ეპიდემიოლოგია

წვრილი ნაწლავის ობსტრუქციის ინციდენტობა მერყეობს 0.1%-დან 5%-მდე იმ პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში ქირურგიული ჩარევა არ აღენიშნებათ, თუმცა ინციდენტობა იზრდება 60%-ზე ზემოთ, თუ პაციენტს ჩატარებული აქვს ოპერაცია.[2][3][4] კრონის დაავადების მქონე პაციენტებში ინციდენტობა 25%-ს უახლოვდება. ბავშვებში, დაბადებისას ფიქსირდება 1 შემთხვევა ყოველ 5000 ბავშვზე და სიცოცხლის პირველი 2 წლის განმავლობაში ინციდენტობა 0.5%-ია.[5]

SBO არის ავადობისა და სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი და შეიძლება ფატალური იყოს არანამკურნალევ პაციენტებში, თუ პროგრესირებს ნაწლავის ნეკროზში, პერფორაციაშ, სეფსისსა და მულტიორგენულ უკმარისობაში.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას