მიდგომა
დიაგნოსტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დაზიანებული რეგიონის გარეგან შესახედაობას. ორალური დაზიანებების შესახედაობა განსხვავდება კანდიდოზის ფორმის მიხედვით.
ფსევდომემბრანული კანდიდოზი
აღნიშნული დაზიანებები ნაღების მსგავსი კონსისტენციის, მოთეთრო ან მოყვითალო ფოლაქებია, რომლებიც მჭიდროდ ემაგრება პირის ღრუს ლორწოვანს. ერთ-ერთი მახასიათებელი, რომელიც გვეხმარება დიფერენცირებაში, არის ზედაპირული თეთრი ფოლაქის ჩამოფხეკის შესაძლებლობა. ნადების (ფოლაქის) ჩამოფხეკისას ვლინდება ერითემოტაზოული ფუძე ან სისხლმდენი ეროზიული ზედაპირი. მიუხედავად იმისა, რომ დაზიანება შეიძლება პირის ღრუს ლორწოვანის ნებისმიერ ნაწილზე განვითარდეს, ყველაზე ხშირად მაინც სასას, ლპყის ლორწოვანს და ენის უკანა ზედაპირებს მოიცავს. სიმპტომები, როგორც წესი, მსუბუქია და შეიძლება მოიცავდეს წვის შეგრძნებას და უსიამოვნო გემოს პირში (როგორც წესი, აღწერილია როგორც მარილიანი ან მწარე).[1][Figure caption and citation for the preceding image starts]: ფსევდომემბრანული კანდიდოზი დიაბეტის დროსFabrina Younai-ის კოლექციიდან, UCLA სტომატოლოგიური სკოლა, ლოს ანჟელესი [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: ფსევდომემბრანული კანდიდოზი HIV ინფექციის დროსFabrina Younai-ის კოლექციიდან, UCLA სტომატოლოგიური სკოლა, ლოს ანჟელესი [Citation ends].
ერითემატოზური კანდიდოზი
ამ ტიპის კანდიდოზი უფრო ხშირია, ვიდრე ფსევდომემბრანული კანდიდოზი, მაგრამ ხშირად იგნორირებულია კლინიკურად. დაზიენებები სასაზე მკვეთრად წითელი, ბრტყელი და ატროფულია. ვლინდება, როგორც ძაფისებრი პაპილების რეგიონული ატროფია ენის უკანა ზედაპირზე ან წითლად დაწინწკლული არეები ლოყის ლორწოვანზე. ხშირად არ არსებობს თეთრი კომპონენტი, ან ვლინდება, ეს არ არის გამორჩეული მახასიათებელი. ერითემატოზული კანდიდოზის მქონე პაციენტები ხშირად უჩივიან პირის ღრუს მგრძნობელობის მატებას და წვის შეგრძნებას.[1]
პროთეზით გამოწვეული სტომატიტი
ძირითადად ვითარდება კბილების მოსახსნელი პროთეზის პირობებში. მას ახასიათებს სხვადასხვა ხარისხის ერითემა, რომელიც შემოიფარგლება პროთეზის კონტურით და შეიძლება თან ახლდეს პეტექიური სისხლდენა. პროთეზით გამოწვეული სტომატიტის მქონე პაციენტები, როგორც წესი, უსიმპტომონი არიან.[1][Figure caption and citation for the preceding image starts]: ზედა ყბის ნაწილობრივი პროთეზის კანდიდოზიFabrina Younai-ის კოლექციიდან, UCLA სტომატოლოგიური სკოლა, ლოს ანჟელესი [Citation ends].
ანგულარული ქეილიტი
ანგულარული ქეილიტი ტიპურად ვლინდება, როგორც ბზარები, წყლულები, ან ქერქიანი ნაპრალები ტუჩის კუთხეში. აღნიშნული დაზიანებები, ხშირ შემთხვევაში, საშუალოდ მტკივნეულია. ის ხშირად გვხვდება ხანდაზმულებში, პირის ღრუს ვერტიკალური განზომილების დაკარგვით.[1]
იხილეთ ტუჩის კუთხის ქეილიტი.
ნაკლებად ხშირი ფორმები
კანდიდიაზის იშვიათ ფორმებს შეიძლება სპეციფიკური მახასიათებლები ჰქონდეთ. მედიალური რომბული გლოსიტის დაზიანებები(ასევე ცნობილი, როგორც ცენტრალური პაპილარული ატროფია) უსიმპტომოა და ხასიათდება კარგად შემოსაზღვრული რომბული ფორმის კიდეებით ენის უკანა ზედაპირის ცენტრალურ ნაწილზე.[1]
ღრძილების სწორხაზოვანი ერითემა კიდევ ერთი იშვიათი ფორმაა. დაზიანებები ვლინდება უწყვეტი ან ლაქოვანი ერითემის სახით, რომელიც ღრძილის თავისუფალ კიდეს მოიცავს.[2][3][4] მიუხედავად ფოლაქის მოშორებისა და ორალური ჰიგიენის გაუმჯობესებისა, დაზიანებული ადგილები მაინც რჩება.
რისკფაქტორების იდენტიფიცირება
ხშირ შემთხვევაში, რისკფაქტორები აშკარად შეიმჩნევა ანამნეზის შეკრებისას ან ფიზიკური გასინჯვისას. მაგალითად, HIV ინფექცია, ჰიპოსალივაცია/პირის სიმშრალე, კბილის პროთეზი, მალნუტრიცია, შორსწასული ავთვისებიანი სიმსივნე, ქიმიოთერაპია და რადიოთერპია, ორსულობა ან ბოლო დროინდელი იმუნოსუპრესიული მკურნალობა ან ანტიბიოტიკოთერაპია. აშკარა რისკფაქტორების არარსებობის შემთხვევაში, შემდეგი გამოკვლევებია რეკომენდებული ორალური კანდიდიაზის მქონე ზრდასრულებში:
შარდის ანალიზი, სისხლში გლუკოზის განსაზღვრა უზმოდ ან შემთხვევითი (რანდომულად) ანალიზი, ან გლუკოზისადმი ტოლერანტობის ტესტი შაქრიანი დიაბეტის გამოსარიცხად.
აივ (HIV) ტესტირება
სიალომეტრია
ელექტროლიტური პროფილი, ენდოკრინოპათიის გამოსარიცხად (მაგ:. დიაბეტი, ჰიპოპარათირეოზი, ორსულობა, ჰიპოადრენალიზმი).
იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ოროფარინგული კანდიდიოზის რისკფაქტორების მქონე პირებს არ აღენიშნებათ ორალური სიმპტომები, ფიზიკური გამოკვლევა აუცილებლად უნდა ჩატარდეს, უსიმპტომო დაზიანების გამოსარიცხად. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმუნოკომპრომისულ პაციენტებში, რადგან მოცემულ სიტუაციაში არანამკურნალები ოროფარინგული კანდიდოზი შეიძლება გადაიზარდოს ფოკალურ ინვაზიურ ან დისემინირებულ ფორმაში.
ლაბორატორული ტესტები
ორალური კანდიდოზის დიაგნოზი ზედაპირული ნაცხის ნიმუშების მიკროსკოპული გამოკვლევით დგინდება. კალიუმის ჰიდროქსიდით დამუშავებული სველი ანატომიური პრეპარატი შეიძლება პირდაპირ ოპერაციისას დამზადდეს და მიკროსკოპით დათვალიერდეს. აღნიშული ხშირად საწყის დიაგნოსტიკურ კვლევას წარმოადგენს. თუმცა, იმ შემთხვევაში, როცა ექიმებს საოპერაციოში არა აქვთ შესაბამისი მოწყობილობა ამ ტესტის ჩასატარებლად, ან თუ საჭიროა ტესტის პერმანენტულად დაფიქსირება, ნაცხის ნიმუში შეიძლება გადაიგზავნოს ლაბორატორიაში, შიმ რეაქციის მისაღებად და Candida-ს საფუარის ან ბოჭკოვანი ფორმების მიკროსკოპული ვიზუალიზაციისთვის. ერითემატოზული კანდიდოზის დროს Candida-ს ჰიფები (მიცელიუმის ძაფებ) მცირე რაოდენობით გვხვდება, მაშინ როდესაც ფსევდომემბრანული ფორმის დროს ის ძალიან დიდი რაოდენობითაა გამოხატული. შესაბამისად, ნაცხის ტესტიც დადებითია.
თუ ნაცხის ნიმუში Candida-ზე უარყოფითი აღმოჩნდა, ეს შეიძლება ნიმუშის არაადეკვატურობით ან უკვე ღრმად გავრცელებული ინფექციით იყოს განპირობებული. ასეთ სიტუაციაში შეიძლება ჩატარდეს დაზიანებული ადგილის ბიოფსია. ქსოვილის ნიმუშების ჰისტოლოგიური ანალიზით ჩანს Candida -ს ჰიფები, რომელიც ჩაზრდილია ეპითელიუმის სპინოზურ შრეში, გამოკვეთილი პარაკერატოზით, აკანტოზით და სპონგიოზით, ასევე სუბმუკოზური ნეიტროფილური აქტივაციით.[24]
პირის ღრუს გამოსავლები სითხის კულტურა შეიძლება გამოვიყენოთ მიკოლოგიური მეთვალყურეობისთვის, ასევე, განვსაზღვროთ candida-ს მტარებლობის ხარისხი და ინფექციის განვითარების რისკი პაციენტებში, რომლებიც არ იღებენ პროფილაქტიკურ სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტებს.[15] აღნიშული მეთოდი არ გამოიყენება პირის კანდიდოზის ისეთ შემთხვევებში, როდესაც დიაგნოზი კლინიკური სურათის ან ნაცხის ანალიზის საშუალებით დგინდება. Candida ნორმალური ფლორის წარმომადგენელია, შესაბამისად, კულტურაზე საფუარა სოკოს მხოლოდ საშუალო ან დიდი რაოდენობით ზრდა ითვლება მკურნალობის ჩვენებად.[53] აღნიშნული დაახლოებით ≥400 კოლონიის წარმომქმნელ ერთეულს/მლ-ზე მოიცავს.
ინფექციისადმი მიდრეკილების ინ ვიტრო ტესტირება არ არის ნაჩვენები ოროფარინგეული კანდიდოზის დროს, თუმცა ის მეტად ეფექტურია რეფრაქტერული ინფექციების შემთხვევაში, რომლებიც candida-ს არა-albicans სახეობებით არის გამოწვეული.[54]
ინვაზიური დაავადების იდენტიფიცირება
ოროფარინგული კანდიდოზი შეიძლება დაკავშირებული იყოს ეზოფაგურ კანდიდოზთან, განსაკუთრებით HIV-ის პირობებში.[55] შესაბამისად, აუცილებელია მკერდის ძვლის უკან წვის შეგრძნების, დისფაგიის ან ოდინოფაგიის მქონე პაციენტების გამოკვლევა საყლაპავის შესაძლო დაზიანებაზე. მიუხედავად იმისა, რომ დიაგნოზი შეიძლება დადგინდეს სიმპტომებზე დაფუძნებულ ემპირიულ თერაპიაზე პასუხის საფუძველზე, ზოგჯერ გასტროინტესტინური ტრაქტის ზედა ნაწილის ენდოსკოპიური გამოკვლევა შეიძლება მაინც საჭირო გახდეს რათა დავრწმუნდეთ, რომ ნამდვილად აქვს პაციენტს საყლაპავის დაზიანება. დიაგნოსტირება შეიძლება მოიცავდეს საყლაპავის ლორწოვანის წყლულების ან ზედაპირულ ეროზიების პირდაპირ ვიზუალიზაციას და სოკოს ნაცხს. საყლაპავის კანდიდოზის დასკვნითი დიაგნოზი მოითხოვს ბიოფსიის ნიმუშების ჰისტოპათოლოგიურ კვლევას და დადასტურებას სოკოს კულტურისა და სახეობის დადგენით.[17]
აივ ინფიცირებულ ადამიანებში საყლაპავის კანდიდოზის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. აივ-თან დაკავშირებული ოპორტუნისტული ინფექციები.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას