პირველადი პრევენცია

ორალური ჰიგიენის გაუმჯობესება, განსაკუთრებით პროთეზის მტარებლებში, ისევე, როგორც ნერწყვის ჩამანაცვლებლის გამოყენება ჰიპოსალივაციის/პირის სიმშრალის დროს, პრევენციული ღონისძიებების აქტიური კომპონენტებია.[15] სხივური ან ქიმიოთერაპიის, აივ-თან დაკავშირებული იმუნოსუპრესიის ან ძვლის ტვინის და ორგანოების ტრანსპლანტაციის შემთხვევებში სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები გამოიყენება ლოკალური ინფექციის და სისტემური გავრცელების პრევენციის მიზნით. ცნობილია, რომ სოკოს საწინააღმდეგო პროფილაქტიკა სასარგებლოა სიმსივნის მქონე პაციენტებისთვის. არსებობს ძლიერი მტკიცებულება, რომ გასტროინტესტინური ტრაქტიდან შეწოვის შემდეგ ეს მედიკამენტები უზრუნველყოფს ორალური კანდიდიაზის პრევენციას სიმსივნურ თერაპიაზე მყოფ პაციენტებში.[44][45][46] [ Cochrane Clinical Answers logo ] სოკოვანი ინფექციების მკურნალობა ან პროფილაქტიკა იმ პაციენტებში, რომლებიც სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიას იტარებენ, მოიცავს გასტროინტესტინური ტრაქტიდან ადვილად შეწოვად მედიკამენტებს (მაგ:. ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი).[44][45][46]

ცნობილია, რომ შიდსის მქონე პაციენტებში ნისტატინი აყოვნებს ორალური კანდიდიაზის განვითარებას, ფლუკონაზოლი კი, კლოტრიმაზოლთან შედარებით, უფრო ეფექტურია ინფექციის პრევენციის თვალსაზრისით.[47][48][49][50] [ Cochrane Clinical Answers logo ] თუმცა, სოკოს საწინააღმდეგო პირველადმა პროფილაქტიკამ შეიძლება გამოიწვიოს მედიკამენტების მიმართ რეზისტენტული შტამების განვითარება და ასევე პრეპარატების სერიოზული ურთიერთქმედება. უფრო მეტიც, ოროფარინგეალური კანდიდოზი ასოცირდება დაბალ ავადობასთან და სიკვდილობასთან, მწვავე სოკოს საწინააღმდეგო თერაპია ძალზე ეფექტურია. შესაბამისად, რუტინული პირველადი პროფილაქტიკა რეკომენდებული არ არის.[17]ოროფარინგეალური კანდიდოზის პროფილაქტიკისთვის ყველაზე ეფექტურია ანტირეტროვირუსული თერაპიის და იმუნური აღდგენის მეთოდის გამოყენება.[17] არ მოიპოვება საკმარისი მონაცემები უწყვეტი ან წყვეტილი თერაპიის შესახებ რეკომენდაციების გასაცემად იმუნოკომპრომისულ (სუსტი იმუნიტეტის მქონე) პაციენტებში, აგრეთვე დიაბეტის მქონე პაციენტებში, სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტების პროფილაქტიკის მიზნით გამოყენების შესახებ. [15][51]

ახალშობილებში პირის ღრუს კანდიდოზის რისკი შეიძლება შემცირდეს ანტიბიოტიკების ხანგრძლივი გამოყენების თავიდან აცილებით და ხელების ჰიგიენის მკაცრი წესების დაცვით. არსებობს გარკვეული მტკიცებულება იმის შესახებ, რომ დღენაკლულ და დაბალი წონის ჩვილებში, ორალური/ტოპიკური არააბსორბირებადი სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენება პროფილაქტიკის მიზნით ამცირებას ინვაზიური სოკოვანი ინფექციების რისკს.[52]

მეორეული პრევენცია

ორალური კანდიდოზის პრევენციას ხელს უწყობს თანამდევი დარღვევების სათანადო მკურნალობა (მაგ:. HIV ინფექციის, სიმსივნის ან ენდოკრინული პათოლოგიების - დიაბეტის, მართვა). HIV ინფექციის სპეციალისტთან უმრავლესობა, როგორც წესი, არ უწევს რეკომენდაციას რეკურენტული ოროფარინგული კანდიდოზის პროფილაქტიკურ მკურნალობას, მწვავე თერაპიის ეფექტურობის გამო.[17]თუმცა, ხშირი და მძიმე რეციდივის შემთხვევაში, პერორალური ფლუკონაზოლით პროფილაქტიკა რეკომენდებულია.[17][54]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას