შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი #1
28 წლის მამაკაცი უჩივის მტკივნეულ ყლაპვას. იგი არ აღნიშნავს ორალურ სიმპტომებს, თუმცა კლინიკური გასინჯვისას პირის ღრუში აღმოაჩნდა დიდი რაოდენობით, კრემისფერ-თეთრი, მსუბუქად ფიქსირებული ფოლაქები. დაზიენებები განსაკუთრებით გამოკვეთილია ლოყის, სასისა და ხახის ლორწოვანზე. პაციენტს HIV ინფექციის დიაგნოზი 2 წლის წინ დაუდგინდა, თუმცა ანტირეტროვირუსული თერაპია ჯერ არ დაუწყია. CD4 უჯრედებისა და ვირუსული დატვირთვის განმსაზღვრელი ტესტი ბოლოს 8 თვის წინ ჩაუტარდა.
შემთხვევის ანამნეზი #2
64 წლის მამაკაცი უჩივის წვის შეგრძნებას ზედა ყბის პროთეზის ქვეშ. მას აქვს ჰიპერტენზიისა და ოსტეოართრიტის ანამნეზი. იღებს თიაზიდურ დიურეტიკებს, არასელექტიურ ბეტა ბლოკატორებს და ურეცეპტო ანალგეტიკებს. პირის ღრუში სასის ლორწოვანი ძლიერ ერითემატოზულია, გამოკვეთილი გრანულარული (მარცვლოვანი) შესახედაობით. ლორწოვანი გამომშრალია, ნერწყვდენა კი მინიმალური.
სხვა გამოვლინებები
პირის ღრუს კანდიდოზის სხვა ნაკლებად გავრცელებულ ვარიანტებს შორის არის მედიანური რომბოიდური გლოსიტი (ასევე ცნობილია როგორც ცენტრალური პაპილარული ატროფია), ჰიპერპლასტიკური კანდიდოზი (ასევე ცნობილია როგორც კანდიდური ლეიკოპლაკია) და ღრძილების ხაზოვანი ერითემა (LGE).
მედიალური რომბული გლოსიტი კადიდიდიაზის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც რომბის მოხაზულობის კიდეების მქონე, უსიმპტომო ერითემატოზული არეების სახით ვლინდება ენის უკანა ზედაპირის ცენტრალურ ნაწილში.[1] დაზიანება, ძირითადად, სიმეტრულია. ზედაპირი გლუვი ან კვანძოვანი შეიძლება იყოს.[1]
ჰიპერპლასტიკური კანდიდოზი არის პირის ღრუს კანდიდოზის ყველაზე ნაკლებად გავრცელებული ფორმა და ითვლება სადავო ნოზოლოგიად.[1] ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს გამოწვეულია კანდიდას პათოგენით არსებული კერატოზული დაზიანებების ინფიცირებით. თუმცა, სხვები თვლიან, რომ თავად კანდიდასაც შეუძლია ჰიპერკერატოზული დაზიანების გამოწვევა.[1] ის შეიძლება გამოჩნდეს როგორც თეთრი ლაქა, რომლის მოშორებაც შეუძლებელია; ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია ტერმინი ქრონიკული ჰიპერპლასტიკური კანდიდოზი.[1] თუ გამოჩნდება შერეული წითელი და თეთრი უბნებით (ლაქები), მას შეიძლება ჰქონდეს დისპლაზიის რისკი.[1]
სხვა ცნობილი ასოცირებული მდგომარეობებია იმუნური დარღვევები (კანისა და ლორწოვანის კანდიდოზი) და ენოკრინული პათოლოგიები, რომლებიც ჰიპოთირეოზს, ჰიპოპარათირეოზს, ჰიპოადრენალიზმს და დიაბეტს მოიცავს.[1] LGE-ღხე სპეციფიკური, HIV-თან ასოცირებული, პერიოდონტალური (კბილთან მდებარე) ქსოვილის დაზიანებაა, რომელიც უწყვეტი ან წყვეტილი ერითემატოზული ზოლის სახით ვლინდება ღრძილის თავისუფალ კიდეებზე.[2][3][4] მიუხედავად ფოლაქის მოშორებისა და პირის ღრუს ჰიგიენის გაუმჯობესებისა, LGE კერები მაინც ნარჩუნდება. LGE დაკავშირებულია ღრძილის ქსოვილების ინვაზიასთან C albicansand-ით და პერიოდონტალური ქსოვილის დაზიანებასთან, რაც აგრეთვე პროგრესირებად აივ ინფექციასთან არის დაკავშირებული.[5]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას