პროგნოზი

წვრილი ნაწლავის ობსტრუქცია წარმოადგენს გადაუდებელ სამედიცინო მდგომარეობას. დროული მკურნალობის შემთხვევაში პროგნოზი ძალიან კარგია. არანამკურნალევ პაციენტებში ობსტრუქცია შეიძლება გადაიზარდოს ნაწლავის ნეკროზში, პერფორაციაში, სეფსისსა და მულტიორგანულ უკმარისობაში.

  • თუ პაციენტს გადატანილი აქვს ქირურგიული ჩარევა,სავარაუდოდ აქვთ ნაწლავის ადჰეზია, როგორც SBO- ს გამომწვევი მიზეზი მსგავს პაციენტებში აღინიშნება წვრილი ნაწლავის განმეორებითი ობსტრუქციის რისკი, რადგანაც ადჰეზიები ხელმეორედ ყალიბდება, ადეკვატური ადჰეზიოლიზისის მიუხედავად.

  • თუ პაციენტს ოპერაცია გადატანილი არ აქვს, ობსტრუქციის მიზეზად შესაძლოა გამოიხატოს ავთვისებიანი მდგომარეობა, საზარდულის თიაქარი, თანდაყოლილი ადჰეზია, კრონის დაავადება. გამოსავალი დამოკიდებულია ფონური მდგომარეობის სიმძიმეზე.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას