დიფერენციული დიაგნოზები
ქიმიური დამწვრობა
ნიშნები / სიმპტომები
შეიძლება იყოს ასიმპტომური
შეიძლება აღინიშნებოდეს ქიმიურ აგენტთან ექსპოზიციის ანამნეზი, განსაკუთრებით ასპირინის ტოპიკური გამოყენების გამო კბილის ტკივილის დროს.
თეთრი ფოლაქების მოშორება შეუძლებელია.
ეტიოლოგიური აგენტის მოშორების შემდეგ დაზიანება 7-14 დღეში ალაგდება.
კვლევები
ნაცხის ანალიზი და შიმ-რეაქცია უარყოფითია საფუარა სოკოს ან ჰიფებისთვის (მიცელიუმის ძაფები).
რეაქტიული კერატოზი
ნიშნები / სიმპტომები
დაზიანებები ძირითადად უსიმპტომოა.
შესაძლებელია ქრონიკული ირიტანტის იდენტიფიცირება (მაგ:. კბილის პროთეზის არასათანადო აღდგენა, ცუდად მორგებული პროთეზი, პარაფუნქციური თვისებები, როგორებიცაა ბრუქსიზმი და ლოყის ქრონიკილი კბენა).
კვლევები
ზუსტი დიაგნოზის დასადგენად აუცილებელია ბიოფსია და დაზიანებული ქსოვილის ჰისტოლოგიური შეფასება.
თმოვანი ლეიკოპლაკია
ნიშნები / სიმპტომები
დაზიანებები უსიმპტომოა.
კვლევები
ზუსტი დიაგნოზი ბიოფსიასა და ქსოვილის ჰისტოლოგიურ შეფასებას ეფუძნება.
ადგილობრივი ჰიბრიდიზაციის (in situ hybridisation) მეთოდი ქსოვილებში EBV იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.
ფოლაქის ტიპის ბრტყელი ლიქენი
ნიშნები / სიმპტომები
დაზიანებები ძირითადად უსიმპტომოა.
კანზე შეიძლება განვითარდეს სხვა ლიქენის მსგავსი დაზიანებები.
კვლევები
ზუსტი დიაგნოზი ბიოფსიასა და ქსოვილის ჰისტოლოგიურ შეფასებას ეფუძნება.
ქსოვილის იმუნოფლურესცენტული შეღებვის მეთოდი დამატებით ინფორმაციას იძლევა დიაგნოზის დასადგენად, თუმცა იშვიათად ტარდება.
ეროზიული ბრტყელი ლიქენი
ნიშნები / სიმპტომები
დაზიანებები მტკივნეულია, თუმცა ძირითადად მხოლოდ ჭამის დროს, მაშინ როდესაც ერითემატოზული კანდიდოზი შიეძლება წვის უწყვეტ შეგრძნებასთან იყოს ასოცირებული.
კანის სხვა რეგიონში შეიძლება განვითარდეს ეროზიები და ლიქენოიდური დაზიანებები.
კვლევები
ზუსტი დიაგნოზი ბიოფსიისა და დაზიანებული ქსოვილის ჰისტოლოგიური შეფასებით ისმება. საჭიროების შემთხვევაში, ქსოვილის იმუნოფლურესცენტული მეთოდით შეღებვაც გამოიყენება დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
სიმსივნის წინამორბედი ლეიკოპლაკია და კარცინომა
ნიშნები / სიმპტომები
დაზიანებები ძირითადად უსიმპტომოა, თუ მზარდი სიმსივნე არ აწვება ანატომიურ სტრუქტურებს.
რეგიონული ლიმფრი კვანძები შეიძლება გადიდებული იყოს.
კვლევები
ზუსტი დიაგნოზი ბიოფსიასა და ქსოვილის ჰისტოლოგიურ შეფასებას ეფუძნება.
გამომსახველობითი კვლევები, X-ray და CT, სასარგებლოა ლოკალური ინვაზიისა და კარცინომის შესაფასებლად.
თერმული დამწვრობა
ნიშნები / სიმპტომები
დაზიანებები, როგორც წესი, მტკივნეულია, მაგრამ რთული გასარჩევია ერითემატოზული კანდიდიაზისგან, მხოლოდ სიმპტომებზე დაყრდნობით.
დაზიანებები ხშირად ადგილობრივია და ხშირ შემთხვევაში, ადექვატური ანამნეზი ცხელი საკვებით დამწყვრობის ინციდენტს მოიცავს.
დამწვრობა თვითგანკურნებადია 7-14 დღეში, მკურნალობის გარეშე.
კვლევები
დიაგნოსტიკური ტესტები არ არის საჭირო.
მიგრატორული გლოსიტი
ნიშნები / სიმპტომები
დაზიანებები ძირითადად უსიმპტომოა.
პაციენტები, რომლებიც აღნიშნავენ დისკომფორტს, მას ძირითადად მჟავე ან ცხარე საკვების ან ალკოჰოლის შემცველი სითხის მიღებას უკავშირებენ, მაშინ როდესაც სიმპტომური ერითემატოზული კანდიდოზის დროს მუდმივი წვის შეგრძნებაა გამოხატული.
მიგრატორული გლოსიტის დამახასიათებელი ატროფული რეგიონები ლაქოვანი დისტრიბუციისაა და შემოფარგლულია წამოწეული, ჰიპერკერატოზული კიდეებით.
კვლევები
კლინიკურად განმასხვავებელი მახასიათებლების არ არსებობის შემთხვევაში, ქსოვილის ჰისტოლოგიური გამოკლევა შეიძლება გახდეს საჭირო.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას