სკრინინგი
ფიზიკური გამოკვლევა რეკომენდებულია ორალური კანდიდოზის რისკფაქტორების მქონე პაციენტებში, რათა დროულად მოხდეს უსიმპტომო ფორმების იდენტიფიცირება. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმუნოკომპრომისულ პაციენტებში, რადგან მოცემულ სიტუაციაში არანამკურნალები ოროფარინგული კანდიდოზი შეიძლება ადგილობრივად ინვაზიურ ან დისემინირებულ ფორმაში გადაიზარდოს. დაიზიანებების არარსებობის შემთხვევაშიც შეიძლება სოკოს საწინააღმდეგო პროფილაქტიკური მედიკამენტების გამოყენება ადგილობრივი ინფექციისა და სისტემური გავრცელების პრევენციის მიზნით იმ პაციენტებში, რომლებიც სხივურ ან ქიმიოთერაპიას იტარებენ.[44][45]
[ ]
მისი გამოყენება ძვლის ტვინის ან ორგანოების გადანერვის და იმუნოკომპრომისული მდგომარებების, როგორიცაა HIV ინფექცია, შემთხვევაშიც გამართლებულია.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას