ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
ძლიერი რისკფაქტორებია დადასტურებული HIV ინფექცია, პროთეზის გამოყენება, მალნუტრიცია, პროგრესირებადი ავთვისებიანი სიმსივნე, სხივური ან ქიმიოთერაპია, ორსულობა ან ბოლო დროინდელი იმუნოსუპრესიული მკურნალობა ან ანტიბიოტიკოთერაპია.
კრემისფერი თეთრი ან მოყვითალო ფერის ნადების ფოლაქი, რომელიც მჭიდროდ არის მიმაგრებული პირის ღრუს ლორწოვანზე
ფსევდომემბრანული ორალური კანდიდიაზის ტიპური შესახედაობა, რომელიც ცნობილია "რძიანას" სახელით.[1]
ნადების (ფოლაქის) ჩამოფხეკისას ვლინდება ერითემოტაზოული ფუძე ან სისხლმდენი ეროზიული ზედაპირი.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ფსევდომემბრანული კანდიდოზი დიაბეტის დროსFabrina Younai-ის კოლექციიდან, UCLA სტომატოლოგიური სკოლა, ლოს ანჟელესი [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: ფსევდომემბრანული კანდიდოზი HIV ინფექციის დროსFabrina Younai-ის კოლექციიდან, UCLA სტომატოლოგიური სკოლა, ლოს ანჟელესი [Citation ends].
პირის ღრუს წვის შეგრძნების მსგავსი ტკივილი
შეიძლება შეგვხვდეს როგორც ერითემატოზული, ასევე ფსევდომემბრანული პირის ღრუს კანდიდოზის დროს.[1]
ნახეთქები, წყლულები ან ქერქიანი ნაპრალები პირის კუთხეებში
ანგულარული ქეილიტის ტიპური შესახედაობა.
ხშირად გვხვდება პირის კუთხეში ღრმა ნაოჭის ან ყბის შემცირებული ვერტიკალური ზომის ( თანკბილვის დარღვევა) მქონე პირებში.[1]
აგრეთვე გვხვდება სხვადასხვა ტიპის ვიტამინის ან კვებითი კომპონენტების ნაკლებობისას.
კლინიკურად, დაზიანებები ზომიერად მტკივნეულია.
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
უსიამოვნო გემო პირის ღრუში
პირის ღრუს ფსევდომემბრანული კანდიდოზის მქონე პაციენტები შეიძლება უჩიოდნენ პირში მარილიან ან მწარე გემოს.[1]
დაზიანებები პირის ღრუს ლორწოვანის ნებისმიერ ადგილას
მიუხედავად იმისა, რომ ფსევდომემბრანული ორალური კანდიდოზი შეიძლება პირის ღრუს ლორწოვანის ნებისმიერ ნაწილზე განვითარდეს, ყველაზე ხშირად ის მაინც სასას, ლოყების ლორწოვანს და ენის დორსალურ ზედაპირს მოიცავს.[1]
ატროფული, ალისფერი წითელი, ბრტყელი დაზიანებები სასაზე
ერითემატოზული პერორალური კანდიდოზის ტიპური სურათი.[1]
ძაფისებრი დვრილების რეგიონული ატროფია ენის უკანა ზედაპირზე
შესაძლოა განვითრდეს ერითემატოზული პერორალური კანდიდოზის დროს.[1]
წითლად დაწიწნკლული არეები ლოყის ლორწოვანზე
შესაძლოა განვითრდეს ერითემატოზული პერორალური კანდიდოზის დროს.[1]
დაზიენებები, რომელიც შემოისაზღვრებაპროთეზის კიდეებით (საპროთეზო ველი)
დამახასიათებელია პროთეზით პროვოცირებული სტომატიტისთვის, მოსახსნელი პროთეზის ქვეშ. დაზიანებებს აქვთ გლუვი და ხავერდოვანი ან კვანძოვანი ზედაპირი, სხვადასხვა ხარისხის ერითემა და შეიძლება თან ახლდეს პეტექიალური სისხლნაჟღენთი.[1][Figure caption and citation for the preceding image starts]: ზედა ყბის ნაწილობრივი პროთეზის კანდიდოზიFabrina Younai-ის კოლექციიდან, UCLA სტომატოლოგიური სკოლა, ლოს ანჟელესი [Citation ends].
იშვიათი
დისფაგია ან ოდინოფაგია (გაძნელებული ან მტკივნეული ყლაპვა)
რომბის მოხაზულობის არე ენის დორზალურ ზედაპირზე
დაკავშირებულია მედიანურ რომბოიდულ გლოსიტთან; შეიძლება იყოს ერითემატოზული.[1]
უწყვეტი ან წყვეტილი (ფრაგმენტირებული) ერითემატოზული ზოლი, რომელიც ღრძილის თავისუფალ კიდეს გასდევს
რისკფაქტორები
ძლიერი
ჰიპოსალივაცია/პირის სიმშრალე
შემცირებული ან სრულად შეწყვეტილი სალივაცია, რის შედეგადაც იკარგება მისი დამცავი ეფექტი[31][32]
შეიძლება გამოწვეული იყოს ისეთი მდგომარეობებით, როგორიცაა შოგრენის სინდრომი ან თავისა და კისრის რადიოთერაპია.[32] ასევე ასოცირდება ხანდაზმულ ასაკთან და მედიკამენტების ქრონიკულ გამოყენებასთან, რომლებიც იწვევენ პირის სიმშრალეს.[31]
ცუდი ორალური ჰიგიენა, განსაკუთრებით პროთეზის მტარებლებში
შორს წასული ავთვისებიანი პროცესი (სიმსივნე)
აქვეითებს იმუნური პასუხის ეფექტურობას.[37]
სიმსივნის საწინააღმდეგო სხივური და ქიმიოთერაპია
HIV ინფექცია
აივ ინფექცია ამცირებს იმუნური პასუხის ეფექტურობას და მჭიდრო კავშირშია პირის ღრუს კანდიდოზისთან.[11][12][38] თუმცა, მაღალაქტიური ანტირეტროვირუსული თერაპიის დანერგვამ აივ ინფიცირებულ ადამიანებში გამოიწვია შემთხვევების შემცირება, მათ შორის რეზისტენტული შემთხვევების შემცირება.[17][18]
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ოპორტუნისტული ორალური კანდიდიაზი HIV მქონე პაციენტებშისაზოგადოებრივი ჯანდაცვის გამომსახველი ბიბლიოთეკა (PHIL) [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: ფსევდომემბრანული კანდიდოზი HIV მქონე პაციენტებშისაზოგადოებრივი ჯანდაცვის გამომსახველი ბიბლიოთეკა (PHIL) [Citation ends].
ენდოკრინული დარღვევები (მაგ:. დიაბეტი, ჰიპოპარათირეოზი, ორსულობა, ჰიპოადრენალიზმი)
იმუნოსუპრესიული საშუალებები (მაგ. ადგილობრივი ან სისტემური კორტიკოსტეროიდული თერაპია)
ამცირებს ადგილობრივი და სისტემური იმუნური პასუხის ეფექტურობას.[32]
ინჰალაციურ კორტიკოსტეროიდებთან დაკავშირებული რისკი შეიძლება შემცირდეს დოზის მიღების შემდეგ პირის წყლით გამორეცხვით ან სპეისერის მოწყობილობის გამოყენებით.
ფართო ან რამდენი ვიწრო სპექტრის ანტიბიოტიკის გამოყენება ახლო წარსულში
ნორმალური ორალური ფლორის დარღვევის შედეგად.[32]
კიდურა ასაკობრივი ჯგუფები
ახალშობილებსა და ხანდაზმულებს აქვთ დაქვეითებული იმუნიტეტი და ამიტომ არიან მიდრეკილნი ინფექციების მიმართ, მათ შორის Candida-ით გამოწვეული ინფექციების მიმართ.[32]
სუსტი
ნახშირწყლების მაღალი რაოდენობის შემცველი კვებითი რაციონი
გლუკოზის არსებობა აძლიერებს Candida-ს სახეობების ზრდას ნერწყვში. პირის ღრუს ეპითელიუმთან მის მიმაგრებას ასევე ხელს უწყობს ნახშირწყლებით მდიდარი დიეტა.[32]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას