ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
ძირითადი რისკფაქტორებია: გადატანილი ქირურგიული ჩარევა მუცლის ღრუში, თიაქრები, კრონის დაავადება, უცხო სხეულის მიღება, აპენდიციტი, ჩაჭედვა, მალროტაცია, შემოგრეხა და ნაწლავის ატრეზია ახალშობილებში/ჩვილებში.
ყაბზობა/განავლის ან აირის გამოყოფის შეუძლებლობა
გამოწვეულია განავლის გადაადგილების დისტალური შეფერხებით. ყაბზობა ყოველთვის აბსოლუტური არ არის. ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა მაინც გამოუვლიდეს ღებინება და მცირე რაოდენობით განავლის გამოყოფა, განსაკუთრებით ადრეულ პერიოდში.[23]
მუცლის ტკივილი
ხშირად აღწერენ, როგორც სპაზმურ, ხანგამოშვებით ტკივილს და შეიძლება იყოს ძლიერიც. შეიძლება თან ახლდეს პირღებინება ან ხშირად წინ უძღოდეს პირღებინების დაწყებას.
პირღებინება
შეიძლება შეიცავდეს ნაღველს, ხშირად ვლინდება ტკივილის შემდეგ.
მუცლის შებერილობა
საერთო მახასიათებლები SBO-ს მქონე პაციენტებში. შეიძლება იყოს ნაკლებად გამოხატული უფრო პროქსიმალური ობსტრუქციებით. კლასიკურად დაკავშირებულია ნაწლავის გაზრდილი პერესტალტიკიკთ გამოწვეულ მაღალ ხმიანობასთან, თუმცა, მუცლის აუსკულტაციის სიზუსტე ნაწლავების ობსტრუქციის დროს საკამათოა.[15]
მუცლის ტკივილი
ზომიერი და მძიმე მგრძნობელობა შეიძლება ასოცირებული იყოს ნაწლავის იშემიასთან; პროგრესირებადი დაავადების და მოსალოდნელი ქსოვილის ნეკროზის ნიშანი.
პერიტონიტი
ნაწლავის იშემიის, ნეკროზის და/ან პერფორაციის ფონზე.
იშვიათი
პალპირებადი წარმონაქმნი მუცელში
შეიძლება მუცელში პალპაციით ისინჯებოდეს მოცულობითი წარმონაქმნი , რაც მიუთითებდეს ობსტრუქციის ავთვისებიან მიზეზზე.
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
გულისრევა
ადრეული გამოვლინებაა წვრილი ნაწლავის ნაწილობრივი ან სრული ობსტრუქციის დროს.
ცხელება
არასპეციფიკური ანთებითი რეაქცია ობსტრუქციაზე. მარტივი SBO-ს შემთხვევაში, შეიძლება სახეზე გვქონდეს ცხელება, თუმცა, სავარაუდოდ, მსუბუქი. გართულებულ SBO-ში პაციენტები უჩვიან ცხელებას კანკალით.
ტაქიკარდია
მიუთითებს დეჰიდრატაციასა და ტკივილზე.
მძიმე ლეთარგია
ვლინდება გართულებულ SBO-ში ან მძიმე დეჰიდრატაციის მქონე პაციენტებში.
ჰიპოტენზია
შეიძლება იმყოფებოდეს გართულებული SBO-ს შორსწასულ ეტაპებზე.
იშვიათი
დიარეა
მწვავე SBO-ში შეიძლება იყოს ჰიპერპერისტალტიკა ობსტრუქციის დისტალურად, რაც იწვევს დიარეას.
საზარდულის შეშუპება
შეიძლება გამოწვეული იყოს საზარდულის თიაქრის ჩაჭედვით და/ან სტრანგულაციით.
რისკფაქტორები
ძლიერი
გადატანილი მუცლის ქირურგიული ოპერაცია
მალროტაცია
შეიძლება გამოიწვიოს შუა ნაწლავის შემოგრეხა, შუა ნაწლავის ნეკროზი და სიკვდილიც კი.
კრონის დაავადება
შეიძლება გამოიწვიოს ანთებითი ფლეგმონის ან სტრიქტურების წარმოქმნა, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ნაწლავებს.
თიაქარი
საზარდულის, ბარძაყის, ვენტრალური, ჭრილობის, ჭიპის და პარასტომალური თიაქარი შეიძლება მიზეზი გახდეს ინკანსერაციისა და ნაწლავთა გაუვალობისა
აპენდიციტი
შეიძლება დაახშოს ნაწლავის სანათური ანთებითი ფლეგმონის/აბსცესის ჩამოყალიბებით.
ნაწლავის ავთვისებიანი მდგომარეობები
სანათური შეიძლება ჩაიკეტოს ავადმყოფობის მიმდინარეობის პროცესში, პირველადი ან მეტასტაზური სიმსივნის ზეგავლენით.
ნაწლავების ინვაგინაცია
იწვევს ნაწლავთა გაუვალობას, რადგანაც ხდება ნაწლავის გარკვეული სეგმენტის ჩანერგვა/ჩაჭედვა მეორე ნაწლავის სანათურში
შემოგრეხა
ყოველთვის იწვევს ობსტრუქციას, რადგანაც შემოგრეხილი ნაწლავის ფონზე სანათურის გამავლობა სრულიად დახშულია.
ნაწლავის ატრეზია
ნაწლავური ობსტრუქციის მნიშვნელოვანი მიზეზია ახალშობილებში; ნაწლავის განვითარების პათოლოგია იწვევს სანათურის გამავლობის დარღვევას.
უცხო სხეულის გადაყლაპვა
უცხო სხეულის გადაყლაპვამ შეიძლება მოახდინოს მასის ეფექტი ნაწლავის სანათურში და ხელი შეუშალოს ნაწლავის შიგთავსის გადაადგილებას.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას