დიფერენციული დიაგნოზები

2019 წლის კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღის განმავლობაში COVID-19-ის საზოგადოებრივი გავრცელების რეგიონში ცხოვრება/მოგზაურობა, ან ახლო კონტაქტი შესაძლო/დადასტურებულ შემთხვევასთან.

შეიძლება რთული იყოს ბაქტერიული პნევმონიისგან გარჩევა კლინიკურად. ცხელების, ხველის და დისპნოეს გარდა სხვა ხშირი პირველი სიმპტომებია მიალგია, დაღლილობა და გემოს და/ან ყნოსვის შეგრძნების ცვლილება. კუჭ-ნაწლავის სიმპტომები ბავშვებში უფრო ხშირია, ვიდრე მოზრდილებში. აქამდე არსებული მტკიცებულებები მიუთითებს ბავშვებში დაავადების უფრო მსუბუქ მიმდინარეობაზე, მოზრდილებთან შედარებით.[85]

პნევმონიის ან რესპირატორული დისტრესის მქონე პაციენტებში გულმკერდის აუსკულტაციით შეიძლება გამოვლინდეს ხიხინი და/ან ბრონქული სუნთქვა.

სუნთქვის დარღვევის მქონე პაციენტებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ ტაქიკარდია, ტაქიპნოე ან ჰიპოქსია თანმხლები ციანოზით.

კვლევები

უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია: დადებითია SARS-CoV-2 ვირუსულ რნმ-ზე.

გულმკერდის გამოსახულებითი კვლევით შეუძლებელია განვასხვავოთ COVID-19-ით გამოწვეული პნევმონია სხვა წარმოშობის პნევმონიისგან.

პედიატრიული ანთებითი მულტისისტემური სინდრომი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

იშვიათი, მაგრამ მძიმე მდგომარეობა, რომელიც აღინიშნება ბავშვებსა და მოზარდებში, COVID-19-ის დაწყებიდან დაახლოებით 2-4 კვირის შემდეგ. ამ მოვლენის მიზეზი, სავარაუდოდ, ინფექციის შემდგომი ანთებითი პროცესია. სინდრომს აქვს ძლიერი დროებითი კავშირი ინფექციასთან, გამოწვეული მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომით, რომელიც გამოწვეულიაკორონავირუს 2 (SARS-CoV-2)-ით. მას აქვს საერთო ნიშნები კავასაკის დაავადებასთან და ტოქსიკური შოკის სინდრომთან. ცხელება, შოკი, მუცლის ტკივილი, ღებინება და დიარეა არის საერთო დამახასიათებელი ნიშნები, ხშირად გამონაყარით და გულის ჩართულობით.

კვლევები

სპეციფიური ტესტები არ არსებობს, მაგრამ ლაბორატორიული ტესტები აჩვენებს მომატებულ ანთებით მარკერებს და გულის ანთების მტკიცებულებას პაციენტების უმრავლესობაში (ტროპონინისა მომატებული დონე და პრო-B ტიპის ნატრიურეზული პეპტიდის დონის მომატება)

ეკგ-ის ან ექოკარდიოგრაფიის დარღვეული შედეგები

რეალური დროის უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია: დადებითია SARS-CoV-2 ვირუსულ რნმ-ზე.

გულის თანდაყოლილი დაავადება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

გულის თანდაყოლილმა, სადინარზე დამოკიდებულმა მანკებმა, შეიძლება მოახდინოს იმიტირება ადრეული ან მოგვიანებითი ნეონატალური სეფსისა

განმასხვავებელი ნიშნებია: გულის შეგუბებითი უკმარისობის ნიშნები და მარცხენამხრივი, ობსტრუქციული დაზიანებები (როგორიცაა აორტის კოარქტაცია ან აორტის სტენოზი) ან გავრცობილი რეფრაქტორული ციანოზი ლურჯ მანკებში (როგორიცაა მსხვილი არტერიების ტრანსპოზიცია ან ფილტვის ატრეზია).

კვლევები

გულმკერდის რენტგენზე შეიძლება გამოჩნდეს ფილტვის შეშუპების და კარდიომეგალიის ნიშნები გულის ობსტრუქციული დაზიანების შემთხვევაში.

ექოკარდიოგრაფიაზე გამოჩნდება გულის დეტალური ანატომია.

სისტემური ანთებითი რეაქციის სინდრომის (SIRS) არა-ინფექციური მიზეზები

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სისტემური ანთებითი პასუხის სინდრომი და ორგანოს დისფუნქცია შეიძლება განვითარდეს მრავალი სხვა სტიმულის შედეგად, მათ შორისაა კარდიოპულმონალური შუნტი, ტრავმა, პანკრეატიტი და დამწვრობა.

ძალიან რთულია სისტემური ანთებითი პასუხის სინდრომის გარჩევა სეფსისისგან. თუმცა არა ინფექციური სისტემური ანთებითი პასუხის სინდრომს როგორც წესი აქვს სხვა დაზიანებების ანამნეზი.

კვლევები

ლაბორატორიული ტესტები ტარდება ეტიოლოგიის დადგენიდან გამომდინარე (მაგ: შრატის ამილაზა, თუ მოსალოდნელია პანკრეატიტი).

CRP და შრატის პროკალციტონინი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ინფექციის გამოსარიცხად.

ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

შეიძლება იყოს პირველადი (ხშირად ასოცირებული მემკვიდრულ იმუნოდეფიციტთან) ან მეორეული (მაგ: გამოწვეული ვირუსული ავადმყოფობის შედეგად).

კლინიკური ნიშნებით ხშირად ემსგავსება სეფსისის მძიმე ფორმას, ეს არის: ცხელება, შოკი და მრავალი ორგანოს უკმარისობა შემთხვევათა მძიმე ფორმისას.

დიაგნოსტიკური კრიტერიუმი შეიცავს ჰეპატომეგალიას, რომელიც შეიძლება იყოს განმასხვავებელი ნიშანი.

კვლევები

არსებობს სეფსისის მძიმე ფორმასთან ბევრი თანმხვედრი ნიშანი.

დიაგნოსტიკური კრიტერიუმი შეიცავს პანციტოპენიას, ფერიტინისა და ტრიგლიცერიდების მომატებულ კონცენტრაციას და ჰიპოფიბრინოგენემიას.

ნეიროლეპტიკური ავთვისებიანი სინდრომი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ხასიათდება ჰიპერთერმიით, გენერალიზირებული რიგიდულობით (რომელიც შეიძლება იყოს განმასხვავებელი ნიშანი ) და აუტონომიური დისრეგულაციით (მაგ: ოფლიანობა და სისხლის არასტაბილური წნევა).

სინდრომის გამოვლინება ხდება როგორც იდიოსინკრეზული გართულება, რომელიც განვითარდა ანტიფსიქოზური წამლების გამოყენების შედეგად.

კვლევები

შრატის მომატებული კრეატინკინაზა და მიოგლობინი (და მიოგლობინურია) თუ არის რაბდომიოლიზი.

ავთვისებიანი ჰიპერთერმია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

დამახასიათებელია ძლიერი ჰიპერთერმია, ტაქიკარდია, რიგიდულობა და რაბდომიოლიზი კლინიკურად მიდრეკილ პაციენტებში მასტიმულირებელი საშუალების ( როგორც წესი ანესთეზიური საშუალების) ექსპოზიციის შემდეგ.

კვლევები

არ არის სპეციფიკური განმასხვავებელი ტესტები მწვავე სტადიაში, თუმცა კრეატინ კინაზა და მიოგლობინი მომატებული იქნება რაბდომიოლიზის დროს.

მოლეკულური გენეტიკა და ქსოვილების შემოწმება შესაძლებელია რათა რეტროსპექტულად დადასტურდეს დიაგნოზი.

ბაკლოფენის მოხსნის სინდრომი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ბაკლოფენის სწრაფად შეწყვეტიდან 72 საათში შეიძლება განვითარდეს სეფსისის მსგავსი სინდრომი, ამ დროს შეიძლება გამოვლიდნეს სპასტიურობა, ჰიპერთერმია, ჰიპერტენზია და რაბდომიოლიზი.[86]

შეიძლება განვითარდეს თუ მოხდა ტუმბოს დაზიანება იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ინტრათორაკალურად ბაკლოფენის ინფუზიას მუდმივი ტუმბოთი.

კვლევები

არ არსებობს სპეციფიკური ტესტი, მაგრამ შეიძლება არსებობდეს მექანიკური ტუმბოს დაზიანების ან კათეტერის დახშობის მტკიცებულება.

შრატის მომატებული კრეატინკინაზა და მიოგლობინი (და მიოგლობინურია) თუ არის რაბდომიოლიზი.

ჰიპერამონემია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ჰიპერამონემია და მძიმე სეფსისი შეიძლება არ განასხვავდებოდეს ახალშობილებში.

კვლევები

ამონიუმის დონის ამაღლება და გენეტიკური ტესტები მიზეზის დასადგენად.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას