მონიტორინგი

ქირურგიული ჩარევის შემდეგ საჭიროა პაციენტების მონიტორინგი განმეორებითი სიმპტომების გამოვლენის მიზნით (მაგ. სპაზმური ტკივილი, მუცლის გადაბერვა, ღებინება).

გაწერის შემდეგ ზოგადი პრაქტიკის ექიმმა პაციენტი რუტინულად ყოველწლიურად უნდა შეაფასოს. მუცლის სპაზმური ტკივილის ან საკვების აუტანლობის შემთხვევაში საჭიროა დამატებითი კვლევები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის რენდგენოლოგიური კვლევა შემდგომი წვრილი ნაწლავის კვლევით (UGI+SBFT) და/ან მუცლის კტ სკანირება, რათა შეფასდეს დაავადების რეციდივი, განსაკუთრებით ავთვისებიან სიმსივნის მდგომარეობების დროს. შემდგომი კონტროლის და მონიტორინგის სიხშირე შეიძლება განისაზღვროს ფონური მიზეზის მიხედვით.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას