა და განახლება ხდება. გაიდლაინის ბოლო ვერსია აგრძელებს რეკომენდაციას უნივერსალურ სკრინინგთან დაკავშირებით ორსულობის 35-37-ე კვირაზე.[89]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას