ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკ-ფაქტორების არსებობა

მთავარი რისკფაქტორები მოიცავს იმუნოდეფიციტს, თანმხლები დაავადებებს და მცირე ასაკს (განსაკუთრებით ახალშობილებში). ახალშობილებში რისკფაქტორები მოიცავს : ინფექციის პერინატალურ რისკ ფაქტორებს (მაგ: დედის ცხელება, მემბრანის პროლონგირებული გაგლეჯა, დედის B ჯგუფის სტრეპტოკოკური ინფექცია, ქორიოამნიონიტი, ნაყოფის დისტრესი, პგარის შკალით ცუდი 5 წუთიანი ქულა) და ჯანმრთელობასთან ასოცირებული ფაქტორები ( მაგ:სისხლძარღვშიდა კათეტერი)[45][46]

ცხელება ან სხეულის დაბალი ტემპერატურა

ცხელება ან სხეულის დაბალი ტემპერატურა ცხელება განისაზღვრება როგორც სხეულის ტემპერატურის მომატება ნორმალური დღიური ვარიაციიდან ზემოთ (მაგ:, 37.5°C ზევით [99.5°F]).[80] სეფსისის დიაგნოსოტირებისთვის შეჯამებულ კრიტერიუმში მოცემულია რომ სხეულის შიდა ტემპერატურა უნდა აჭარბებდეს 38.5°C (101°F).[3] თუმცა, დაბალი ზღურბლი საჭიროა ახალშობილებსა და ნეიტროპენიურ პაციენტებში, როდესაც სეფსისი განსახილველია მაშინაც თუ სხეულის ტემპერატურა არის >38°C (>100°F).[81]

ძირითადად, სეფსისის მქონე ბავშვებში არის სხეულის პათოლოგიურად დაბალი ტემპერატურა (<36°C [<97°F]).[3] თუმცა პათოლოგიური ტემპერატურა (მაღალი ან დაბალი) ხშირია, ის არ უნდა გამოიყენებოდეს სეფსისის ერთადერთ პროგნოზულ ფაქტორად და არ უნდა გამოიყენებოდეს სეფსისის დასადასტურებლად ან გამოსარიცად. ამასთან, სწრაფი გადასვლა მაღალიდან დაბალ ტემპერატურაზე არ უნდა იქნას არასწორად განმარტებული, როგორც გაუმჯობესების ნიშანი.

ტაქიპნოე

სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში ბავშვებში ტაქიპნოეს და ტაქიკარდიის განსაზღვრა ყოველთვის რთულ ამოცანას წარმოადგენდა. ტაქიკარდიის და ტაქიპნოეს ერთიანი განსაზღვრებები არ არსებობს და ისინი განსხვავდება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში. სუნთქვის გაზრდილი სიხშირე (ჩვეულებრივ, 2 სტანდარტული გადახრა ასაკის შესატყვისი ნორმის ზემოთ) სეფსისის საერთო მახასიათებელია.[3][82] აპნოე, ხიხინით სუნთქვა ან ცხვირის დახშობა შეიძლება გამოვლინდეს ახალშობილებში და ჩვილებში.[81] კლინიკური დიაგნოზი უნდა აღემატებოდეს ნებისმიერ ფორმალურ კლასიფიკაციას ან პარამეტრებს, როდესაც გადაუდებელი შემთხვევაა.

ტაქიკარდია

ტაქიკარდია (ჩვეულებრივ, 2 სტანდარტული გადახრა გულისცემის სიხშირის ასაკის სტანდარტიზებული ნორმის ზემოთ) სეფსისის საერთო მახასიათებელია.[3][82]

სეფსისზე ნაწილობრივ მიმანიშნებელია ის ფაქტი თუ ტაქიკარდია არ იხსნება ცხელების მოხსნის შემდეგ (მაგ., ანტიპირეტიკების მიღების შემდეგ) თუმცა, ტაქიკარდია შეიძლება დამამძიმებელი ფაქტორების (მაგ., ტკივილი, დისკომფორტი ან გულის დაზიანება) შედეგი იყოს.

ბრადიკარდია (ახალშობილები და ჩვილები)

სეფსისის მქონე ახალშობილებს და ჩვილებს (<1 წლის) და ნეონატებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ბრადიკარდია (გულისცემის სიხშირე <10-ე პროცენტილი ასაკისათვის).[3] კლინიკური დიაგნოზი უნდა აღემატებოდეს ნებისმიერ ფორმალურ კლასიფიკაციას ან პარამეტრებს, როდესაც გადაუდებელი შემთხვევაა.

შეცვლილი მენტალური სტატუსი ან ქცევა

სეფსისის მძიმე ფორმის ან სეპტიკური შოკის დროს, ტვინისთვის შემცირებულმა ჟანგბადის მიწოდებამ შეიძლება გამოიწვიოს ცნობიერების შეცვლა, რაც გამოვლინდება ცნობიერების დაქვეითების სხვადასხვა სიმპტომით (მაგ: ძილიანობა, გონების დაბინდვა, დელირიუმი, ლეთარგია, ზოგადი სისუსტე).[3] ახალშობილსა და ჩვილებში შეცვლილი სტატუსი ან ქცევა შეიძლება გამოხატულ იყოს როგორც გაღიზიანება, სოციალურ სტიმულზე რეაგირების არ ქონა, ცუდი ქცევა ან აპნოე.

ახალშობილებსა და ჩვილებში სუსტი ხმით კვნესა ან უწყვეტი ტირილი მოსალოდნელი სეფსისის მაღალი რისკის მქონე კრიტერიუმია.[48]

რეჰიდრატაციისას ხშირად არის გარდამავალი გაუმჯობესება.

შემცირებული პერიფერიული პერფუზია

არაჰოსპიტალური სეპტიკური შოკის მქონე ჩვილების და მცირეწლოვანი ბავშვების უმეტესობას, ჩვეულებრივ, აღენიშნება ვაზოკონსტრიქციული შოკი (ცივი კიდურები, კაპილარული ავსების გახანგრძლივებული დრო, სხეულისა და ქვედა კიდურის ტემპერატურული სხვაობის მომატება და სუსტი პულსი).[3]

ახალშობილების აქტიურობის ან კვების ჩვეული რეაჟიმის შეცვლა

სეფსისის კლინიკური ნიშნები და სიმპტომები ახალშობილებში ხშირად ბუნდოვანი და არასპეციფიურია.

ჩვილებში საციცოცხლო ნიშნებისა და აქტიურობის ნებისმიერი ცვლილება უნდა იყოს ექიმისთვის იმის მიმანიშნებელი, რომ შესაძლოა არსებობდეს სეფსისი.

ტიპური ცვლილებები მოიცავს: ტემპერატურის არასტაბილურობას, ახალი საკვების აუტანლობას, მუცლის შებერილობას, აპნოესა და ბრადიკარდიულ ეპიზოდებს.[81]

მშრალი პამპერსი/ შარდის გამოყოფის შემცირება

შარდის შემცირებული გამოყოფა გავრცელებულია მწვავე ავადმყოფობის მქონე ბავშვებში და ხშირად აღწერს დეჰიდრატაციის ხარისხს (სითხის მცირე რაოდენობით მიღების, სითხის დიდი რაოდენობით კარგვის ან ორივეს გამო). ეს არ არის სეფსისის სპეციფიკური გამოვლინება, მაგრამ ხშირად წარმოდგენილია, განსაკუთრებით მაშინ თუ სეფსისის გამოვლინებამდე არსებობდა პროდრომალური ვირუსული ავადმყოფობა.

კანის აჭრელება, მკრთალი/ნაცრისფერი შეხედულება, ციანოზი

ცირკულატორული უკმარისობის ნიშნები

ჟანგბადით დაბალი გაჯერება (სატურაცია) -

ცირკულატორული უკმარისობის ნიშნები

იშვიათი

ვაზოპლეგია

ექიმებისთვის საჭიროა ეჭვის მაღალი ინდექსის ქონა, ბავვების გამოსავლენად, რომელთაც აღენიშნებათ ჯანდაცვის დაწესებულებასთან დაკავშირებული სეპტიკური შოკი ან ვაზოდილატაციური ("თბილი") შოკი (ვაზოპლეგია მყისიერი კაპილარული შევსებით, თბილი კიდურებით და გაძლიერებული პულსით).

არა უფერული პურპურული , რომელიც არ უფერულდება ზეწოლით.

ელვისებრი პურპურა გავრცელებული პურპრული გამონაყარია, რომელიც დაჭერით არ ფერმკრთალდება, კლასიკურად გვხვდება მენინგოკოკცემიის დროს, მაგრამ ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს Streptococcus pneumoniae გამოწვეული სეფსისის მძიმე ფორმასთან.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

იშვიათი

ჰიპოტენზია

ბავშვებსა და მცირეწლოვან ბავშვებს ხშირად შენარჩუნებული აქვთ სისხლის ნორმალური წნევა შოკის გვიან სტადიებზეც კი; შესაბამისად სისხლის ნორმალური წნევა არ გამორიცხავს სეფსისის არსებობას. ჰიპოტენზია ხშირად არის სეპტიკური შოკის ტერმინალური ნიშანი.

ბავშვებში ჰიპოტენზია განისაზღვრება ასაკობრივი ნორმებით ≥12 წლის ბავშვებში არტერიული სისხლის სისტოლური წნევა <90 მმ.ვწყ.სვ. ან სისხლის სისტოლური წნევის შემცირება საბაზო დონესთან შედარებით >40 მმ.ვწყ.სვ-ით არის სეფსისის მაღალი რისკის კრიტერიუმი.[48]

სპეციფიკური კეროვანი ნიშნები და სიმპტომები გამოხატავს მიმდინარე პათოლოგიას

გარკვეული სიმპტომები და ნიშნები შეიძლება მიუთითებდეს ინფექციის კერაზე (წყაროზე). მცირეწლოვან ბავშვებსა და ახალშობილებში როგორც წესი არ არის წარმოდგენილი ინფექციის კერა, მაშინ როცა უფროსი ასაკის ბავშვებში გამოვლენილია კლინიკური კერა (მაგ: ბრონქოპნევმონია ან მენინგიტი).

რისკფაქტორები

ძლიერი

იმუნოდეფიციტი

იმუნოდეფიციტის მრავალი გამომწვევი მიზეზია აღწერილი ბავშვებში, მათ შორის ავთვისებიანი მდგომარეობა, იმუნოსუპრესიული წამლები (მაგ: ქიმიოთერაპია, კორტიკოსტეროიდები და ჰემატოლოგიური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია), პირველადი იმუნოდეფიციტი (მაგ: მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტი), შეძენილი იმუნოდეფიციტები (მაგ. აივ) და მალნუტრიცია.[39] მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტი), შეძენილი იმუნოდეფიციტი (მაგ: აივ) და მალნუტრიცია.

ექიმები უნდა იყვნენ ყურადღებით შესაძლო არსებული იმუნოდეფიციტის გამო თუ პაციენტს აქვს სერიოზული, გახანგრძლივებული, უჩვეულო ან განმეორებითი ინფექციები,

ინფექციის ადგილმდებარეობა და ტიპი ასევე უზრუნველყოფს ინფორმაციას იმუნოდეფიციტის კატეგორიის შესახებ. მაგალითად განმეორებითი ინფექცია კაფსულირებული ორგანიზმებით, როგორიცაა ნეისერიას სახეობა მიუთითებს კომპლემენტის დეფიციტზე; მაშინ როდესაც ცოცხალი ვაქცინების წარუმატებლობა ან სოკოვანი ინფექციის ადრეული გამოვლინება ( როგორიცაა კანდიდა) არის დამახასიათებელი მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტისთვის.

თანმხლები მდგომარეობები

მძიმე ფორმის სეფსისის ინციდენტობა უფრო მაღალია ბავშვებში კომორბიდული დაავადებით (განისაზღვრება როგორც ნებისმიერი სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც, როგორც გონივრულად მოსალოდნელია გაგრძელდება მინიმუმ 12 თვის განმავლობაში, თუ არ დადგება სიკვდილი, მოიცავს რამდენიმე სხვადასხვა სისტემის ორგანოებს ან ერთ სისტემას ორგანოებს,იმდენად მძიმედ, რომ საჭირო ხდება სპეციალიზირებული პედიატრიული დახმარებას) შედარებით სხვა მხრივ ჯანმრთელ ბავშვებთან.[40]

მძიმე სეფსისის დაახლოებით 10 000 შემთხვევის დიდ ეპიდემიოლოგიურ კვლევაში, დაახლოებით, ნახევარს ჰქონდა თანმხლები დაავადება[12] და სიკვდილიანობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად მაღალი იყო ბავშვების ამ ჯგუფში.

სეფსისის კავშირი სხვა თანმხლებ დაავადებებთან ინტუიციურად გასაგებია, ვინაიდან ბევრ თანმხლებ დაავადებას აქვს პირდაპირი ან არაპირდაპირი ზეგავლენა მასპინძელი ორგანიზმის თავდაცვაზე (მაგ: ნეიტროპენია კიბოს მქონე პაციენტებში, რომლებიც იკეთებენ ქიმიოთერაპიას, ხველა და დამცავი რესპირატორული რეფლექსები ბავშვში, რომელსაც აქვს მძიმე ნეიროკუნთოვანი დაავადება).

აღსანიშნავია რომ ქრონიკული დაავადებების მაჩვენებელი განვითარებული მსოფლიოს პედიატრიულ პოპულაციაში იმატებს ყოველწლიურად.[41]

ახალგაზრდა ასაკი (განსაკუთრებით ახალშობილი)

ზოგადად, მძიმე სეფსისის რისკი ბავშვებში მცირდება ასაკის მატებასთან ერთად. 1995 წლის მონაცემების მიხედვით ჩვილებში (ასაკი <1 წელი) მძიმე სეფსისის ინციდენტობა იყო დაახლოებით 10-ჯერ მეტი ვიდრე ინციდენტობა ყველა ასაკის ბავშვში ერთად (5.16 შემთხვევა 1000 მოსახლეზე წლიურად, 0.56 შემთხვევასთან შედარებით). ჩვილებში სეფსისის მაღალი მაჩვენებელი ძირითადად იყო მძიმე ნეონატალური სეფსისის მაღალი ინციდენტობის გამო.[12]

სეფსისის უფრო მაღალი მაჩვენებელი ამ ასაკობრივ ჯგუფში განპირობებულია მრავალი ფაქტორით, როგორიცაა მოუმწიფებელი უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტი, ბუნებრივი ბარიერების, როგორიცაა ლორწოვანი ზედაპირების არადამაკმაყოფილი მთლიანობა.[43]

სეფსისის გაზრდილი რისკი ნეონატებში მძიმდება დღენაკლულობით. დროულად დაბადებულ ჩვილებთან შედარებით, ყველა დღენაკლულ ჩვილს აქვს სეფსისის განვითარების უფრო მაღალი რისკი ნოზოკომიალური სეფსისის ჩათვლით.[43] რისკი იზრდება დღენაკლულობის ხარისხთან ერთად,[44] და დაბადებისას ძალიან მცირე წონა მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს.[13]

ინფექციის განვითარების პერინატალური რისკფაქტორები (ახალშობილები)

დაბადებასთან დაკავშირებული შემდეგი რისკფაქტორები დაკავშირებულია ნეონატალური სეფსისის გაზრდილ რისკთან:[45][46] დედის ფაქტორები მოიცავს ცხელებას (დედის), მემბრანის პროლონგირებული გაგლეჯას (>18საათი), დედის B ჯგუფის სტრეპტოკოკულ ინფექციას და ქორიოამნიონიტს; ნაყოფის ფაქტორები მოიცავს ნაყოფის დისტრესს და 5 წუთიანი აპგარის სკალით შეფასების დაბალ ქულას (მაგ., ≤6).

ჯანმრთელობასთან ასოცირებული ფაქტორები (ახალშობილები)

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფ დღენაკლულ ჩვილებს აქვთ გვიანი ნეონატალური სეფსისის გაზრდილი რისკი, ჯანმრთელობასთან ასოცირებული სხვადასხვა ჩარევებიდან გამომდინარე, რომელთაგან ბევრი არღვევს ბუნებრივ ბარიერს (მაგ., სისხლძარღვშიდა კათეტერების არსებობა). ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანია პარენტერული კვება, მექანიკური ვენტილაცია, ქრონიკული ცენტრალური ვენური წვდომა და სისხლძარღვშიდა კათეტერები (არტერიული, ცენტრალური ვენური ან პერიფერიული).[47]

ოპერაცია ან სხვა ინვაზიური პროცედურები უახლოეს წარსულში

სეფსისის რისკი მაღალია ბავშვებში რომელთაც ჩაუტარდათ ოპერაცია ან სხვა ინვაზიური პროცედურები.[48]

კანის მთლიანობის დარღვევა

სეფსისის რისკი მაღალია იმ ბავშვებში, რომელთაც დარღვეული აქვთ კანის მთლიანობა (მაგ: ჭრილობა, დამწვრობა , ბუშტუკები ან კანის ინფექცია).[48]

სუსტი

მამრობითი სქესი

მძიმე ფორმის სეფსისის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია ბიჭებში ვიდრე გოგონებში. ეს ეფექტი უფრო შესამჩნევია მცირეწლოვან ბავშვებში, ძირითადად 1 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში (ჩვილებში), როდესაც სეფსისის მძიმე ფორმის მაჩვენებელი მამრობითი სქესის ჩვილებში იყო 1.3 ჯერ უფრო მაღალი ვიდრე მდედრობითი სქესის ჩვილებში.[12]

სქესის მიხედვით განსხვავების მიზეზი არ არის ცნობილი, თუმცა ეს ფენომენი შეესაბამება წინა კვლევებს, რომელთა მიხედვით ფართო კლინიკური გამოსავლები გაცილებით უარესი იყო დღენაკლულ მამრობითი სქესის ჩვილებში.[42]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას