კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
დაზიანების ზედაპირული ნაცხი მიკროსკოპული გამოკვლევისთვის
ტესტი
დაზიანებული ზედაპირი ძალის დატანებით იფხიკება წკირის (swab) ან სტერილური სკალპელის მეშვეობით, გადაიტანე შუშის ფირფიტაზე და მყარდება დამაფიქსირებელი ნივთიერებით.
და შეიძლება კალიუმის ჰიფროქსიდით დამუშავებული სველი ანატომიური ნიმუში დამზადდეს ან შიმ-რეაქცია ნაცხის ანალიზი.
უარყოფითი შედეგი შეიძლება პროცედურის შესრულების ცუდი ტექნიკით, ზედაპირული საფუარა სოკოს მცირე რაოდენობით ან ინფექციის არარსებობით იყოს განპირობებული.
თუ აღებული ნიმუში არასათანადოა, კვლევის განმეორება არის საჭირო.
ერითემატოზული კანდიდოზის დროს სოკოს მიცელიუმის ძაფების რაოდენობა მცირეა, შესაბამისად, ნაცხის ტესტი შეიძლება უარყოფითი აღმოჩნდეს.
ასეთ შემთხვევაში, შეიძლება სოკოს საწინააღმდეგო ემპირიული მკურნალობა დაიწყოს პირდაპირ ან დაზიანებული ადგილის ბიოფსია გაკეთდეს ზუსტი დიაგნოზის დასადგენად.
შედეგი
შედეგი დადებითია Candida-ს ბოჭკოებზე
გასათვალისწინებელი კვლევები
ბიოფსია დაზიანების ადგილიდან
ტესტი
შეიძლება ზედაპირული ნაცხის ანალიზის შემდეგ ჩატარდეს, ზუსტი დიაგნოზის დასადგენად.
შედეგი
Candida-ს ბოჭკოები, რომლებიც ჩაზრდილია ეპითელიუმის სპინოზურ შრეში, გამოკვეთილი პარაკერატოზით, აკანტოზით და სპონგიოზით, ასევე სუბმუკოზური ნეიტროფილური აქტივაციით.
პირის ღრუს გამოსავლები სითხის კულტურა
ტესტი
ძირითადად არ არის ნაჩვენები ორალური კანდიდიაზის დროს, როდესაც დიაგნოზი კლინიკური სურათის ან ნაცხის ანალიზის საფუძველზე შეიძლება დაისვას.
შეიძლება ხელსაყრელი იყოს სოკოს საწინაააღმდეგო პროფილაქტიკური თერაპიის ჩვენების დასადგენად ისეთ პაციენტებში, რომლებშიც აღნიშნული პროფილაქტიკური მკურნალობა ტიპურად არ არის გათვალისწინებული.
1 წუთის განმავლობაში პაციენტი 10 მლ სალინის სითხეს ივლებს პირში და შემდეგ გადააქვს სტერილურ კონტენიერში. ნიმუში საბოურად (Sabouraud) ან ქრომის (chrome) აგარზე კულტურის გასაზრდელად იგზავნება.
შედეგი
დაახლოებით ≥400 კოლონიის წარმომქმნელი ერთეული/მლ
გასტროინტესტინური ტრაქტის ზედა ნაწილის ენდოსკოპია დაზიანებული ადგილის ბიოფსიით ან მის გარეშე
ტესტი
ტარდება საყლაპავის კანდიდიაზის სიმპტომების, დისფაგიის ან ოდინოფაგიის მქონე პაციენტებში.
ენდოსკოპისტი იღებს გადაწყვეტილებას ბიოფსიის საჭიროების თაობაზე.
შედეგი
საფუარისებრი ფორმის Candida-სთვის დამახასითებელი ჰისტოლოგიური სურათი ქსოვილში და Candida-ს სახეობის დამადასტურებელი კულტურა
შარდის ანალიზი, სისხლში გლუკოზის განსაზღვრა უზმოზე ან შემთხვევითი (რანდომულად) ანალიზი ან გლუკოზისადმი ტოლერანტობის ტესტი, შაქრიანი დიაბეტის გამოსარიცხად.
ტესტი
ტარდება ისეთ პაციენტებში, რომლებშიც რისკფაქტორების არსებობა ჯერ კიდევ აშკარა არაა ანამნეზის შეკრებისას და ფიზიკური გამოკვლევისას.
შედეგი
შედეგი, გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა, მიუთითებს პრე-დიაბეტის მდგომარეოაზე ან შაქრიან დიაბეტზე.
აივ-ანტისხეულების ტესტი
ტესტი
ტარდება ისეთ პაციენტებში, რომლებშიც რისკფაქტორების არსებობა ჯერ კიდევ აშკარა არაა ანამნეზის შეკრებისას და ფიზიკური გამოკვლევისას.
შედეგი
დადებითია თუ გამოხატულია HIV ინფექცია
სიალომეტრია
ტესტი
ჰიპოსალივაციის/პირის სიმშრალის დიაგნოზი ძირითადად ანამნეზისა და ფიზიკური გამოკვლევის საფუძველზე ისმება.
აღნიშული ტესტი რუტინულად არ გამოიყენება, თუმცა შეიძლება ჩატარდეს გარკვეულ შემთხვევებში დიაგნოზის დასადასტურებლად.
შედეგი
შემცირებული ნერწყვდენა პირის სიმშრალის შემთხვევებში
ელექტრონიტული პანელი
ტესტი
ტარდება პაციენტებში, რომლებშიც რისკფაქტორებს არსებობა არ დასტურდება ანამნეზის შეკრებისას და ფიზიკური გამოკვლევისას, იმისთვის რომ გამოირიცხოს ენდოკრინოპათია (მაგ:. დიაბეტი, ჰიპოპარათირეოზი, ორსულობა, ჰიპოადრენალიზმი).
კოკნკრეტული პათოლოგიის დასადგენად დამატებითი გამოკვლევები არის საჭირო.
შედეგი
პათოლოგიური შედეგები მიმდინარე დაავადების მიხედვით
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას