ეტიოლოგია
მოზრდილებში წვრილი ნაწლავის ობსტრუქციის ხშირი მიზეზებია:
წარსულში ინტრააბდომინური ქირურგიული ჩარევის ან ინტრააბდომინალური ინფექციების შედეგად განვითარებული ადჰეზიები(შეხორცებები).
მწვავე ინკარცერირებული თიაქარი, მათ შორის საზარდულის, ბარძაყის, ვენტრალური, ჭრილობის, ჭიპის და პარასტომალური თიაქარი
კრონის დაავადება
ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნე.
ბავშვებში წვრილი ნაწლავის ობსტრუქციის ხშირი მიზეზებია:
აპენდიციტი
ნაწლავის ინვაგინაცია
ნაწლავის ატრეზია
შემოგრეხა.
იშვიათი მიზეზებია: რადიაციული ენტერიტი, მუცლის შიდა აბსცესი (პერფორირებული აპენდიციტის/დივერტიკულიტის შედეგად), ნაღვლოვანი კენჭებით გამოწვეული ილეუსი, უცხო სხეული და ნაწლავის ბეზოარი.
პათოფიზიოლოგია
SBO წარმოადგენს კუჭნაწლავის გამავლობის დარღვევას. ნაწლავის პროქსიმალური დილატაცია პერისტალტიკასთან ერთად იწვევს მუცლის სპაზმებს (კოლიკას), რაც შესაძლოა საკმაოდ დამძიმდეს. მუცლის ტკივილს შიძლება თან ახლდეს ღებინება, მაშინ როდესაც ფეკალური ნაკადის დისტალური შეფერხება გამოიწვევს კუჭში გასვლის ან გაზების გამონთავისუფლების აბსოლუტურ შეფერხებას. მწვავე შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ჰიპერპერისტალტიკა ობსტრუქციის დისტალურად, რაც დიარეით გამოვლინდება. ნაწლავის ობსტრუქციული კიბო დროთა განმავლობაში ხელს უშლის შესაბამის ვენურ დრენაჟს არტერიული პერფუზიის შემცირების შესაძლო შედეგით. არანამკურნალევ პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ ნაწლავის პროგრესირებადი იშემია, ნეკროზი და პერფორაცია.
კლასიფიკაცია
ობსტრუქციის ტიპიდან გამომდინარე
ნაწლავის ნაწილობრივი (არასრული) ობსტრუქცია
მდგომარეობა, რომლის დროსაც ნაწლავის ობსტრუქცია სრული არ არის, ნაწილობრივად გამოიყოფა აირები და ზოგჯერ განავალიც.[Figure caption and citation for the preceding image starts]: მუცლის რენტგენოლოგიური კვლევით ვლინდება ნაწლავის ნაწილობრივი ობსტრუქციაDr David J. Hackam კოლექციიდან [Citation ends].
ნაწლავის სრული ობსტრუქცია
ნაწლავის ბლოკირება მთლიანად ახშობს ნაწლავის სანათურს, რის შედეგადაც ვერ ხერხდება განავლის გამოდევნა. მიუხედავად იმისა, რომ ადრე მიიჩნეოდა ოპერაციული თერაპიის ჩვენებად, არსებობს მტკიცებულება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნაწლავის რეზექციის საჭიროების მაღალი მაჩვენებელია, პაციენტთა ნაწილთან (41% - 73%) შეიძლება არაოპერაციული თერაპიით მკურნალობაც.[1][Figure caption and citation for the preceding image starts]: მუცლის რენტგენზე ვლინდება ნაწლავის სრული ობსტრუქციაDr David J. Hackam კოლექციიდან [Citation ends].
ნაწლავის მარტივი ობსტრუქცია
ნაწლავის ბლოკირება ნაწლავის იშემიის ან პერიტონიტის არარსებობის შემთხვევაში; შეიძლება დაექვემდებაროს არაოპერაციულ თერაპიას.
ნაწლავის გართულებული ობსტრუქცია
გადაუდებელი ქირურგიული მდგომარეობა, რომლის დროსაც ობსტრუქცია იწვევს ნაწლავის იშემიას/განგრენას და/ან პერფორაციას. სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა, რომელიც საჭიროებს ურგენტულ რეანიმაციას და ქირურგიულ ჩარევას.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას