პირველადი პრევენცია

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სანდო/სარწმუნო სტრატეგია, აბდომინალური ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ადჰეზიის/შეხორცებების წარმოშობის შემთხვევების თვიდან ასაცილებლად, საუკეთესო ქირურგიული პრაქტიკა სავარაუდოდ მინიმუმამდე დაიყვანს ობსტრუქციის სიხშირეს.[9] არსებობს მრავალი სამკურნალწამლო საშუალება, რომელიც გამოიყენება შეხორცებების ფორმირების შესამცირებლად,[10] თუმდა მათი მიზნობრივი ეფექტურობა კვლავ სადავოა. მალროტაციის დიაგნოსტირება და კორექცია მნიშვნელოვნად ცვლის ობსტრუქციის განვითარების ალბათობას ნაწლავის ჩაჭედვის გზით.[11] კრონის დაავადების მკურნალობა და ქირურგიულად თიაქრების კორექცია ასევე ამცირებს ობსტრუქციის განვითარების რისკს. ლაპარასკოპიული ქირურგიის ერთ-ერთი შესაძლო დადებითი მხარე (ღია კოლორექტულ მიდგომასთან შედარებით) არის პოსტოპერაციულად ნაწლავის ობსტრუქციული მოვლენების უფრო დაბალი რისკი. მეტა-ანალიზით გამოვლინდა, რომ კოლორექტული დაავადების ჩვენებით ლაპარასკოპული ქირურგიის ჩატარება ამცირებს პოსტოპერაციული ნაწლავის ობსტრუქციის ჯამურ ალბათობას, მათ შორის ილეუსის და ნაწლავის ადრეული ობსტრუქციის ალბათობასაც, რომელიც გვხვდება სიმსივნისა და დივერტიკულური დაავადების ოპერაციული ჩარევის შემდეგ.[6]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას