ეპიდემიოლოგია

ბავშვებსა და ზრდასრულებში Candida-ს მიერ პირის ღრუს კოლონიზაციის მაჩვენებელი 40%-დან 70%-მდეა, უფრო მაღალი პროცენტით ბავშვებში, რომელთაც კბილის კარიესი აღენიშნებათ ან პროთეზის მქონე ხანდაზმულებში.[6][7][8]მტარებლობის მაჩვენებელი აგრეთვე იზრდება სიმსივნის სხივური თერაპიის, დიაბეტის და აივ ინფექციის შედეგად.[9][10][11][12]Candida-ს კოლონიზაციამ შეიძლება ხელი შეუწყოს ლორწოვანში ოპორტუნისტული ინფექციების განვითარებას, ასევე ინფექციის სისტემურ გავრცელებასა და მულტი-ორგანულ დაზიანებას იმუნოკომპრომისულ პირებში. ქიმიოთერაპიის დროს ინფექციის სიხშირე 50%-ია, სხივური თერაპიისას - 70%, ხოლო აივ ინფექციის დროს - 90%.[13][14]

შესაბამისად, სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები ხშირად გამოიყენება სხივური და ქიმიოთერაპიის დროს, ოპორტუნისტული ინფექციების პრევენციის მიზნით, პირებში, რომლებიც სიმსივნის სამკურნალო კურსს გადიან.[15] გარდა ამისა, ძალზედ აქტიური ანტირეტროვირუსული თერაპიის დანერგვამ მნიშვნელოვნად შეამცირა ორალური კანდიდიაზის სიხშირე, ისევე, როგორც რეფრაქტერული შემთხვევები აივ-ინფიცირებულ პირებში.[16][17][18] ანტირეტროვირუსული მედიკამენტების დადებითი ეფექტი შეიძლება დაკავშირებული იყოს მათ ზემოქმედებით იმუნურ სისტემის აღდგენასთან და პირხახის ლორწოვანის უფრო დაბალ კოლონიზაციაზე Candida-ს სახეობების მიერ, ან საფუარის სოკოს ორგანიზმებზე მათ პირდაპირ მაინჰიბირებელ ეფექტთან.[19][20][21]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას