ეტიოლოგია
კანდიდას სახეობები ითვლება ნორმალურ ფლორად კუჭ-ნაწლავის და სასქესო ტრაქტში, მაგრამ ასევე წარმოადგენს სოკოვან პათოგენს.[22] პათოლოგიური კოლონიზაცია დაკავშირებულია გარკვეულ ფაქტორებთან, მათ შორის ასაკთან და იმუნიტეტის დაქვეითებასთან.[22]
პირხახის კანდიდოზის შემთხვევების უმეტესობა გამოწვეულია Candida albicans სახეობის მიერ. ეს არის დიმორფული სოკო, რომელიც შედგება სფერული ან ოვალური საფუარის უჯრედებისგან, ან წაგრძელებული ჰიფის ფორმებისგან.[1][22] მიუხედავად იმისა, რომ როგორც საფუარის, ასევე ჰიფის ფორმები შეიძლება გამოვლინდეს კანდიდას ინფექციის დროს (განსაკუთრებით ერითემატოზურ ტიპებში), ჰიფის ფორმა, რომელიც ჩვეულებრივ ასოცირდება მასპინძლის ქსოვილში შეჭრასთან.[22]
შემთხვევების პატარა ჯგუფი ერთი ან მეტი სახეობით არის გამოწვეული, როგორიცაა C glabrata, C tropicalis, C pseudotropicalis, C parapsilosis, C guilliermondii, C krusei, ან C dubliniesis, C lusitaniae, და C auris.[22] მორეციდივე ინფექციის მქონე პაციენტებში შეიძლება მოხდეს შტამის ჩანაცვლება C albicans-ის ახალი გენოტიპით ან სახეობის ჩანაცვლება არა-Candida-ს სახეობით.[21] ცნობილია, რომ მსგავსმა ცვლილებამ შეიძლება რეფრაქტერული ინფექციების განვითარებას შეუწყოს ხელი, განსაკუთრებით აზოლებისადმი რეზისტენტული შტამების მიერ.[23]
პათოფიზიოლოგია
ინფექციის ჩამოყალიბებისთვის რამდენიმე პროცესია საჭირო, მათ შორის თიგმოტროპიზმი (კონტაქტის შეგრძნება) და ეპითელურ უჯრედებზე მიმაგრება, ისევე, როგორც უჯრედბს შორის პენეტრაცია პროტეაზული ენზიმების მეშვეობით, კონკრეტულად, ასპარტილ პროტეინაზასა და ფოსფოლიპაზა B-ს დახმარებით.[24][25]
Candida-ს უნარი მოახდინოს პირის ღრუს ქსოვილების კოლონიზაცია და ინფიცირება საჭიროებს იმუნური სისტემის სპეციფიკურ ადგილობრივ და სისტემურ დეფექტებს. ჯანმრთლელ ადამიანებში რამდენიმე იმუნური და არა-იმუნური დამცველობითი რეაქცია არის პასუხიმგებელი პირის ღრუს სოკოს საწინააღმდეგო გარემოს შესანარჩუნებლად. მათ შორისაა:
ნერწყვის რამდენიმე განსაკუთრებული თვისება (იხილეთ ქვემოთ)
ანტიმიკრობული ცილების არსებობა
ორალური კერატინოციტების მიერ Candida-ს ზრდის ინჰიბირება
T-უჯრედოვანი გვიანი ტიპის ჰიპერსენსიტიული რეაქცია C albicans-ზე.[21][26]
ნერწვის არა-იმუნური თვისებებია:
მექანიკური გაწმენდა, ნერწყვში არსებული მუცინისა და პროტეოგლიკანების მეშვეობით
თითქმის ნეიტრალური pH, რომელიც ხელს უშლის სოკოს მიმაგრებას ეპითელური უჯრედების ზედაპირზე და ამცირებს C albicans-ის ვირულენტური გენების ექსპრესიას
ანტიბაქტერიული ცილები, როგორებიცაა ლიზოციმი, ლაქტოფერინი, ჰისტატინები, კალპროტექტინი და ლეიკოციტების სეკრეტორული პროტეაზას ინჰიბიტორი.[21]
ნერწყვი ასევე შეიცავს Candida-ს სპეციფიკურ სეკრეტორულ IgA-ს და IgA-ს, თუმცა მათი ჯამური ეფექტურობა, Candida-ს ზრდის ინჰიბირების თვალსაზრისით, იმუნოკომპრომისულ პირებში გაურკვეველია.[27]
კერატინოციტები არა მხოლოდ ფიზიკურ ბარიერს ქმნიან C albicans-ის ინფექციის წინააღმდეგ, არამედ სხვადასხვა ზრდის ფაქტორის და ციტოკინის სეკრეციის უნარიც აქვთ. აღნიშნული უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ანთებითი პროცესების მიმდინარეობაში ეპითელიუმის ზედაპირზე.[28][29]
ბოლოს, ინტაქტური T-ჰელპერების (Th1) CD4+ რეაქცია C albicans-ის წინააღმდეგ და CD4+ T-უჯრედების მიერ მონოციტ/მაკროფაგების და პოლიმორფულბირთვიანი უჯრედების აქტივაცია აუცილებელია ოროფარინგეული კანდიდოზის ალაგებისთვის.[21][30]
C albicans-ს შეუძლია გადავიდეს თავისი კომენსალური ფორმიდან პათოგენურ ფორმაში, ძირითადად ბიოფილმის ფორმირების გზით.[22]
კლასიფიკაცია
საზოგადოდ მიღებული კლასიფიკაცია კლინიკური ტიპის მიხედვით
ფსევდომემბრანული[1]
ხშირად ცნობილია, როგორც 'რძიანა'.
ასოცირებულია ანტიბიოტიკოთერაპიასთან და იმუნოსუპრესიასთან.
მოიცავს ლორწოვანი გარსის ყველაზე ზედაპირულ მრავალშრიან ბრტყელ ეპითელიუმის ინვაზიას ოპორტუნისტული სოკოვანი აგენტებით.
ვლინდება, როგორც კრემისფერი თეთრი ან მოყვითალო ფერის ნადების (ფოლაქის) სახით, რომელიც მჭიდროდ არის მიმაგრებულია პირის ღრუს ლორწოვანზე.
ნადების (ფოლაქის) ჩამოფხეკისას ვლინდება ერითემოტაზოული ფუძე ან სისხლმდენი ეროზიული ზედაპირი.
ყველაზე ხშირად გვხვდება ლოყის ლორწოვან გარსზე, დორსალურ ენაზე და სასაზე.
კლინიკური მიმდინარეობა შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ფსევდომემბრანული კანდიდოზი დიაბეტის დროსFabrina Younai-ის კოლექციიდან, UCLA სტომატოლოგიური სკოლა, ლოს ანჟელესი [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ფსევდომემბრანული კანდიდოზი HIV ინფექციის დროსFabrina Younai-ის კოლექციიდან, UCLA სტომატოლოგიური სკოლა, ლოს ანჟელესი [Citation ends].
ერითემატოზული[1]
უფრო ხშირია, ვიდრე ფსევდომემბრანული კანდიდოზი, თუმცა ხშირად იგნორირებულია კლინიკურად.
შეიძლება ასოცირებული იყოს ანტიბიოტიკოთერაპიასთან, იმუნოსუპრესიასთან ან ქსეროსტომიასთან, ან შეიძლება წარმოიშვას სპონტანურად.
არ აქვს თეთრი კომპონენტი, ან თუ აქვს, თეთრი კომპონენტი არ წარმოადგენს გამორჩეულ თნიშანს.
ვლინდება, როგორც ატროფული, ალისფერი წითელი ბრტყელი დაზიანებები სასაზე, ლაქოვანი არეები ძაფისებრი დვრილების რეგიონული ატროფიის ენის ზურგის ზედაპირზე ან წითელი წერტილოვანი ლაქოვანი არეები ლოყის ლორწოვანზე.
კლინიკური მიმდინარეობა შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული.
პროთეზით გამოწვეული სტომატიტი[1]
ვითარდება მოსახსნელი კბილის პროთეზის ქვეშ.
დაკავშირებულია პაციენტებთან, რომლებიც მუდმივად ატარებენ მინიმალურად გასუფთავებულ პროთეზებს.
რჩება საკამათო, რადგან შეიძლება არ იყოს კანდიდოზით გამოწვეული; პროთეზი კულტურაზე ხშირად დადებითია , მაგრამ ლორწოვანი გარსი არა. შეიძლება გამოწვეული იყოს ქსოვილის პასუხით პროთეზის ქვეშ არსებულ პათოგენებზე.
დაზიანების გარეგნული სახე შეიძლება იყოს გლუვი და ხავერდოვანი ან კვანძოვანი.
ახასიათებს სხვადასხვა ხარისხის ერითემა, რომელიც შემოიფარგლება პროთეზის მოყვანილობის კონტურით.
შეიძლება თან ახლდეს პეტექიური სისხლნაჟღენთი.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ზედა ყბის ნაწილობრივი პროთეზის კანდიდოზიFabrina Younai-ის კოლექციიდან, UCLA სტომატოლოგიური სკოლა, ლოს ანჟელესი [Citation ends].
ანგულარული ქეილიტი[1]
ვლინდება ნახეთქების, წყლულების და ფუფხით დაფარული ნახეთქის სახით ტუჩების კუთხეებში.
შეიძლება ასოცირებული იყოს იმუნოსუპრესიასთან ან ვერტიკალური განზომილების დაკარგვასთან, ან შეიძლება წარმოიშვას სპონტანურად.
ვერტიკალური განზომილების დაკარგვა ჩვეულებრივ აღინიშნება ხანდაზმულებში. ნერწყვი გროვდება მათი პირის კუთხეების ღრმა ნაკეცებში, ქმნის ტენიან გარემოს, რომელიც ხელს უწყობს სოკოვან ინფექციას.
აგრეთვე გვხვდება სხვადასხვა ტიპის ვიტამინის ან კვებითი კომპონენტების ნაკლებობისას.
კლინიკურად, დაზიანებები ზომიერად მტკივნეულია.
ნაკლებად ხშირი ფორმები
მედიანური რომბოიდური გლოსიტი (ასევე ცნობილია, როგორც ცენტრალური პაპილარული ატროფია)[1]
კანდიდიაზის ერთ-ერთი ფორმა, რომლის დროსაც აღინიშნება ერითემატოზული უბანი რომბისებური ფორმის კონტურით ენის დორზალურ ზედაპირის ცენტრალურ ნაწილში.
შეიძლება ასოცირებული იყოს იმუნოსუპრესიასთან ან შეიძლება წარმოიშვას სპონტანურად.
დაზიანება, ძირითადად, სიმეტრულია. ზედაპირი გლუვი ან კვანძოვანი შეიძლება იყოს.
ჰიპერპლასტიკური (ასევე ცნობილი როგორც კანდიდური ლეიკოპლაკია)[1]
ორალური კანდიდოზის ყველაზე იშვიათი ფორმაა, რომელიც, გარკვვეულწილად, სადავოა. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს გამოწვეულია კანდიდას პათოგენით არსებული კერატოზული დაზიანებების ინფიცირებით. თუმცა, სხვები თვლიან, რომ თავად კანდიდასაც შეუძლია ჰიპერკერატოზული დაზიანების გამოწვევა.
შეიძლება გამოჩნდეს თეთრი ლაქის სახით, რომლის მოშორება შეუძლებელია; ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია ტერმინი ქრონიკული ჰიპერპლასტიკური კანდიდოზი.
აღნიშულმა ფორმამ, განსაკუთრებით თუ შერეული, მოწითალო-მოთეთრო დაზიანებების სახით ვლიდენა, შეიძლება დისპლაზიური ცვლილებები განიცადოს.
შეიძლება ასოცირებული იყოს იმუნოსუპრესიასთან ან შეიძლება წარმოიშვას სპონტანურად.
ღრძილების ხაზოვანი ერითემა (LGE-ღხე)
LGE-ღხე სპეციფიკურ, HIV-თან ასოცირებულ, პერიოდონტალური (კბილთან მდებარე) ქსოვილის დაზიანებას წარმოადგენს.
ვლინდება უწყვეტი ან ლაქოვანი ერითემატოზული ზოლის სახით, რომელიც ღრძილის თავისუფალ კიდეს გასდევს.[2][3][4]
დაზიანება არის პერსისტენტული, მიუხედავად ნადების მოშორებისა და ბინაზე ორალური ჰიგიენის გაუმჯობესებისა,
LGE დაკავშირებულია ღრძილის ქსოვილების ინვაზიასთან C albicansand-ით და პერიოდონტალური ქსოვილის ჩამოშლასთან, რაც აგრეთვე პროგრესირებად აივ ინფექციასთან არის დაკავშირებული.
კანისა და ლორწოვანის კანდიდოზი[1]
იშვიათი მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია სპორადულ, ან უფრო იშვიათად მემკვიდრეობით, იმუნურ დისფუნქციასთან.
ჩვეულებრივ ვლინდება სქელი თეთრი ფოლაქებით, რომლებიც არ შორდება და სიწითლის უბნებით ენაზე, ლოყის ლორწოვან გარსზე და სასაზე.
შეიძლება ასოცირებული იყოს ენდოკრინულ ანომალიებთან, როგორებიცაა ჰიპოთირეოზი, ჰიპოპარათირეოზი, ჰიპოადრენალიზმი და შაქრიანი დიაბეტი.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას