დიფერენციული დიაგნოზები

გაუვალობა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

შედარებით ნაკლებად სპაზმური მუცლის ტკივილი; ხშირად დაკავშირებულია სხვა გამომწვევებთან (მაგ. პოსტოპერაციული მდგომარეობა, სისტემური ინფექცია, მედიკამენტები).

კვლევები

CT სკანირებით ვლინდება კონტრასტის გადასვლა წვრილ ნაწლავში და მსხვილ ნაწლავში. გარდამავალი წერტილი არ არის გამოვლენილი.

ინფექციური გასტროენტერიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ღებინება, ხშირად ნაღვლოვანი მასების შემცველი.

კვლევები

რენტგენით ვლინდება აირი მთელ მუცლის ღრუში; განავლის კულტურა შეიძლება დადებითი იყოს ვირუსებზე ან ბაქტერიაზე.

მსხვილი ნაწლავის ობსტრუქცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ძალიან გადაბერილი მუცელი; გაუვალობა პროგრესირდება აბსოლუტურ გაუვალობამდე

კვლევები

რენტგენი გვიჩვენებს მსხვილი ნაწლავის დილატაციას და შესაძლოა გამოავლინოს მიზეზი (მაგ: სიგმოიდური ნაწლავის შემოგრეხა).

ნაწლავის ფსევდოობსტრუქცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ქრონიკული მდგომარეობა; ყაბზობა; ხშირად დაკავშირებულია ნევროლოგიური მედიკამენტების მიღებასთან (მაგ: ამიტრიფტილინი, იმიპრამინი). იშვიათად, კლოზაპინი უკავშირდება ფსევდოობსტრუქციას.[24]

კვლევები

რენტგენსა და კტ-ზე შესაძლოა გამოვლინდეს წვრილი ან მსხვილი ნაწლავის დილატაცია, რამაც შესაძლოა მასიური დილატაცია განიცადოს.

აპენდიციტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ტკივილი მარჯვენა ქვედა კვადრანტში, გულისრევა; ღებინება (არანაღვლოვანი).

კვლევები

ულტრაბგერით და CT სკანირებით უმეტეს შემთხვევებში შესაძლებელია დიაგნოზის დადასტურება.

პანკრეატიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

მუდმივი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში ირადიაციით ზურგში; არანაღვლოვანი ღებინება.

კვლევები

მომატებულია ამილაზადა ლიპაზა; კტ სკანირებით ვლინდება პანკრეასის ანთება.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას