მიდგომა

ზოგადი მიდგომა

SBO განაპირობებს კუჭნაწლავის გამავლობის დარღვევას. ყველაზე ხშირი სიმპტომებია: მუცლის ტკივილი, შებერილობა, ღებინება, სწორი ნაწლავიდან აირის ან განავლის გამოყოფის შეუძლებლობა. მკურნალობის გარეშე, პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ ნაწლავის პროგრესირებადი იშემია, ნეკროზი და პერფორაცია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა, მონიტორინგი და ჩარევა.

დიაგნოზი უნდა მოიცავდეს ჩარევის სავარაუდო ურგენტულობის შეფასებასაც. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ობსტრუქციის მიზეზი, აქვს თუ არა პაციენტს ნაწილობრივი ან სრული SBO, და/ან არის თუ არა ობსტრუქცია მარტივი (ანუ პერიტონიტი არ არის: შეიძლება არ საჭიროებს ოპერაციას) თუ გართულებულია (ანუ არის პერიტონიტი: ოპერაცია. აუცილებლად საჭიროა). აღნიშნული მდგომარეობების დიფერენცირება ემყარება გასინჯვით მიღებულ მონაცემებს, ტომოგრაფიას, მუცლის რენტგენოგრამას (შერჩეულ პაციენტებში) და სისხლის ტესტებს (მაგ. ლეიკოციტების რაოდენობა).

ბავშვებში, განსაკუთრებით ჩვილებში, დიაგნოზი საჭიროებს ნაწლავის შემოგრეხის, როგორც გაუვალობის მიზეზის, გამორიცხვას. დროული დიაგნოსტიკის გარეშე შესაძლებელია განვითარდეს მთლიანი შუა ნაწლავის ნეკროზი და მკურნალობის გარეშე შესაძლოა იყოს ფატალური.

ანამნეზი

დეტალური ანამნეზით შეგვიძლია გავიგოთ, თუ როდის დაიწყო და რამდენ ხანს გრძელდებოდა მუცლის ტკივილი, როგორი იყო ღებინება (შეიძლება მოიცავდეს ნაღვლოვან მასებს) და გამოყოფდა თუ არა პაციენტი განავალს ან აირებს. წარსულმა სამედიცინო ისტორიამ შეიძლება მოგვაწოდოს ობსტრუქციის პოტენციური მიზეზი (მაგ., წინა ქირურგიული ჩარევის ისტორია შეიძლება მიუთითებდეს ადჰეზიურ დაავადებაზე).[12] პაციენტები ასევე შეიძლება უჩიოდნენ გამობერილობას ან შეშუპებას, რაც მიუთითებს თიაქრის არსებობაზე.

  • წვრილი ნაწლავის მარტივი ან ნაწილობრივი ობსტრუქციის შემთხვევაში, პაციენტებს სიმპტომები შეიძლება მწვავედ დაეწყოთ, თუმცა, როგორც წესი, მაინც შეუძლია აირის და განავლის მცირე რაოდენობით გამოყოფა. შეიძლება აღინიშნოს ცხელება, თუმცა სავარაუდოდ სუბფებრილური. ღებინება, როგორც წესი, არის, მაგრამ არა ყოველთვის, და, სავარაუდოდ, ნაღვლოვანია.

  • გართულებული SBO-ს შემთხვევაში პაციენტები აღნიშნავენ ღებინებას, აბსოლუტურ ყაბზობას (ბრტყელი ან განავლის არარსებობა), მძიმე ლეთარგიას და ცხელებას კანკალით და, როგორც წესი, აქვთ უფრო მკვეთრი ტკივილი.

სრული სიმპტომური სურათის ჩამოყალიბებამდე პაციენტები შეიძლება უჩიოდნენ ან არ უჩიოდნენ პროდრომს.

ფიზიკური გამოკვლევა

  • მარტივი SBO-ის მქონე პაციენტებს აღენიშნებათ მუცლის შებერილობა, ზომიერი დიფუზური 4-კვადრანტული მუცლის მგრძნობელობა.[12] ისინი შეიძლება გამოჩნდნენ ავად, მსუბუქი დეჰიდრატაციით. შეიძლება პალპირებადი იყოს წარმონაქმნი მუცელში, რაც მიუთითებს ობსტრუქციის ავთვისებიან მიზეზზე. პაციენტებს კლასიკურად აქვთ ნაწლავის მაღალი (ზარისებრი) მომატებული სიხშირის ხმიანობა გამოვლინების ადრეულ ეტაპზე, მაგრამ ნაწლავის ხმიანობა შესაძლოა ნაკლებად ხშირი გახდეს მათში, ვისაც გვიან ეტაპზე უვითარდება ობსტრუქცია ნაწლავის კუნთების დასუსტების გამო.[13][14]​ თუმცა, ნაწლავის გაუვალობისთვის მუცლის აუსკულტაციის სიზუსტე საეჭვოა.[15]

  • გართულებული SBO-ს მქონე პაციენტები ძალიან ცუდად გამოიყურებიან. ვლინდება ტაქიკარდია და ტაქიპნოე, რაც ასახავს სისხლძარღვშიდა მოცულობის შემცირებას და ტკივილს. შორს წასული ფორმების დროს, აღნიშნულ პაციენტებს შესაძლოა აღენიშნოთ ცხელება და ჰიპოტენზია. როგორც წესი, მუცელი გადაბერილია ობსტრუქციული ნაწლავის გამო. სრული ნაწლავური ობსტრუქციის დროს ვითარდება ასციტი.

  • კლინიცისტებმა ასევე უნდა გამოიკვლიონ ინკარცერირებული/სტრანგულაციური თიაქრის არსებობა საზარდულის არეში, ჭიპში ან ჭრილობების არეში; ქირურგიული ნაწიბურების არსებობა, რომელიც მიუთითებს წინა ოპერაციაზე; და კრონის დაავადების გამოვლინებები (მაგ., მუკოზიტი, გამონაყარი).

კვლევები

ნაწლავის ობსტრუქციის მქონე პაციენტის შეფასებისას მნიშვნელოვანია განისაზღვროს, წვრილი ნაწლავის ობსტრუქცია სრულია თუ ნაწილობრივი, მარტივი თუ გართულებული. ანამნეზისა და გასინჯვის გარდა, საჭიროა ჩამოთვლილი კვლევების გათვალისწინებაც:

1. მუცლის კომპიუტერული ტომოგრაფია

  • მუცლის კომპიუტერული ტომოგრაფია თავდაპირველი კვლევაა ნაწლავურ ობსტრუქციაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში.[14][16] მუცლის ტომოგრაფიის მგრძნობელობა ობსტრუქციის აღმოსაჩენად არის 84-95%, ობსტრუქციის ხარისხის მიხედვით.[17] კომპიუტერულ ტომოგრაფიას აქვს მაღალი (დაახლოებით 90%) სიზუსტე ნაწლავის ობსტრუქციის და შესაბამისად გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის საჭიროების საპროგნოზოდ.[18]

  • ტომოგრაფია ასევე გამოიყენება წვრილი ნაწლავის ობსტრუქციის გართულებების, მათ შორის იშემიის, სტრანგულაციის (ჩაჭედვის) ან ნეკროზის სადიაგნოსტიკოდ.[13][17]​​​[18][19]​​

  • თუ ხელმისაწვდომია, შესაძლებელია მულტიდეტექტორული კომპიუტერული ტომოგრაფიის და მრავალჭრილიანი რეკონსტრუქციის გამოყენება. ეს მეთოდები გვეხმარება ობსტრუქციის დიაგნოსტირებასა და ლოკალიზაციის დადგენაში.[1][16][20]

    [Figure caption and citation for the preceding image starts]: მუცლის CT სკანირება გვიჩვენებს წვრილი ნაწლავის ობსტრუქციას ჰაერის სითხის მრავალჯერადი დონით, გაფართოებული ნაწლავის მარყუჟებით და გარდამავალი ზონის მარჯვენა თეძოს ფოსოში. წითელი ისრები მიუთითებს აშკარა გარდამავალ ზონაზედი სავერიო ს და სხვ. გუტი 2009; 58: 891-2; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@30997739

2. მუცლის ღრუს რენტგენოგრამა

  • მიუხედავად იმისა, რომ მუცლის კომპიუტერული ტომოგრაფია უფრო მაღალი მგრძნობელობით და სპეციფიკურობით ხასიათდება, ვიდრე მუცლის რენტგენოლოგიური კვლევა, რენტგენი გამოიყენება ნაწლავის ობსტრუქციაზე ეჭვის მიტანისას, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც ჰემოდინამიკურად არასტაბილურები არიან ან ვერ ჩაიტარებენ სკანირებას, ან თუ შედეგები ორაზროვანია. უნდა ჩატარდეს ვერტიკალურ (ან დეკუბიტუსში, თუ პაციენტი ვერ დგას) და მწოლიარე მდგომარეობაში.[14][Figure caption and citation for the preceding image starts]: მუცლის რენტგენოლოგიური კვლევით ვლინდება ნაწლავის ნაწილობრივი ობსტრუქციაDr David J. Hackam კოლექციიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@52de372c[Figure caption and citation for the preceding image starts]: მუცლის რენტგენზე ვლინდება ნაწლავის სრული ობსტრუქციაDr David J. Hackam კოლექციიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@7a416110

  • მუცლის რენტგენი არ იძლევა ინფორმაციას ობსტრუქციის ეტიოლოგიის შესახებ. შედეგები შეიძლება ნორმალური იყოს ადრეული ან პროქსიმალური ობსტრუქციის მქონე პაციენტებში.[14] შესაბამისად, რენტგენის გამოყენებამ შეიძლება გაახანგრძლივოს შეფასების პერიოდი.[16]

3. ლაბორატორიული ტესტები

  • გამოკვლევის ადრეულ ეტაპზე საჭიროა სისხლის ანალიზი, მათ შორის სისხლის საერთო ანალიზი, რათა შეფასდეს ლეიკოციტოზის და ანემიის არსებობა. ასევე უნდა ჩატარდეს თირკმელების და პანკრეასის ფუნქციის შესაფასებელი ტესტები , რათა შეფასდეს ორგანული დისფუნქციის არსებობა. ასევე უნდა განიკსაზღვროს ელექტროლიტები.

სხვა გამოსადეგი რადიოლოგიური კვლევებია:

4. გამოკვლევა წყალში ხსნადი საკონტრასტო ნივთიერებით

  • თუ პაციენტს წვრილი ნაწლავის მწვავე ობსტრუქცია აქვს ადჰეზიების გამო, წყალში ხსნარი საკონტრასტო ნივთიერების გამოყენება დაგეხმარებათ კონსერვატიული მკურნალობის წარმატების შეფასებაში. პაციენტებს, რომლებშიც კონტრასტი აღწევს მსხვილ ნაწლავს 24 საათის პერიოდში, იშვიათად ჭირდებათ ოპერაცია.[16][21][22]

5.მუცლის ღრუს მაგნიტურ რეზონანსული გამოკვლევა (მრტ)

  • როგორც წესი, არ ტარდება; პროცედურა არ ხასიათდება რაიმდე დამატებითი ინფორმატიულობით კარგად ჩატარებულ CT სკანირებასთან შედარებით. თუმცა, MRI შეიძლება გამოსადეგი იყოს ზოგიერთ შემთხვევაში, როგორიცაა კრონის დაავადება (წვრილი ნაწლავის ქვემწვავე ობსტრუქცია), რადგანაც დიაგნოსტირება რთულია. ასევე, MRI შეიძლება გამოვიყენოთ ახალგაზრდებში მაიონიზებელი რადიაციის განმეორებითი დოზების თავიდან ასაცილებლად.

6. მუცლის ულტრაბგერითი კვლევა

  • წვრილი ნაწლავის ობსტრუქციის დროს მოზრდილებში იშვიათად ტარდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა CT ხელმიუწვდომელია ან ვერ ტარდება. თუმცა, სპეციალისტი-ტექნიკოსის მიერ ჩატარებული ულტრაბგერითი კვლევა შეიძლება გამოსადეგი დიაგნოსტიკური მეთოდი იყოს ბავშვებში.

7. დიაგნოსტიკური ლაპაროტომია/ლაპაროსკოპია

  • შეიძლება ჩატარდეს იმ შემთხვევებში, როდესაც ძნელია განასხვავოს მარტივი და რთული SBO, ან SBO და მუცლის ტკივილის სხვა მიზეზი. ეს შეიძლება მოხდეს ღია ჭრილობის საშუალებით (ლაპაროტომია) ან გამოცდილი პირების ხელში მინიმალური ინვაზიური მიდგომით (დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია).

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას