კრიტერიუმები
შემოთავაზებული იყო მრავალი მიდგომა ბავშვებში სეფსისის დიაგნოსტირებისთვის. ზოგიერთი მათგანი ყურადღებას ამახვილებს ოფიციალურ კრიტერიუმებზე, ზოგი კი მიზნად ისახავს ადრეული ამოცნობის გაუმჯობესებას იმ სიმპტომების და ნიშნების გათვალისწინებით, რომლებიც მიუთითებს, რომ ბავშვი სეფსისის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება.
საერთაშორისო კონსესუსის კონფერენცია პედიატრიული სეფსისის განსაზღვრებაზე[3]
შემდეგი სტანდარტული განსაზღვრებები შემუშავდა პედიატრიული სეფსისის საერთაშორისო შეთანხმების კონფერენციის მიერ მრავალ ცენტრიანი დიდი კლინიკური კვლევების ადრეული კრიტერიუმის სტანდარტიზირებისთვის. აღსანიშნავია, რომ სეფსისის კლინიკური დიაგნოზი უნდა დაისვას უფრო ადრე ვიდრე ამის საშუალებას კლასიფიკაცია იძლება.
-ით ინფექციას:
ნებისმიერი პათოგენის მოსალოდნელი ან დამტკიცებული ინფექცია.
სისტემური ანთებითი პასუხის სინდრომი:
გენერალიზებული ანთებითი პასუხი განისაზღვრება ჩამოთვლილი 2 ან მეტი კრიტერიუმის არსებობით (ერთ-ერთი კრიტერიუმი აუცილებლად უნდა იყოს არანორმალური ტემპერატურა ან სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა):
არანორმალური სხეულის შიდა ტემპერატურა (<36 °C ან >38.5 °C [<97°F ან >101°F])
პათოლოგიური გულისცემა (>2 სტანდარტული გადახრა ასაკობრივი ნორმის ზემოთ ან <10 პერცენტილი ასაკისთვის, თუ ბავშვი არის <1 წლის)
გახშირებული სუნთქვა (>2სტანდარტული გადახრა ასაკობრივი ნორმის ზემოთ ან ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია ფილყვის მწვავე დაავადების დროს)
სისხლის თეთრი უჯრედების არანორმალური რაოდენობა ( ასაკობრივ ჯგუფში ნორმაზე მეტი ან დაბალი მაჩვენებელი ან >10% სისხლის მოუმწიფებელი თეთრი უჯრედები).
სეფსისი:
ინფექციისას სისტემური ანთებითი პასუხის სინდრომის არსებობა.
მძიმე სეფისისი:
სეფსისი კარდიოვასკულარული დისფუნქციის, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის ან 2 ან მეტი ორგანოთა სისტემის დისფუნქციის შემთხვევაში.
სეპტიკური შოკი:
სეფსის კარდიოვასკულარულ დისფუნქციასთან ერთად, რომელიც გრძელდება სულ მცირე 40მლ/კგ რეჰიდრატაციიდან 1 საათში. რეზისტენტული სეპტიკური შოკი:
რეფრაქტერული სეპტიკური შოკი:
შოკი რომელიც გრძელდება ≥60მლ/კგ რეჰიდრატაციის შემდეგ კატექოლამინ-რეზისტენტული სეპტიკური შოკი:
კატეხოლამინებისადმი მდგრადი სეპტიური შოკი. შოკი, რომელიც გრძელდება კატექოლამინებით თერაპიის მიუხედვადად (მაგ: დოპამინით და/ან ადრენალინით (ეპინეფრინი) ან ნორადრენალინით (ნორეპინეფრინის) ინფუზია)).
ორგანოთა დისფუნქციის განსაზღვრება[3]
ორგანოთა დისფუნქციისთვის სტანდარტული კრიტერიუმი ( მაგ: კარდიოვასკულარული, რესპირატორული, ნევროლოგიური, ჰემატოლოგიური, თირკმლის და ღვიძლის დისფუნქცია) განისაზღვრება პედიატრიული სეფსისის საერთაშორისო კონსესუსის გაიდლაინის მიხედვით :
კარდიოვასკულარული დისფუნქცია:
ჰიპოტენზია (განისაზღვრება როგორც სისტოლური სისხლის წნევა ამ ასაკობრივი ჯგუფის <5 პერცენტილი ან სისტოლური წნევა >2 სტანდარტული დევიაციები ამ ასაკობრივი ჯგუფის ნორმის ქვემოთ), ან
ჰიპოტენზიისთვის ვაზოაქტიური წამლების საჭიროება, ან
ნებისმიერი 2 ჩამოთვლილი გადახრიდან:
მეტაბოლური აციდოზი ( ფუძის დეფიციტი SBE >5 მმოლი/ლ [>5 mEq/L])
არტერიულ შრატში ლაქტატის მომატებული დონე (ნორმაზე >2ჯერ მეტი)
ოლიგურია (შარდის გამოყოფა <0.5 მლ/კგ/საათში)
კაპილარების გახანგრძლივებული ავსება (>5წამი)
პერიფერული ტემპერატურის სხვადასხვაობის მომატება (>3°C [>5.4°F])
ეს დარღვევები უნდა შენარჩუნდეს 40 მლ/კგ სითხის ბოლუსის გადასხმის შემდეგ 1 საათის განმავლობაში.
რესპირატორული დისფუნქცია:
არტერიული სისხლის აირების შემცველობის ნორმიდან გადახრა:
P/F შეფარდება (PaO₂/შესუნთქული ჟანგბადის რაოდენობა[FiO₂])<40 (გულის ციანოზური დაავადების ან ადრე ცნობილი ფილტვის დაავადების არარსებობისას), ან
PaCO2 >8.64 kPa (>65 mmHg) ან 2.66 kPa (20 mmHg) საბაზისო დონის ზემოთ, ან
FiO₂ საჭიროება >0.5 პულს ოქსიმეტრის გაჯერების >92% შენსაარჩუნებლად, ან
მექანიკური ვენტილაციის (ინვაზიური ან არაინვაზიშური) საჭიროება.
ნევროლოგიური დისფუნქცია:
გლაზგოს კომის სკალა (GCS) <12 ქულა, ან
გლაზგოს კომის სკალის მწვავე დაქვეითება პათოლოგიური საწყისიდან GCS>3 ქულით .
ჰემატოლოგიური დისფუნქცია:
თრომბოციტების რაოდენობა <80 × 10⁹/L (<80,000/microlitre), ან
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება უმაღლესი მაჩვენებლიდან 50%ით ბოლო სამ დღეში,ან
INR >2.
თირკმლის დისფუნქცია:
შრატის კრეატინინი >2ჯერ ნორმის ზედა ზღვარზე ან
სისხლის შრატის კრეატინინის დონის გაზრდა >2ჯერ საწყისი დონიდან.
ღვიძლის დისფუნქცია:
საერთო ბილირუბინი <68 მიკრომოლი/ლ (>4მგ/დლ) (ახალშობილთა ასაკობრივი ჯგუფის გარდა), ან
ალანინ ამინოტრანსფერაზა >2 ჯერ ნორმის ზედა ზღვარზე.
უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული ორგანოს დისფუნქციის სტანდარტიზებული კრიტერიუმები არ ემყარება კლინიკურ შედეგებთან დაკავშირებულ მტკიცებულებებს.
სეფსისი: ამოცნობა, დიაგნოსტიკა და ადრეული მართვა (ჯანდაცვის და სამედიცინო დახმარების დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტი, 2017)[48]
ჯანდაცვის და კლინიკური დახელოვნების ეროვნულმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა სეფსისის დადგენის, დიაგნოსტირების და ადრეული მართვის გაიდლანი, რომელიც შეიცავს სავარაუდო სეფსისის მქონე ბავშვების და ახალშობილების რისკების სტრატიფიკაციის კრიტერიუმებს ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით:
12 წლის და უფროსები NICE: table 1 - risk stratification tool for adults, children and young people aged 12 years and over with suspected sepsis Opens in new window
5დან-11 წლამდე NICE: table 2 - risk stratification tool for children aged 5-11 years with suspected sepsis Opens in new window
5 წელზე ნაკლები ასაკი. NICE: table 3 - risk stratification tool for children aged under 5 years with suspected sepsis Opens in new window
სპეციალური კრიტერიუმის გამოყენებით, რომელიც დაკავშირებულია პაციენტის ანამნეზთან, ქცევასთან, ვიზუალურ მონაცემებთან და კლინიკურ გამოკვლევებთან ( მაგ: რესპირატორული, ცირკულაციის, ჰიდრატაცია და ტემპერატურა) პაციენტები შეიძლება მიჩნეულ იქნან მძიმე დაავადების განვითარების დაბალ, საშუალო ან მაღალი რისკის და სეფსისის გამო სიკვდილის განვითარების ჯგუფებში.
ნეონატალური სეფსისის კლასიფიკაცია
ნეონატალური სეფსისი განსაზღვრულია, როგორც სეფსისის კლინიკური სინდრომი და/ან სისხლის ნაკადიდან პათოგენის იზოლაცია ჩვილში სიცოცხლის პირველი 28 დღის განმავლობაში.[6] სიმპტომები და კლინიკური ნიშნები ხშირად ნაკლებად არის გამოხატული ან უფრო შეუმჩნეველია, ვიდრე უფროსი ასაკის ბავშვებში. ახალშობილებში (0 დღიდან 1 კვირამდე) სეფსისის კლასიფიკაცია ჩვეულებრივ ხდება დაბადებიდან დაავადების განვითარების დროის მიხედვით:
ადრეული ნეონატალური სეფსისი: ნეონატალური სეფსისი, რომელიც ხდება სიცოცხლის პირველი 72 საათის განმავლობაში.[7]
გვიანი ნეონატალური სეფსისი: ნეონატალური სეფსისი, რომელიც ხდება სიცოცხლის პირველი 72 საათის შემდეგ.[8]
კლასიფიკაცია ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით.
ფიზიოლოგიური ვარიაციებისა და ლაბორატორიული მონაცემების შეფასებისას ნორმალურ დიაპაზონთან მიმართებაში, გამოიყენება შეთანხმებული კლასიფიკაციის მიხედვით ქვემოთ ჩამოთვლილი ასაკობრივი ჯგუფები:[3]
ადრეული ნეონატალური პერიოდი: 0 დღიდან 1 კვირამდე
გვიანი ნეონატალური პერიოდი: 1 კვირიდან 1 თვემდე
ჩვილი: 1 თვიდან < 2 წლამდე
პატარა ბავშვი და სკოლამდელი: ≥2 წლიდან <6 წლამდე
სასკოლო ასაკის ბავშვი: ≥6 წლიდან <13 წლამდე
მოზარდი და ახალგაზრდა მოზრდილი: ≥13 წლიდან <18 წლამდე.
აღსანიშნავია რომ დღენაკლული ჩვილები არ შედის ამ ასაკობრივ კლასიფიკაციაში.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას